ვინ გააკონტროლებს 4,5 მილიარდ დოლარს? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვინ გააკონტროლებს 4,5 მილიარდ დოლარს?
ნანახია: 846

ვინ გააკონტროლებს 4,5 მილიარდ დოლარს?

აგვისტოს ომმა საქართველოს სეროზული ზიანი მიაყენა. დაინგრა ინფრასტურქტურა, ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, ქვეყანას ჰყავს დიდი რაოდენობით დევნილები, რომლებსაც საცხოვრებელი და საკვები სჭირდებათ, დაიწვა 900 ჰექტარზე მეტი ტყე და ა.შ. პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... საქართველოში არც ომამდე იყო სახარბიელო სიტუაცია, ომმა კი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა. ჩვენდა საბედნიეროდ, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გადაწყვიტა არ მივეტოვებინეთ გასაჭირში და ფინანსურად დაგვხმარებოდა. 22 ოქტომბერს ბირიუსელში საქართველოს დონორთა კონფერენცია გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებისაგან 4,5 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს. ამ დახმარებიდან ნაწილი გრანტის, ნაწილი კი სესხი სახით შემოვა საქართველოში. ეს იმდენად დიდი თანხაა, რომ მისი სწორად და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანას არა მხოლოდ ომის შედეგად მიყენებული ზარალის, არამედ მანამდე არსებული პრობლემების აღმოფხვრაც კი შეუძლია. საქართველოს მთავრობის ყაირათიანობის და თანხების მიზანმიმართულად ხარჯვის ამბავი ხომ ყველასათვის კარგადაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამ დახმარებების ხარჯვის პროცესს ჩვენი დონორები თვითონვე დაგეგმავენ და გააკონტროლებენ.
"მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე უფრო რაციონალური იქნება, რომ ევროკავშირის ფული ევროკავშირის ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნას მოხმარებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები ხელისუფლებასთან უნდა შეთანხმდეს. ევროპელებმა მათი აქაური სტრუქტურებით ძალიან კარგად იციან, თუ რა ჭირს დღეს ქართულ ეკონომიკას. იგივე შემიძლია გითხრათ ამერიკელების დახმარებაზე. ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს კონტროლის მექანიზმები. კონტროლის პალატა არის აჩრდილი იმისა, რაც იყო, ვთქვათ, 10 წლის წინ. არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და ა.შ. კონტროლის მექანიზმების არარსებობა და არა კონკრეტული პირის დანაშაული ქმის საფრთხეს, რომ ეს თანხები არარაციონალურად იქნება დახარჯული. იმიტომ, რომ კონტროლის გარეშე ჩინოვნიკს მსოფლიოში ყველგან ერთნაირი მიდრეკილება აქვს, ყველაფერი რაც მის ხელში გადის გამოიყენოს სათავისოდ, ამიტომ ქართველი ჩინოვნიკი ვერაფრით უკეთესი ვერ იქნება ამერიკელ ან ევროპელ ჩინოვნიკზე. უკონტროლო ფულის თავის სასარგებლოდ გამოიყენებას ყველა ცდილობს. დღესდღეობით ჩვენი ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ უბრალოდ ამ თანხის გარეშე ის არსებობას ვერ შეძლებს. თუ ეს თანხა იქნა არამიზნობრივად დახარჯული და იგი არ მოხმარდა ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, თუ ეს თანხა ისევ იარაღის შესაძენად დავხარჯეთ, ან ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოვა. აუცილებელია, რომ ამ თანხებით საფინანსო სიტემის მდგრადობის შენარჩუნება და ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდეს.
ოფიციალური ინფორმაციით დღეს ჩვენი მშპ არის 12 მილიარდი დოლარი, ჩვენ ფაქტიურად მთელი შიდა პროდუქტის 24%-ს ხელში გვაძლევენ. ახლა ამ რაოდენობის ნაღდი ფული ხელისუფლების ჩინოვნიკის ხელში აღმოჩნდება. Bბუნებრივია, თუ აქ კონტროლის მკაცრი მექანაზმები არ იქნა, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ეს თანხა არამიზნობრივად იქნეს გამოყენებული", - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
თუ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ფინანსების ხარჯვის ისტორიას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველომ 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი თანხაც კი მიიღო დახმარების სახით, მაგრამ ამ დახმარებებიდან სარგებელს ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ამაოდ ელის. ამ წლების მანძილზე არასწორად დახარჯული საბიუჯეტო თანხები ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღევანდელი მთავრობის ფულის ხარჯვის რაციონალურობაში ეჭვი შეიტანოს. საერთაშორისო ფინანსური დახმარებების დონორების მხრიდან გაკონტროლების მომხრეა ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც, მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ თანხების არამიზნობრივად ხარჯვა უკვე დაიწყო, - "ჩემი აზრით, ჯობია, რომ ამ ფინანსების პრიორიტეტები წინასწარ, ჩამოსვლამდე იქნეს განსაზღვრული და შემდგომ იყოს გაკონტროლებული, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი ხელისუფლების ბუნება მან არ იცის მიზნობრივი, ყაირათიანი ხარჯვა, აქედან გამომდინარე ჯობია ისევ ჩვენმა დონოდრებმა დაგეგმონ და მათვე გააკონტროლონ ამ თანხების ხარჯვა. პროცესი ამ თანხების არასწორად, არამიზნობრივად ხარჯვისა უკვე დაწყებულია".
რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი. მისი აზრით, ეს ქართველი კაცის შეურაცყოფაა, რომ სხვას სთხოვს ფინანსების ხარჯვის დაგეგმვას და გაკონტროლებას. ჯავახისვილის აზრით, თუ ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია უზარმაზარი დახმარებების საკუთარი ხალხის სასარგებლოდ გამოყენება, მაშინ იგი საზოგადოებამ უნდა გადააყენოს. იგი არ მიესალმება დონორთა მიერ ფინანსური დახმარებების გაკონტროლებას და არც ამჟამინდელი ხელისუფლების იმედი აქვს, რომ ის რაციონალურად გამოიყენებს საქართველოსთვის გამოყოფილ თანხებს.
"საერთოდ, რატომ მოსდის ქართველ ხალხს ასეთი აზრი. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს უუნარო ხელისუფლება. მოდით, საერთოდ ჩავბარდეთ ბარეღამ სხვებს, უფრო მარტივი გამოსავალი არ არის? არჩვენებზე ერთხელ მაინც ტვინი გავანძრიოთ და ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტსაც სწორად დაგეგმავს და უცხოურ დახმარებასც სწორად გამოიყენებს. რატომ გვაქვს ყველას ტვინი უკუღმა მოწყობილი. არჩვენებზე გაყალბება რაღაც დონეზე მოხდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ხალხის ძირითადი ნაწილი მხარს სააკაშვილს უჭერს. გაყალბება შეიძლება მოხდა 10, თუნდაც 20 პროცენტით, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას დღევანდელ საზოგადოებში მაიც ჰყავს დიდი რაოდენობა მხარდამჭერების. არ შეიძლება ქართველი კაცი და მითუმეტს, ერი იმას ფიქრობდეს, რომ ჩვენ იმპოტენტები ვართ და მოდი, მოვიწვიოთ ვიღაცა უცხოელი ერის გასამრავლებლად. ეს სხვამ რომ გითხრას, უნდა შეგვრცხვეს, ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფად უნდა მივიღოთ. რატომ შეიძლება აზრად მოგივიდეს, ვთქვათ, "ინოპლანეტიანელების" ჩამოყვანა და რატომ არ უნდა მოგივიდეს აზრად, რომ ცუდი უნდა გადააყენო და კარგი უნდა დანიშნო. ამის შნო თუ არა გვაქვს, მაშინ ამ ქვეყნას არაფერი ეშველება. ნუ გვგონია, რომ სხვა ჩვენ საქმეს ჩვენზე უკეთესად გააკეთებს. მე ჯერ არ მინახავს ქართველი კაცი, რომლსაც უთქვამს, რომ მაინც და მაინც ისეთი ძლიერი მამაკაცი არა ვარ და ზანგი კაცი უნდა ჩამოვიყვანო, რომ უფრო ჯანმრთელი ბავშვები გააკეთოსო. ქართველმა ხალხმა უნდა ისწავლოს ეროვნულად აზროვნება და ამ აზროვნების ბაზაზე უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებას და არა 20 ან 30 ლარად, თავისი შვილების მომავლისთვის. ამას თუ ვერ ვისწავლით, ვერც ამერიკა გვიშველის და ვერც ვერავინ. ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს უფრო კვალიფიციური, უფრო ეროვნული და ქართულად მოაზროვნე ხალხით. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ ეს გამოსავალი გამოიყენონ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ასეა თუ ისე, საქართველო პერმანენტულად 4,5 მილირდი დოლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. რამდენად სწორად, რაციონალურად და ქვეყნის ეკონომიკისათვის რამდენად ადკვატურად იქნება ეს თანხები გამოყენებული, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების "ვაჟკაცობის" ამბავი, რომ ვიცით, ძნელია ამ დახმარებისგან რაიმეს იმდი ჰქონდეს ქართველ კაცს. ამ მთავრობას გადადგომის ჯერ არაფერი ეტყობა. მგონი, ისევ ჯობია, რომ უცხოეთის ქვეყნებმა თითონვე გააკონტროლონ მათ მიერ გამოყოფილი თანხები, ჩვენ კი მხოლოდ სტატისტების როლში ვიყოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ უცხოელი ჩინოვნიკები კეთილსინდისიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.


მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48