რის ხარჯზე იღებენ მოგებას ,,ქართული ფასდაკლების საიტები » ბანკები და ფინანსები

რის ხარჯზე იღებენ მოგებას ,,ქართული ფასდაკლების საიტები

მთავარიფინანსები 11.08.2012

რის ხარჯზე იღებენ მოგებას ,,ქართული ფასდაკლების საიტებისაიტები, რომელიც მომხარებელს 30–50%–იან ფასდაკლებებს სთავაზობენ, მოგებას რეკლამის ხარჯზე იღებენ.

როგორც Commersant.ge–ს ელექტრონული კომერციის მულტი სისტემის Vovovo.ge–ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ განუცხადა, მომხმარებელს საიტის მეშვეობით 20–50 პროცენტიანი ფასდაკლების მიღება თითქმის ყველა სახის სერვისზე შეუძლია და მათ ხელშეკრულება 100–მდე ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული.

კომერციული სისტემის Vovovo.ge–ს ბროკერის განცხადებით, კი კომპანიაში ყოველდღიურად 100 შენაძენი კეთდება და საიტის მომხარებლის რიცხვი სისტემატიურად მატულობს.

კომპანიები კი Vovovo.ge–ს საიტის მეშვეობით პოტენციურ კლინეტებს თავიანთი ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და ზოგიერთ შემთხვევაში მათ 70% ფასდაკლებასაც სთავაზობენ, თუმცა უმეტასად საიტზე ფასაკლებები 20–50%–მდე მერყეობს. კერძოდ კი მომხარებელს ყაზბეგში ერთდღიანი ტურის ღირებულებაში 55 ლარის ნაცლად 38 ლარის გადახდა შეუძლია.

20 ლარის ნაცვლად 10 ლარის გადახდა უწევს მომხარებელს კიდერვ ერთი ელექტრონული კომერციული სისტემის Hotsale.ge–ის გამოყენების შემთხვევაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხარებლის მხიდან დაინტერებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კომპანიის ოპერატორებს ხშირად 1 საათის განმავლობაში 100 ზარის მიღებაც კი უხდებათ.


commersant.ge


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}