რომელ ბანკში და რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რომელ ბანკში და რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით
ნანახია: 1529

გლობალური ფინანსური კრიზისის გამოძახილმა ქართული ბანკები იძულებული გახადა თავიანთი უკვე ტრადიციად ქცეული პირობებისთვის გადაეხედათ. ბანკებმა ატოგანვადებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე განვადების პროდუქტსაც გადახედეს. მთელმა რიგმა წამყვანმა ბანკებმა ეს პროდუქტი საერთოდ შეაჩერეს.
მოსახლეობას დღეს უკვე უჭირს განვადებით შეძენილი ამ თუ იმ საქონლისა და მომსახურებისთვის დადგენილი ყოველთვიური შენატანის დროულად და სრულად დაფარვა. ბევრი მათგანი საერთოდ ვეღარ ახერხებს საკუთარი ვალდებულებების მომსახურებას. თავის მხრივ, პრობლემა აქვთ ბანკებსაც, რადგან მათ, მართალია, სრული უფლება აქვთ და შეუძლიათ კლიენტებს განვადებით შეძენილი საქონელი ჩამოართვან, მაგრამ შემდეგ მისი რეალიზაციის პრობლემა დგება. თავად განსაჯეთ, - რა უნდა უყოს, სად უნდა წაიღონ ბანკებმა ათასობით მაცივარი, სარეცხი მანქანა თუ ტელევიზორი?!. შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ბანკს ეს ოპერაცია განცდილ ზარალზე ძვირიც კი დაუჯდეს.
ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ საბანკო სექტორმა ხელგაშლილი განვადებებით, ცხადია, იზარალა, მაგრამ მისთვის ეს ზარალი დამანგრეველი ვერ იქნება, რადგან საკმაო ხნის მანძილზე, კრიზისამდე და მოსახლეობის დიდ ნაწილში ფინანსური დეფიციტის გაჩენამდე, განვადებების შეთავაზებული სქემა წარმატებით მუშაობდა. ბაზრის ექსპერტებს და განვადების სისტემაში კარგად ჩახედულ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ განვადებების სქემას კიდევ 1-1,5 წელი იგივე ტემპით რომ ემუშავა, ბანკები ამ პროდუქტის გაყიდვიდან ზარალს საერთოდ არ ნახავდნენ, იმდენად რენტაბელური იყო მათთვის განვადების პროდუქტზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. ანუ, მარტივად რომ ითქვას, ბანკები ამ პროდუქტით საკმაოდ სერიოზულ მოგებას იღებდნენ.
გთავაზობთ განვადების ბაზარზე დღეს არსებული ვითარების მშრალ მიმოხილვას:
ახალ რეალობაში განვადებები შეჩერებულია "სახალხო ბანკში", "ვითიბი ბანკ ჯორჯიასა" და "კორსტანდარტბანკში".
"პროკრედიტ ბანკს", "ბი თი ეი ბანკსა" და ბანკ "ქართუს" განვადების პროდუქტი არც კრიზისამდე ჰქონიათ და ცხადია, ახალ ვითარებაში ამ საბანკო პროდუქტის ბაზრისთვის შეთავაზებას არ იჩქარებენ.
"საქართველოს ბანკის" მეშვეობით განვადება აღარ ხდება. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ბარათით. თუ თქვენი დადასტურებული შემოსავალი ბანკში გერიცხებათ და იგი მინიმუმ 300 ლარს შეადგენს, ამ შემთხვევაში თქვენ 1 000 ლარამდე ღირებულების ნივთის შეძენას შეძლებთ. ბოლო პერიოდში "საქართველოს ბანკმა" საპროცენტო განკვეთისა და განაღდების საკომისიოს გაზრდის კუთხით საკრედიტო ბარათების გაცემის პირობებსაც გადახედა.
"თიბისი ბანკის" მეშვეობით კვლავ შეგიძლიათ განვადებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა. განვადებით სარგებლობას პირადობის მოწმობის საფუძველზე შეძლებთ. იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიურად მინიმუმ 300 ლარის ოდენობით ხელფასი "თიბისი ბანკშივე" გერიცხებათ, 3 000 ლარამდე ღირებულების ნივთის შეძენას შეძლებთ. ხოლო თუ ხელფასს სხვა რომელიმე ბანკში იღებთ, მაშინ განვადებით სარგებლობა 1000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. განვადებისას თანამონაწილეობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელფასს "თიბისი ბანკში" იღებთ, 10%-ს შეადგენს, ხოლო თუ ხელფასი სხვა ნებისმიერ ბანკში გერიცხებათ, მაშინ პირველადი შენატანი ნივთის ღირებულების 50% ია.
ბანკ "რესპუბლიკას" განვადების პირობები დიდად არ შეუცვლია. ბანკ "რესპუბლიკის" განვადების პროდუქტით შეგიძლიათ საოჯახო და კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯისა და მობილური ტელეფონების, ასევე ტურისტული მომსახურებების შეძენა. განვადების მიღება კვლავ ბევრ სავაჭრო ცენტრშია შესაძლებელი. განვადების მინიმალური მოცულობა 200 ლარია, მაქსიმალური კი 5 000 ლარი. განვადების ვადა 1-დან 12-თვემდეა. პირველადი შენატანი საყოფაცხოვრებო ნივთების განვადებით შეძენისას, ბანკ "რესპუბლიკის" კლიენტებისთვის 20% შეადგენს, ხოლო თუ ხელფასი სხვა ბანკში გერიცხებათ, პირველადი შენატანი 30%-ია. საპროცენტო განაკვეთი თვეში 2%-ია.
"ბაზის ბანკის" მეშვეობით მხოლოდ მაღაზია "კერხერის" პროდუქციის განვადებით შეძენას შეძლებთ და ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ხელფასი "ბაზისბანკში" გერიცხებათ თუ ნებისმიერ სხვა ბანკში.
"HSBC ბანკი საქართველო" მომხმარებლებს, კვლავინდებურად მომხიბვლელი პირობებით, მხოლოდ ავტოგანვადების პროდუქტს სთავაზობს.
"ტაოპრივატბანკში", დადასტურებული შემოსავლის შემთხვევაში, განვადებით საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა შეგიძლიათ. საპროცენტო განაკვეთი საქონლის ღირებულების მიხედვით განისაზღვრება.
წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ კომერციულმა ბანკებმა გარკვეულწილად შეზღუდეს განვადების პროდუქტის ბაზრისთვის შეთავაზება. ეს, ცხადია, მანამდე ამ პროდუქტზე დიდწილად დამოკიდებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე ქსელური კომპანიების მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახა. მხოლოდ ორი ბანკი, - ბანკი "რესპუბლიკა" და "თიბისი ბანკი" აგრძელებენ ბაზრისთვის განვადების პროდუქტის შეუზღუდავად შეთავაზებას.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48