მითიური მილიარდები ფარაონების ქვეყნიდან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მითიური მილიარდები ფარაონების ქვეყნიდან
ნანახია: 816

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ამჯერად ქუთაისში


გასულ კვირას მთავრობამ კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. ახალი პროექტის მიხედვით ეგვიპტური კომპანია "ფრეში" ქუთაისში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ააშენებს, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟვანიას თქმით, ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ინვესტორი ქართველ პარტნიორთან ერთად ააშენებს. ეგვიპტური კომპანიის ქართველი პარტნიორი აშშ-ში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ თიგიშვილია, რომელმაც "ფრეშის" მენეჯმენტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაარწმუნა.
ეგვიპტურ კომპანია "ფრეშსა" და კომპანია "ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაში ჟვანიამ მიიღეს მონაწილეობა.
მინისტრის განმარტებით, ბიზნეს-გეგმით ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკურ ზონაში ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, 27 ჰექტარ ფართობზე 12 ქარხანა აშენდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 1,2 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო 2010-2012 წლებში დამატებით 2 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება. ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საშუალოდ 15 ათას ადამიანამდე დასაქმდება. ჟვანიას თქმით, ამ დროისათვის ზონის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე 300 ადამიანია დასაქმებული. გარდა პირდაპირი დასაქმებისა, მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი მოქალაქე დაკავდება სატრანზიტო გადაზიდვებსა და სხვადასხვა საქმიანობებზე. ქარხნების მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი "ფრეშს" უკვე შეძენილი აქვს. ზონაში ტექსტილის, კერამიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი საწარმოები და ასევე მინი-საავტომობილო ქარხანა განთავსდება. წარმოებული პროდუქცია "ფრეშის" ბრენდით გამოვა და "დამზადებულია საქართველოში" დაეწერება. ეგვიპტური კომპანია გათავისუფლებული იქნება გადასახადებისგან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეგვიპტური კომპანია კერამიკის ქარხნის ეგვიპტიდან საქართველოში გადმოტანას აპირებს. ამის მიზეზად ეგვიპტურთან შედარებით ქართული თიხის უფრო მაღალხარისხიანობა დასახელდა. თუკი, ეგვიპტურ თიხას მაღალხარისხოვანი კერამიკის მისაღებად 12 კომპონენტის დამატება სჭირდება, ქართული თიხისთვის 2-ც საკმარისია.
თუკი, ეს პროექტი კიდევ ერთი ნასროლი სატყუარა არ არის მოსალოდნელი პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფონზე, სავარაუდოდ, იგი მართლაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და ზოგადად, ქუთაისის გამოცოცხლებას. იგი არამარტო ქუთაისისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, საბოლოო ჯამში, დიდ სარგებელს მოუტანს დასავლეთ საქართველოს.
მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ ეს პროექტიც ისეთივე პიარის ნაწილია, როგორიც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ამით შესაძლოა მთავრობა ცდილობს მოქალაქეებს შეუქმნას ილუზია, რომ თავად არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გარანტი. იგი ზრუნავს მოქალაქეების დასაქმებაზე, მათ სოციალურ ყოფაზე, ოპოზიციას კი ამ ყველაფრის განადგურება სურს.
უცნაურია, იმ ფონზე, როდესაც საპროტესტო აქციების მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო გარემოს პოტენციური რისკები და ქვეყანაში ფაქტიურად ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს საომარი მოქმედებები, როგორ დაითანხმეს ეგვიპტელი ბიზნესმენები ასეთი ოდენობის თანხების ინვესტირებაზე საქართველოში. ალბათ, ისეთი მაღალი რისკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ინვესტორს მხოლოდ ამ შეთავაზებებით თუ დააინტერესებს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეგვიპტელებმა საქართველოში 6-7 თვეში იმდენივე ინვესტიცია უნდა განახორციელონ, რამდენიც შარშან ყველა ინვესტორმა ერთად დააბანდა. და ეს ყველაფერი არ არის. 1 მლრდ. 200 მლნ. 800 ათასი აშშ დოლარის ათვისება წელსვე დაიწყება. ინვესტიციის პირველი ეტაპის განხორციელებას, დაახლოებით, წელიწადი ან წელიწადნახევარი დასჭირდება, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყება მეორე ეტაპი. სულ დაგეგმილია ორ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის დაბანდება. კომპანია "ფრეში" ეგვიპტეში 9 ქარხანას ფლობს, რომელიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 52 ქვეყანაში ხორციელდება. 2008 წელს კომპანიის ბრუნვამ 1,95 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქუთაისის გარდა, ინდუსტრიული ზონის შექმნა მიმდინარეობს ფოთში. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს გაჩნდა. მაშინ საუბარი ბათუმის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებაზე მიდიოდა, თუმცა შევარდნაძის მმართველობის დასრულების შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდა. მოგვიანებით კი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა. ამ იდეის თანახმად, ფოთის თიზი მთელ შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი იქნება. თუმცა, ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა შედეგებს მოიტანს ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური ზონების შექმნა.
ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებას ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან მათი თქმით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ავკარგიანობის საკითხი ჯერ ფოთის მაგალითზეც არ არის შესწავლილი. ეკონომიკური ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას შეუძლია იგივე წარმატებით ზესტაფონი, ქარელი, სენაკი, ანდა უფრო მარტივად, მთელი საქართველო თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადოს. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ქუთაისში არა მარტო მეწარმეობის კუთხით, არამედ გადაადგილებასთან დაკავშირებითაც დადგინდება გარკვეული შეზღუდვები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ეს საკითხი ჩვენს მთავრობას", - აცხადებს ცისკარიშვილი.
ზოგადად, თავისუფალი ეკონომიკური ზონები სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილი რეგიონებში იქმნება ხოლმე. ამ რეგიონების წინ წამოსაწევად და უმუშევრობის პრობლემის მოსახსნელად. ამ შემთხვევაში რეგიონი ნამდვილად სწორად შეირჩა, რადგან ქუთაისში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგრამ ასეთი ზონები ხშირად ხდება ხოლმე შავი ფულის გათეთრების ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან შეაქვთ შავი ფული და ეს პრობლემა, სავარაუდოდ, ჩვენთანაც იქნება. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია აცხადებს: "მთავრობას გააჩნია სერიოზული მექანიზმები, რომლითაც მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ არ მოხდეს ამ ზონაში შავი ფულის გათეთრება". უცნობია, თუ რა მექანიზმებზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მოუწევს.
ექსპერტების განცხადებით, თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მხოლოდ მცირერიცხოვან ქვეყნებში გაამართლა, სადაც იგი სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ არ არსებობს ეკონომიკური გათვლები, თუ რამდენად მომგებიანი იქნება იგი ქვეყნისთვის. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ყველაზე მიმზიდველი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც ბიზნესსამყაროში საქართველოს სახელმწიფო იმიჯი ამაღლდება.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობას და შესაბამისად, იმიჯის ამაღლებას. მანამდე კი ვიყოთ ეგვიპტელების იმედად იქნებ, მართლა გვიშველონ რამე.
შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48