ჯონ მეინარდ კეინსი - ინფლაციის პირველი თეორიის ავტორი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ჯონ მეინარდ კეინსი - ინფლაციის პირველი თეორიის ავტორი
ნანახია: 1038

ჯონ მეინარდ კეინსი (1883–1946) ინგლისელი ეკონომისტი, 1883 წლის 5 ივნისს კემბრიჯში, კეინსების ოჯახში დაიბადა. მამამისს მრავალი წლის განმავლობაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობა ეკავა. კეინსი თავიდან ითონში, ხოლო შემდეგ კემბრიჯის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1905 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტში იგი ინტელექტუალების ჯგუფში იყო, რომელსაც სათავეში სთრეჩი ედგა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მარშალის და პიგუს ხელმძღვანელობით კეინსი ეკონომიკის შესწავლით იყო დაკავებული. 1906 წელს იგი ინდოეთის საქმეების კურატორად დაინიშნა. 1908 წელს თანამდებობა მიიღო ქინგს-კოლეჯში, ამავე დროს მისი დისერტაცია, განვრცობილი და შესწორებული, სახელწოდებით "დამაჯერებლობის ტრაქტატი" 1921 წელს იქნა გამოქვეყნებული.
1908 წელს კეინსმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ლექტორად დაიწყო მუშაობა. 1913 წელს გამოვიდა მისი წიგნი "ინდოეთის ფულის მიმოქცევა და ფინანსები". სანამ წიგნი მზის შუქს იხილავდა, ავტორს სამეფო კომისიის მდივნობა შესთავაზეს, რომელიც ინდოეთის ფულის მიმოქცევითა და ფინანსებით იყო დაკავებული, ოსტინ ჩემბერლენის ხელმძღვანელობით, რომელიც შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს კეინსი ფინანსთა სამინისტროში მიიწვიეს, სადაც ის მოკავშირეებთან ურთიერთობაზე და სავალუტო რეზერვებზე იყო პასუხისმგებელი. პარიზის მსოფლიო კონფერენციაზე, კეინსი სამინისტროს წარმომადგენლად იქნა გაგზავნილი, სადაც ის გერმანიისთვის რეპარაციების გადახდევინების წინააღმდეგ გამოვიდა. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი ევროპის ეკონომიკის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. თავისი შეხედულებები მან წიგნში "ვერსალის შეთანხმების ეკონომიკური შედეგები" გამოხატა, რისი საშუალებითაც დიდი აღიარება მოიპოვა.
ქინგს-კოლეჯში ლექტორად დაბრუნების შემდეგ, კეინსმა ევროპის ეკონომიკის მდგომარეობის კვლევა გააგრძელა. თავის შეხედულებები კეინსმა გადმოსცა ნამუშევარში "მსოფლიო შეთანხმების გადახედვა" (1921) და სტატიების სერიებში გაზეთ "მანჩესტერ გარდიანში", რომლებიც საერთო სახელწოდებით "ევროპის აღდგენა" (1922) დაიბეჭდა. "ფულადი რეფორმის ტრაქტატში" (1923) ფულადი რეფორმისა და უმუშევრობის პრობლემები გამოიკვლია. ომის დამთავრების შემდეგ, მალევე კეინსი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო და 1937 წლისთვის არცთუ ცოტა კაპიტალი დააგროვა. ქინგს-კოლეჯში ხაზინის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მან ამ საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა. 1911-1944 წლებში იგი "ეკონომიკური ჟურნალის" რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. ამ პერიოდში უმსხვილეს გაზეთებსა და ჟურნალებში მან საკმაოდ ბევრი სტატია გამოაქვეყნა. 1925 წელს კეინსი ბალერინა ლიდია ლუპოხოვაზე დაქორწინდა.
1920-იან წლებში კეინსი დაკავებულია ეკონომიკური პრობლემების გამოკვლევით, რომლებიც ასახა მის ნაშრომებში "ტრაქტატი ფულზე" (1931) და ზოგადი თეორია "მოთხოვნა, პროცენტი და ფული" (1937). კეინსი ამტკიცებდა, ეკონომიკის თვითრეგულირების კონცეფციის უსუსურობას და საზოგადოებას დაკრედიტების, ფულის მიმოქცევისა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებზე რიგ ღონისძიებებს სთავაზობდა. ანვითარებდა იდეას მოთხოვნის ფსიქოლოგიური სტიმულირებისა და ბაზრის ინდივიდების უპირატესობების შესახებ, როგორც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ფაქტორზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე სამუშაოდ ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა, სადაც იგი მნიშვნელოვანი საქმეების, რომლებიც ქვეყნის საომარი მდგომარეობაში და ომისშემდგომი აღდგენის პერიოდში ეკონომიკის ფუნქციონირებას შეეხებოდა, კონსულტანტად დაინიშნა. შეიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის გეგმა, რომელსაც `კლირინგული გაერთიანება~ ერქმეოდა. ამ გეგმიდან ბევრმა იდეამ საერთაშორისო სავალუტო ფონდში ჰპოვა განხორციელება.
1942 წლის ივნისში კეინსი, როგორც ბარონ ტილტონი, ლორდთა პალატის წევრი გახდა. 1943-44 წლებში ბრეტონ-ვუდსის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მომზადებასა და შექმნაში იღებდა მონაწილეობას.
კეინსი 1946 წლის აპრილში, ფირლში (სუსექსის საგრაფო) გარდაიცვალა.


მოამზადა დიმა ლელაძემ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48