ამერიკელმა ეკონომისტი, რომელმაც მონეტარიზმის ეკონომიკური თეორია შექმნა, აცხადებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი ინფლაცია, შესაძლებელია მასში ფულის ჩადებით აკონტროლო. თუმცა ბევრ მთავრობას არ ჰყოფნის "პოლიტიკური ნება" შეამციროს სახელმწიფო ხარჯები და ამასთანავე გაზარდოს უმუშევრობა. ფრიდმანს მინიჭებული აქვს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 1976 წელს. მისი მტკიცებით, ინფლაცია "ყოველთვის და ყველგან ფულის ფენომენად ითვლება". თუ ფულის ჩადების, ზრდის ტემპები შეზღუდულია და შეესაბამება ეკონომიკის წარმოების ტემპების ზრდას, (ისეთი მონეტარული პოლიტიკის გზებით, როგორიცაა საბანკო ფსონების ცვლა), შეუძლებელი გახდება პროდუქციის ფასების ზრდა, მაგალითად ხელფასის ზრდის ფირმებში, ან ფასის იმპორტულ პროდუქტებზე, ან ნედლეულის, საერთოდ ეკონომიკის ფასების ზრდა. ფრიდმანის რწმენა მონეტარული პოლიტიკის მიღების აუცილებლობაზე, კეინსის ეკონომიკური თეორიისაგან განსხვავდება, მისი აზრით, საბაზრო ძალებს თვითდარეგულირების უნარი გააჩნიათ და არსებობს უმუშევრობის ბუნებრივი დონე. იგი თვლიდა, რომ ის დგინდება "სტრუქტურული და ორგანიზაციული ძალებით არსებულ შრომით ბაზარზე", ისეთი პრივილეგიებით, როგორიცაა უმუშევრობასთან მებრძოლი ორგანიზაციები და პროფკავშირები, შეუძლებელია მისი გრძელვადიანი გეგმით შემცირება ან სახელმწიფო ხარჯების გაზრდით.
ფრიდმანი 1948-1979 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი იყო. იყო მომხრე, უარყოფითი გადასახადების შეტანის, შემოსავლებზე გადასახადების მაგივრად, სოციალური დაზღვევის გზით, რომელიც გადაიხდებოდა ავტომატურად, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლები განსაზღვრულ დონეზე დაბლა დაეცემოდა. მისი მტკიცება მდგომარეობდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო, საერთო ჯამში, გაზრდილიყო სტიმულები, მაღალ ანაზღაურებად დასაქმებებზე და ბიუროკრატიული ჩარევის შემცირებებზე. ფრიდმენის ჰიპოთეზა "პერმანენტულ შემოსავლებზე" გახდა მნიშვნელოვანი შენატანი მოხმარების თეორიაში.
ფრიდმენის პუბლიკაციებს შორისაა: "მოხმარების ფუნქციის თეორია" (A Theory of the Consumption Function, 1957),"თავისუფლება და კაპიტალიზმი" (Capitalism and Freedom, 1962), "შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია" (A Monetary History of the United States 1867-1960; 1963), "მონეტარული ანალიზის თეორიული საფუძვლები" (A Theoretical Frabework for Monetary Analysis, 1971), "არჩევანის თავისუფლება" (Free to Choose, 1980).
მოამზადა დიმა ლელაძემ