ნანახია: 887
დევიდ რიკარდო ლონდონში 1772 წლის 19 აპრილს დაიბადა. ინგლისელი ეკონომისტი, კლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი გახლდათ. ის პატივცემული აბრაამის მესამე შვილი იყო. რიკარდო მხარს უჭერდა სამუშაო ფასეულობების თეორიას. მას მიაჩნდა, რომ საქონლის ფასი, რომელიც ერთადერთი წყაროა მუშის მიერ შესრულებული სამუშაოსი, დევს საზოგადოების სხვადასხვა კლასის შემოსავლების საფუძვლებში. როცა დევიდი 12 წლის გახდა, მამამ იგი ამსტერდამში, ბიძასთან გააგზავნა, სადაც რიკარდომ 2 წელი დაჰყო. იგი იქ სავაჭრო სკოლაში სწავლობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, ის მამას საბირჟო და სავაჭრო ოპერაციებში ეხმარებოდა. მან ასე აითვისა ის შეუდარებელი სისწრაფე და უნარი ციფრებთან მიმართებაში, რაც მის ნაცნობებს ძალიან აკვირვებდა. უკვე 16 წლის ასაკში მას თვითონ მიჰყავს თავისი ძმები ჰოლანდიაში. ამ ხშირმა მოგზაურობებმა, მას უკეთ შეასწავლა ამსტერდამის ბირჟა, რომელსაც XVIII საუკუნეში ისეთივე როლი ჰქონდა, როგორიც ლონდონის ბირჟას XIX საუკუნეში. მიუხედავად მკაცრი ორთოდოქსულობისა, რიკარდოს მამა არ იყო `ქრისტიანული~ ცივილიზაციის მტერი. უდიდესი ეკონომისტის ძმა, რალფი, დაახლოებული იყო ლიტერატურას, ხოლო მისი და, სარა, პედაგოგიურ საკითხებზე წერდა და იყო მათემატიკის პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორი. რიკარდოს ბიძა, დაკოსტა, რომელსაც იგი ხშირად ხვდებოდა ამსტერდამში, თავის დროზე იყო ცნობილი ლიტერატურის მცოდნე და პოეტი. ძალიან ახალგაზრდობაში დევიდი გაეყარა მამას, მაგრამ არა დიდი ხნით. მათი დროებითი გაყრა რიკარდოს თვითნებურმა ქორწინებამ გამოიწვია. მან შეიყვარა ქრისტიანი ქალი, პრისცილა-ანა ვილკინსონი, ედუარდ ვილკინსონის ქალიშვილი და 1793 წლის 20 დეკემბერს მასზე დაქორწინდა. ამის გამო მან ქრისტიანობა მიიღო და იძულებული გახდა წამოსულიყო მამის სახლიდან. ამგვარად, იგი უკვე ნაადრევად იყო დამოკიდებული საკუთარ თავზე. მისი დაუღლელი ენერგიისა და უდიდესი შესაძლებლობებით, ასევე მხარდაჭერით, რომელსაც უწევდნენ ლონდონის ბირჟის წევრები - შესაძლებელია მისი ძმა, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე მყარი მეგობრობა აკავშირებდა - დაეხმარა მას უმოკლეს ვადაში, არა მხოლოდ მატერიალურად გამხდარიყო დამოუკიდებელი, არამედ შეეძინა დიდი ქონება, რომელიც 40 მილიონ ფრანკად იყო შეფასებული.
|