ნანახია: 667
ლუდვიგ ფონ მიზესი (Mises Ludwig Von) (1881-1973), ავსტრო-ამერიკელი ეკონომისტი, დაიბადა ლემბერგში (თანამედროვე ლვოვი) 1881 წლის 29 სექტემბერს. 1906 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი. იგი იყო ვენისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი (1913-1938 და 1945-1969წწ). პირველი მსოფლიო ომის დროს იგი აღმოსავლეთ ფრონტის არტილერიის ოფიცერი იყო, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკურ განყოფილებას მართავდა. 1938 წლის შემდეგ, აშშ-ში ემიგრაციამდე, იგი შვეიცარიაში ცხოვრობდა. მიზესს ეკუთვნის შემდეგი ნაშრომები - ფულის თეორია და საპირისპირო საშუალებები (თჰეორიე დეს Gელდეს უნდ დერ უმლაუფსმიტტელ, 1912); ეროვნება, სახელმწიფო და ეკონომიკა, `პოლიტიკის გამოკვლევა და ჩვენი დროის ისტორია~ (Nატიონ, სტაატ უნდ ჭირტსცჰაფტ: Bეიტრგე ზურ პოლიტიკ უნდ Gესცჰიცჰტე დერ ძეიტ, 1919); საზოგადო მეურნეობა, სოციალიზმის გამოკვლევა (დიე Gემეინწირტსცჰაფტ: უნტერსუცჰუნგენ ბერ დენ შოზიალისმუს, 1922;) ეკონომიკური და სოციალური ანალიზი, შოციალისმ: Aნ Eცონომიც ანდ შოციოლოიცალ Aნალყსის, 1939); ეროვნული ეკონომიკა. ვაჭრობა და მეურნეობა (NატიონალKონომიე: თჰეორიე დეს Hანდლეს უნდ ჭირტსცჰაფტენს, 1940; პირველ ამერიკულ გამოცემაში გამოვიდა `სახალხო შემოქმედების~ სახელით (Hუმან Aცტიონ, 1949); დაგეგმილი ქაოსი, (ლანნედ ჩჰაოს, 1947); ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი (Aნტი - ჩაპიტალისტიც Mენტალიტყ, 1956). მიზესი ეკონომიკაში უკიდურესი ლიბერალიზმის კონცეფციის წარმომადგენლად ითვლება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკური ინსტიტუტების შემოქმედებაში დაუშვებელია. წიგნში `სოციალიზმი~, მიზესი გამოვიდა, როგორც `ეკონომიკის მმართველობის~ სოციალისტური მეთოდების გამოკვეთილი კრიტიკოსი. მიზესი ნიუ-იორკში 1973 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მოამზადა დიმა ლელაძემ
|