ნანახია: 1057
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საგარეო ვაჭრობის გააქტიურებას საქართველოში ხელს უწყობს. ბანკი "რესპუბლიკა" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამაში გაერთიანდა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო დაფინანსების საგარანტიო ხაზი ბანკ "რესპუბლიკას" გაუხსნა. რაც ბანკს ადგილობრივი კომპანიების საგარეო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაში დაეხმარება. ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი", საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამაში, როგორც დოკუმენტური ოპერაციის ინიციატორი ბანკი გაერთიანდა. ამ პროგრამის ფარგლებში, IFC-ის გარანტიები ბანკს საშუალებას მისცემს დააფინანსოს მისი კლიენტების, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციები. სავაჭრო ოპერაციების მოცულობა და შემოსავლიანობა ამ ოპერაციების ვადებისა და უკეთესი პირობების მიღების შესაძლებლობით გაიზრდება. ბანკი "რესპუბლიკა" ამ პროგრამაში მონაწილე 250 ბანკის გლობალურ ქსელს შეუერთდა. "უკვე რამდენიმე წელია, ბანკ "რესპუბლიკასა" და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის არსებობს გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა. სავაჭრო საფინანსო გარანტია წარმოადგენს ჩვენთვის დამატებით ბერკეტს საქართველოს ვაჭრობის სფეროს დაფინანსების ოპტიმიზაციისთვის. ჩვენ ვაფასებთ IFC-ის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, ამგვარ რთულ ფინანსურ პირობებში", აღნიშნა ჟილბერ იმ, ბანკ "რესპუბლიკის" გენერალურმა დირექტორმა. IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა სნეჟანა სტოლიჯკოვიჩმა განაცხადა: "მოხარულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს- ბანკ "რესპუბლიკას". IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამაში გაერთიანებით, ბანკს საშუალება მიეცემა დაეხმაროს მის კლიენტებს იმუშაონ ახალ ბაზარზე. ამ გზით ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის წახალისებას რეგიონში." IFC ბანკ "რესპუბლიკასთან" 2005 წლიდან თანამშრომლობს საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით. შედეგად ბანკი "რესპუბლიკა" პირველი ქართული ბანკი გახდა, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში დასავლელი ინვესტორი მოიზიდა. IFC-მა ბანკ "რესპუბლიკაში" 42 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის, იპოთეკური სესხებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაკრედიტების გაფართოვებაში დაეხმარა.
|