ფულადი გზავნილების რაოდენობა მცირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ფულადი გზავნილების რაოდენობა მცირდება
ნანახია: 1143

ფინანსურმა კრიზისმა ფულად გზავნილებზეც იქონია გავლენა. საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ყოველთვიურად მცირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში საქართველოში 52 მილიონ 400 ათასი დოლარი გამოიგზავნა, რაც 2008 წლის მონაცემებთან შედარებით 12 მილიონ 900 ათასი დოლარით ანუ 19,8%-ით ნაკლებია.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე რუსეთი იყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გზავნილების რაოდენობამ სწორედ რუსეთიდან იკლო. თუკი გასული წლის თებერვალში რუსეთიდან 60 მილიონამდე დოლარი გადმოირიცხა, წლევანდელი წლის თებერვლის მონაცემებით, ეს რიცხვი 27 მილიონი დოლარია. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 12 მილიონ დოლარზე მეტით ანუ 30,9%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკში, ფულადი გზავნილების შემცირებას რუსეთს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადები, მეტ-ნაკლებად, იმავე დონეზე დარჩა. გზავნილთა შვიდეულში კი რუსეთთან ერთად არიან: აშშ, უკრაინა, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი და ესპანეთი. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები რუსეთს უკავშირდება. თუკი რუსეთიდან შემოსული თანხა 27.1 მლნ დოლარია, შემდგომ ადგილზე მყოფი, აშშ-დან შემოსული თანხა 4.8 მლნ დოლარს არ აღემატება. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.1 პროცენტი იმ შვიდ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, გასული წლის თებერვალში აღნიშნულ შვიდ ქვეყანაში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 89.8 პროცენტი მოდიოდა.
ფულად გზავნილებს უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს და ცხადია, ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე მისი შემცირება უარყოფითად აისახება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის რჩენას სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ახლობლების ხარჯზე ახერხებდა. ხოლო საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების კლება მძიმე სოციალურ ფონს კიდევ დაამძიმებს. შრომითი მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები საქართველოში ბევრი ოჯახისთვის ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან ნაკლები თანხა შემოდის საზღვარგარეთ არსებულ კრიზისზე მიანიშნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გადარიცხულმა თანხებმაც იკლო.
საქართველოდან საზღვარგარეთ 2009 წლის თებერვალში 5,7 მლნ. აშშ დოლარი გადაიგზავნა. 2008 წლის თებერვალში კი ამ მაჩვენებელმა 6,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გადარიცხვები შემცირდა რუსეთსა და სომხეთში – 683,7 ათასი აშშ დოლარით, ხოლო გაიზარდა აშშ-ში, თურქეთში, უკრაინაში, ისრაელსა და იტალიაში. გადარიცხული გზავნილები 374,3 ათასი დოლარით გაიზარდა.
ფულადი გზავნილებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union - 51.6%, Anelik-14%, БZyipTW arCiT -9.8%, Leader-4.5%, Unistream-4.9%, Money Gram-2.9%. გასული საანგარიშო თვის განმავლობაში უცხოეთიდან თანხის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდა : Western Union-? – 25.8, Anelik – 14.1, Contact – 12.1, Unistream – 11.3, Money Gram – 9.1, Ria – 5.8, БZyipTW arCiT – 4.4, Leader – 4.2, Intel Express – 4.1 პროცენტით.
ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა მოყვეს ფულადი გზავნილების შემცირებას. ბატონი გიას განცხადებით; "ფულადი გზავნილების შემცირება არის ზოგადი ეკონომიკური ფონი. იმ ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთიდან აგზავნიდნენ ფულს საქართველოში, ახლა პრობლემები შეექმნათ. დარჩნენ უმუშევრები. რუსეთთან მიმართებაში ამის მიზეზი არის პოლიტიკური დაძაბულობაც. ბუნებრივია, რუსეთში ტრანსაქცია შემცირებულია.Dდაბალია ზოგადი ეკონომიკური აქტივობა. ეს მომავალში გამოიწვევს მძიმე სოციალური ფონის გაზრდას, ვინაიდან საქართველოში მცხოვრები ოჯახების დონორი სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლები იყვნენ, ვინც ფულს უგზავნიდნენ. რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ საქართველოდან გადარიცხვები შემცირდა რუსეთში და გაზრდილია აშშ-ში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში არა მგონია აქ სერიოზულ ზრდაზე იყოს საუბარი. შექმნილი რეალობა არის ობიექტური, გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით."


ლამარა გულმაგარაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48