გზები, რომლებსაც რომში არ მივყავართ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გზები, რომლებსაც რომში არ მივყავართ
ნანახია: 1291

ისინი კორუფციულ სქემებამდე მიდიან

უცნაური ტენდერები და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული "ზიმო"


საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს უკავია. განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ეთმობა. გზების მშენებლობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ამ სფეროში ძალიან ხშირად დაფიქსირებულა გარკვეული გადაცდომები. გზების დასაგებად აუცილებელი ბიტუმი, ძირითადად, ირანიდან შემოდის. აქ, როგორც ამბობენ, მუშაობს საკმაოდ შეუნიღბავი კორუფციული სქემები და მათ შორის ისეთი, როგორიცაა დაბალი ხარისხის ბიტუმის შესყიდვა. კონტრაქტორები ბიტუმს ყიდულობენ არა ირანის დიდი ქარხნებიდან, რომლებიც მარალხარისხიან ბიტუმს აწარმოებენ, არამედ პატარა საწარმოებიდან, რომელთა მიერ ნაწარმოები ბიტუმი დაბალი ხარისხისაა, რომელიც საქართველოში მარალ ფასად შეძენილად ფორმდება. ეს ერთი დეტალია, რომელიც ამ სფეროში სავარაუდოდ არსებულ კორუფციულ სქემებზე მიუთითებს.
ასეთი ეჭვების საფუძველს აზლიერებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც. 2008 წლის ივლისიდან "საია" "საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მონიტორინგის" პროექტს ახორციელებს. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ასოციაციამ შეისწავლა პირველი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის - ნატახტარი-აღაიანის 27-43 კმ მონაკვეთზე ჩატარებული შესყიდვების პროცედურების მიმდინარეობა. ვფიქრობთ, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. ამისთვის გაზეთი "ბ&ფ" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდა, რომლის მიერ მოწოდებულ მასალებში კონკრეტულად არის დაფიქსირებული ის დანაშაულებრივი გადაცდომები, რომლებიც აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
2005 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით თბილისი-სენეკი-ლესელიძის ნატახტარი-აღაიანის 27-43 კმ მონაკვეთის 16 კმ-იანი ზოლის რეკონსტრუქცია გადაწყდა. უპირველეს ყოვლისა, 2006-2007 წლებში პირველი რიგის, ხოლო 2007-2008 წლებში გზის მეორე რიგის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელებულიყო. ნატახტარი-აღაიანის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის პირველი რიგის მშენებლობისთვის 46 847 000 ლარი გამოყვეს. 2006 წლის ბოლოს აღნიშნული თანხიდან 46 207 000 ლარი დაიხარჯა, ანუ ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 640 000 ლარით ნაკლები. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 000 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხიდან 2007 წელს 28 116 000 ლარი იქნა ათვისებული, ანუ 4 884 000 ლარით ნაკლები.
სახელმწიფომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი საჭირო თანხებით, სხვა რესურსებით და მხარდაჭერით უზრუნველყო. პროცესის წარმართვა და ზედამხედველობის პასუხისმგებლობა კი მათ გადააბარა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტთა ძირითადი კრიტერიუმები ტექნიკური და ფინანსური ნაწილით განსაზღვრა.
კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, განცხადება ტენდერის თაობაზე, ადგილობრივ მედია-საშუალებასთან ერთად, უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში უნდა გამოქვეყნდეს, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ფართოდ ვრცელდება. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განცხადება გაზეთ "24 საათში" და გაზეთ The Messenger-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციის The Messenger-ში გამოქვეყნება "საერთაშორისო მასშტაბით ფართოდ გავრცელებად" ვერ ჩაითვლება. ამრიგად, ტენდერის დასაწყისშივე, განცხადების გამოქვეყნებისას, საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა კანონი დაარღვია, რადგან განცხადება საერთაშორისო დონეზე ფართოდ გავრცელებად მედიაში არ გამოქვეყნდა. შედეგად დიდი გამოცდილების მქონე უცხოური კომერციული ორგანიზაციები ტენდერით ვერ დაინტერესდნენ.
სატენდერო კომისიის მუშაობის პროცესში უამრავი სხვა დარღვევა დაფიქსირდა, კომისიას აშკარად სუბიექტური მიდგომა ჰქონდა შპს "ზიმოს" მიმართ.
შპს "ზიმოს" წინადადებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი არსებითად შეესაბამებოდა მოთხოვნებს და დაშვებული უნდა ყოფილიყო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. შპს "ზიმო"-ს მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადება გამოირჩეოდა იმით, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ მონაკვეთის "რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოებზე საგზაო სამოსის კონსტრუქციის მოწყობას ცემენტობეტონის საფარით" გულისხმობდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომისიამ ალტერნატიული წინადადება დასაშვებად სცნო და ტენდერში მონაწილეობის ნება დართო.
ექსპერტთა დასკვნებისა და კომისიის სხდომის ოქმებში ერთი და იგივე ხარვეზები სხვადასხვა პრეტენდენტთან მიმართებით სრულიად განსხვავებით ფასდებოდა. მაგალითად "მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემის სრული აღწერილობის" დოკუმენტის წარუდგენლობა სხვა კომპანიებთან განსხვავებით, შპს "ზიმოს" შემთხვევაში ხარვეზად არ ჩაითვალა. მიუხედავად იმისა, რომ შპს "დ და გ ტექნოლოგი" შემსყიდველ ორგანიზაციას მომსახურების გაწევას ყველაზე დაბალ ფასში სთავაზობდა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავდა განსაკუთრებულ ხარვეზებს, ის ერთადერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა, რომლის დაშვება კომისიამ "ყოვლად დაუშვებლად" მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტენდერიდან გამოთიშვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ კანონის კიდევ ერთ მოთხოვნას აუარა გვერდი. სატენდერო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და მოლაპარაკებებს პრეტენდენტებთან, ტენდერის ყველა სტადიაზე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აწარმოებდა. მაგალითად, შპს "გზამშენი-4' -ის საგზაო დეპარტამენტთან მიმოწერიდან ირკვევა, რომ სატენდერო კომისიას 2006 წლის 15 მარტს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უნდა გამოევლინა, თუმცა, შპს "გზამშენი-4"-სთვის შედეგები რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი. კომპანიისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მეორე და მესამე ლოტებში გამარჯვებულად შპს `ზიმო~ ცხადდებოდა.
ტენდერში პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიით შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით უპირატესობა მიენიჭება. თუმცა ამ შემთხვევაში ტენდერი მოულოდნელი შედეგებით დაგვირგვინდა. გამარჯვებული ის წინადადება არ აღმოჩნდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა უპირატესობა მიანიჭეს, გაიმარჯვა პროექტმა, რომელიც კომისიის წევრთა შეფასების ცხრილში თითქმის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. შპს "ზიმო"-ს ალტერნატიულმა წინადადებამ, რომელიც 16 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის ნაცვლად ცემენტობეტონის საფარის მოწყობას გულისხმობდა, გაიმარჯვა. #1 ლოტზე გამარჯვებული შპს "გზამშენი-4" იძულებული გახდა, ტენდერის მოგებაზე უარი ეთქვა, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოთხოვნის კრიტერიუმები მოულოდნელად შეცვალა და ასფალტის საფარს ცემენტო-ბეტონის გზა ამჯობინა. საავტომობილო გზების, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვის წესს ეწინააღმდეგება.
სატენდერო კომისია შპს "ზიმოს"წინადადებით "მოიხიბლა", რომელიც ცემენტობეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა კომისიამ იმ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, რომ ამ კომპანიას ამგვარი ტექნოლოგიით მშენებლობის გამოცდილება არ გააჩნდა. სატენდერო კომპანიამ გზის პირველი რიგის სამუშაოს შესყიდვისას დაადგინა, რომ კომპანიას "ნამდვილად შესწევს უნარი, შეასრულოს ასეთი მნიშვნელოვანი კონტრაქტი მეტად შემჭიდროვებულ ვადებში, რასაც მას განვლილი გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით საქმით უკვე დამტკიცებული აქვს". ერთი წლის შემდეგ კი იგივე სატენდერო კომისიამ იგივე საგზაო მონაკვეთის მეორე რიგის მშენებლობისას გამოცხადებულ ტენდერში შპს "ზიმო" არ გამოაცხადა გამარჯვებულად. რადგან თურმე შპს "ზიმოს" "საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია".
შპს "ზიმო" 1997 წელს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილებით დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები შპს "ზიარი" და შპს "სტროიმოსტი" იყვნენ. 2004 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შპს "ზიარი" შპს "ზიმოს" მიუერთდა და დამფუძნებლებად განისაზღვრნენ: შპს "სტოიმოსტი"-50%; ლევან მარშანია-10%; გიორგი ეგოიანი-10%; ილია ქავთარაძე-10%; გია უროტაძე-10%; ზურაბ კიკნაძე-10%. შპს "ზიმოს" საწესდებო კაპიტალი 4 000 ლარს შეადგენს.
სატენდერო კომისიის მიკერძოებულობის მიზეზს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანტიკორუფციულ მონაცემთა ბაზაში მივაგენით. ბაზაში განთავსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 9 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შპს-მ "ზიმო" პოლიტიკურ გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობას 200 000 ლარი შესწირა. მისმა კონტრაქტორმა შპს "კავკასუს როუდ პროჯექტმა" კი, ნაციონალებს დამატებით 100 000 ლარი გადაურიცხა. ასევე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს "ზიმო"-მ 2007 წლის 21 ნოემბერს პ/გ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დამატებით კიდევ 100 000 ლარი ჩაურიცხა.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48