ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები
ნანახია: 1594

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1 293,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიდერობს 237,1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით, შემდეგ მოდის თურქეთი -165 მლნ. აშშ დოლარი, ნიდერლანდები - 145,7 მლნ. აშშ დოლარი, ვირჯინიის კუნძულები - 144,3 მლნ. აშშ დოლარი, აშშ - 116,3 მლნ. აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 111,8 მლნ. აშშ დოლარი, შვეიცარია - 80,4 მლნ. აშშ დოლარი, ყაზახეთი - 63,6 მლნ. აშშ დოლარი, ბელიზი - 38,9 მლნ. აშშ დოლარი, გერმანია - 31,5 მლნ. აშშ დოლარი და ა.შ.
ფულადი გზავნილები
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 52,4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,8%-ით ნაკლებია. აღნიშნული კლება რუსეთიდან ფულადი გზავნილების 30,9%-ით შემცირებით არის გამოწვეული. სხვა ქვეყნებიდან ფულადი ნაკადების მოცულობა მეტ-ნაკლებად იმავე დონეზე დარჩა.
საბანკო სექტორი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი - მონეტარული აუქციონები აამოქმედა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით აღნიშნული ინსტრუმენტი აშშ დოლარის ლიკვიდურობის ამაღლებას ემსახურება და მისი გამოყენებით, ვაჭრობა კვირაში ორჯერ ჩატარდება. სავალუტო აუქციონი, ნაწილობრივ, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას ჩაანაცვლებს. კვირის დარჩენილ დღეებში ვაჭრობა ჩვეულებრივ ჩატარდება ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე. ამასთან, ახლად დანერგილი სისტემის მეშვეობით, კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ უცხოური ვალუტით პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარზე.
ინდექსები
16-20 მარტის ინდექსების ცვლილება ასეთია - G&T Index (Gel)-ის შემთხვევაში ცვლილებები მთელი კვირის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა. NASDAQ-ის შემთხვევაში მოხდა 0.28%-იანი, შემდეგ კი 0.12%-იანი ზრდა და საბოლოოდ 1,483.48 დაფიქსირდა. S&P 500-ის მაჩვენებელი კვირის დასაწყისში გაიზარდა და გახდა 793.05, ხოლო შემდეგ 784,04-მდე შემცირდა. რაც შეეხება Dow Jones ორშაბათს 7.300,04-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომ შემცირდა 0.10%-ით, შემდეგ გაიზარდა 2.48%-ით თუმცა საბოლოოდ კვლავ შემცირდა და დაფიქსირდა 7,400.80.
ეროვნული ვალუტის კურსები
გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი კვლავ განაგრძობდა გამყარებას დოლართან მიმართებაში და 1,6780-დან 1,6500-მდე გამყარდა.
რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილებას ევროსთან, კვირის დასაწყისში ცვლილებამ 0,1%-იანი შემცირება გამოიწვია და 1 ევროს ფასი 2,1673-მდე შემცირდა, მომდევნო დღეებში დაფიქსირდა ჯერ 0,02%-იანი შემდეგ კი 3,8%-იანი ზრდა და კვირის ბოლოს ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 2,2585 გახდა.
მსოფლიო ფასები
წინა კვირის მაჩვენებლების მიხედვით ნავთობის ფასი ჯერ 6%-ით შემდეგ 3,4%-ით გაიზარდა და კვირის ბოლოს 45,40 აშშ დოლარი იყო (1 ბარელი 158,987 ლიტრი). რაც შეეხება ოქროს ფასს თავდაპირველად მისი ფასი 0,9%-ით შემდეგ კი 2,9%-ით გაიზარდა, საბოლოოდ შემცირდა 1%-ით, 20 მარტს კი უკვე 1 უნცია ოქროს ფასი 957,00 აშშ დოლარი გახდა (1 უნცია 28,3 გრამი). ვერცხლის ფასი წინა კვირის დასაწყისში გაიზარდა 1,7%-ით შემდეგ 4,1%-ით, საბოლოოდ კი მოხდა მისი შემცირება 2%-ით და თუ 1 უნცია ვერცხლი ორშაბათს 13,06 აშშ დოლარი ღირდა, კვირის ბოლოს მისი ფასი 13,65 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სპილენძის ფასი კი მთელი კვირის განმავლობაში იზრდებოდა ჯერ 1,9%-ით, შემდეგ კი 5%-ით და საბოლოოდ 1 კგ. სპილენძის ფასმა 3,930 აშშ დოლარს მიაღწია.


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48