ნანახია: 700
20 მარტს, 11 საათზე “საქართველოს ბანკი” “კლუბ24”-ში, ჯორბენაძის ქ. 9, პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია “საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის სამსახურისა და საინვესტიციო ბანკის “გალტ & თაგგარტ სიქიურითის” მიერ დაგეგმილ კონფერენციას ეძღვნება კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის შესახებ. პრესკონფერენციაზე მიმოიხილავენ კაპიტალის ბაზრებს და მოხდება საბაზრო შესაძლებლობათა ანალიზი. პრესკონფერენციას “საქართველოს ბანკის” დაგროვილი ქონების მართვის ხელმძღვანელი ვასილ რევიშვილი და “გალთ & თაგგარტ სიქიურითის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ნიკ პიაზა გაუძღვებიან.
|