რა იმალება "რაკიინის" ხელში ყველაფრის გადასვლის მიღმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რა იმალება "რაკიინის" ხელში ყველაფრის გადასვლის მიღმა
ნანახია: 1012

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ოფიციალური გეგმა ძალიან მარტივია და ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ იცვლება. რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა, სააკაშვილის დროის ნებისმიერი პრემიერისა და მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის. შემოვიყვანოთ ქვეყანაში ინვესტორი და ჩვენს ნაცვლად ის ააყვავებს ქართულ ეკონომიკას, ასეთი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბენდუქიძის მიერ დამოძღვრილი ქართული ეკონომიკის მამების პოზიცია.
ინვესტიციები რომ ნებისმიერი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს ყველა მეტნაკლებად საქმეში ჩახედულმა ადამიანმა იცის. თუმცა, საქმეში უფრო გათვიცნობიერებული ანალიტიკოსები ინვესტიციების შინაარსსა და მათ მოტივაციებს გარკვეულ კლასიფიკაციას უკეთებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა არის ინვესტიციის მიზანი. ანალიტიკოსები თვისებრივად განასხვავებენ ორი სახის ინვესტიციას. ქვეყანაში შემოსულ ფულს შეიძლება ჰქონდეს წმინდა ბიზნესმოტივაციები, ამ შემთხვევაში, ინვესტორის მთავარი ინტერესი დარგის განვითარება და ბიზნესწარმატების მიღწევაა. ინვესტიციას საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი, რაც ძირითადად ქვეყანაში ჩადებული ფულის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას გულისხმობს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები.
ვარდების რევოლუციის შემდგომ ეკონომიკურ პოლიტიკაში ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბიზნესგარემო ინვესტორების ინტერესებს მოარგეს. შეიცვალა შრომის კოდექსი, დასაქმებულთა უფლებების დამცველი მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რეალურად მხოლოდ დამსაქმებელთა ინტერესს იცავს; შეიცვალა საგადასახადო კანონმდებლობა, გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური და, რაც ყველაზე მთავარია, თითქმის ინსტიტუციურად ჩამოყალიბდა ხელისუფლებისთვის მისაღები და მიუღებელი ბიზნესების ფენომენი.
ობიექტური ანალიტიკოსების საერთო შეფასებით, მიუხედავად, იმისა, რომ ეს ცვლილებები, ინვესტორების ინტერესებს ემსახურება, ამ პირობებს არც ერთი სწორად მოთამაშე ინვესტორი არ დაეთანხმება. სააკაშვილისა და მისი მთავრობების მიერ განხორციელებული რეფორმები, პირდაპირ ქმნის არასტაბილურობისა და გრძელვადიანი პროგნოზირების შეუძლებლობის განცდას.
რეფორმებისა და პოლიტიკური განწყობების ძირეულად შეცვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს მიაღწია მიზანს, აგვისტოს მოვლენებამდე და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღვივებამდე, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა გამოკვეთილი ტემპებით მატულობდა. თუმცა, სხვა საკითხია, როგორ ახერხებდა ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვას. მხოლოდ რეალური და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფაქტების მარტივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში შემოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი ჯანსაღ ბიზნესგათვლებზე აგებული არ ყოფილა. პირველ ეტაპზე მოხდა სერიოზული სტრატეგიული ობიექტების, ძირითადად, რუსულ კაპიტალზე გაყიდვა, ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მყიდველი არა რუსი ბიზნესმენები, არამედ რუსული სახელმწიფო კომპანიები იყვნენ. შემდგომ ეტაპზე, ნაკლებად სტრატეგიული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი აქტივები ყაზახურ ფულზე გაიყიდა. ბოლო პერიოდში კი საქართველოში ინვესტირების ახალი ეტაპი დაიწყო, ამ პროცესს თამამად შეიძლება ვუწოდოთ დიდი არაბობა.
საქართველოში არაბული კაპიტალის ექსპანსია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ოფშორული ზონებიდან წამოსული ფული ჯერ სამშენებლო სექტორს იპყრობდა. იმ დროს საკმაოდ მიმზიდველად ჩანდა ხელისუფლების მიერ დახატული ვირტუალური სამყარო, რომელშიც თბილისი ცათამბჯენებისა და მომავლის არქიტექტურით აგებული ქალაქი ჩანდა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ცათამბჯენი კი არა "ხრუშოვკის" ზომის შენობაც კი არ გვინახავს, აღარაფერს ვამბობ მოზიდული ინვესტიციების შედეგად, დასაქმებულ ადამიანებსა და აყვავებულ ეკონომიკაზე.
სულ სხვა თემაა, ის მნიშვნელობა, რაც არაბულმა კაპიტალმა აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიძინა. არაბული კაპიტალი მზრუნველ მამასავით დგას ქართული ეკონომიკის სადარაჯოზე და თითქმის ყველაფერში დებს ფულს, სადაც ჩადება შეიძლება. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით შედეგებს, აშკარად ჩანს, რომ არაბების გადაწყვეტილებები არც მათ ბიზნესინტერესებს ემსახურება და, მით უმეტეს, არც ქართული ეკონომიკის ფეხზე დაყენებას.
არაბებს ფული აქვთ, ბევრი ფული აქვთ, ბევრი ნავთობდოლარი. არაბები მოდიან. თუ ისინი ადრე ხმლითა და ყურანით მოდიოდნენ, დღეს ოფშორული ფულითა და გაურკვეველი და საკმაოდ საეჭვო ღირებულებებით მოდიან. ამ ღირებულებებზე ქვემოთ ვისაუბროთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ იმ აქტივებს და სფეროებს, სადაც აშკარად არის გამოხატული არაბული ინტერესები.
-"რაკ საქართველო ჰოლდინგი" ფლობს "ევროოილს", რომელიც "სახალხო ბანკის" ახალი მფლობელია.
•"რაკ საქართველო ჰოლდინგს" 49 წლიანი იჯარით გადაეცა მთაწმინდის პარკი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით თითქმის მთლიანად იყო მოდერნიზებული.
-"რაკიინს" ინტერესები აქვს ქართულ ელექტრონულ მედიაში, ცნობილია ტელეკომპანია "იმედის" არაბული კომპანიის საკუთრებაში გადასვლის შესახებ, როგორც ამბობენ, მსგავსი პერსპექტივა ელის ტელეკომპანია "მზეს".
-13 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფოთი და ბათუმი მეგაპოლისი გახდება. ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უკვე შექმნილია, თუ ინვესტორი მოინდომებს ბათუმიც უმალ მსგავს სტატუსს მიიღებს. ახლა ჯერი "რაკიინზეა", რომელმაც ამ ყველაფრის მოწყობა დაეკისრა.
-"რაკიინს" უნდა გაერემონტებინა და ულტრათანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, სასტუმრო "კემპინსკი", ყოფილი "იმელის" შემონობის ფასადს უკვე კარგად ხანია ამშვენებს ბანერი, რომელზეც გამოსახულია, როგორი იქნება "კემპინსკი". გარდა ამისა, ეს კომპანია უკვე ფლობს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასს".
-"რაკ საქართველო ჰოლდინგის" ფარულ დაინტერესებაზე უკვე საუბრობენ, რუსთავის "აზოტის" ქარხნის მიმართ; თავის დროზე ასევე კულუარებში საუბრობდნენ, კასპის ცემენტის ქარხნისა და იქ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით, "რაკიინის" დაინტერესებაზე.
-არაბი ინვესტორები ასევე დაინტერესებულები არიან ქართული სოფლის მეურნეობით და ამ სფეროში სერიოზულ კაპიტალდაბანდებასაც გეგმავენ. საუბარია, მარცვლოვანი კულტურების მოყვანაზე, თევზსაშენისა და მეფუტკრეობის მეურნეობების მოწყობაზე.
ასევე "რაკიინი" განახორციელებს სამშენებლო პროექტებს, - "აფთაუნ თბილისი", "თბილისი ჰაიათი", ახალი უბანი ტაბახმელაში და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ფეშენებელურ ვილებთან ერთად ვარძიაში.
როგორც ვხედავთ, არაბული ინვესტიციები ქართული ეკონომიკის ყველა სექტორში მიდის, ამასთან ერთად, ისიც ძალიან საყურადღებოა, რომ ამ ყველაფერს ერთი კომპანია "რაკიინი" ახორციელებს. "რაკიინი" რას ალ ხაიმის საემიროში უდიდესი დეველოპერია. ის თავის საქმიანობას პრინც შეიქ შაუდ Bin Saqr Al Qasimis, ბრძანებულებით (Ras Al Khaimah Emirate) 2006 წლის 19 აპრილს შეუდგა. მისი ხელმძღვანელი პრინცის მთავარი მრჩეველი Khater Massad - ია. რას ალ ხაიმში ეს კომპანია მნიშვნელოვან და ამბიციურ პროექტებს ახორციელებს, - ხელოვნურად შექმნილი კუნძულები, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია და 2.7 მილიონი კვადრატული მეტრზეა გადაჭიმული, "გეითვეი სითი", "ალ ჰამრა ამენითი ცენტრი", "ჯაბალ ალ ჯაის", "ბანიან თრიი კურორტი", ოფშერული ფინანსური უბანი და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სპაკურორტები.
დღევანდელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, რაც ფინანსური რესურსების დიდი დეფიციტით გამოიხატება, ნუთუ ქართულ ბიზნესგარემოზე უკეთესი ასეთმა სერიოზულმა და მდიდარმა კომპანიამ ვერსად იპოვა?! კომპანიის ქართულ ვებ-გვერდზე მითითებულია ის ქვეყნები, სადაც "რაკიინს აქვს" ინტერესები. ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს, - საქართველო, ინდოეთი, ავღანეთი, აფრიკა და დასავლეთ ევროპა. რადგან ეს ქართული ვებ-გვერდია და კომპანიის საქართველოსი საქმიანობას ასახავს, გასაგებია, ამ სიაში რატომ მოხვდა საქართველო პირველ ადგილზე. თუმცა, ძნელი მისახვედრია, რატომ არ არის ნახსენები კონკრეტულად, რომელ დასავლეთევროპულ სახელმწიფოში დებს "რაკიინი" ინვესტიციებს, იმ დროს, როცა ვრცლად წერია ინდოეთისა და ავღანეთის შესახებ.
"რაკიინი" არაბული სიტყვაა და საყრდენ ბოძს ნიშნავს. ვისთვის ან რისთვის გახდება საყრდენი ბოძი "რაკიინი" საქართველოში. რა იმედით აძლევს საქართველოს ხელისუფლება 2006 წელს შექმნილ კომპანიას ქართული ეკონომიკის და არა მარტო ეკონომიკის სადავეებს. თუ "რაკიინმა" 2006 წლის შემდეგ, უკვე მოასწრო და ააშენა ზღაპრული კუნძულები არაბეთში, რატომ ვერ ვხედავთ მის მიერ აშენებულ თუნდაც ერთ შენობას საქართველოში. გავიხსენოთ, რომ იმ აქტივებიდან, რომელიც დღეს საქართველოში მოგებაზე მუშაობს, "რაკიინმა" მუშა მდგომარეობაში ჩაიბარა. ახალი აქტივები ამ არაბულ კომპანიას ჯერ არ შეუქმნია. უფრო მეტიც. მას დღემდე ფოთში მიწის ნაკვეთისათვის გადასახდელი 85 მლნ. დოლარიც კი არ შეუტანია საქართველოს ბიუჯეტში.
ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუბრუნდე იმ ღირებულებას, რასაც "რაკიინი" გაურკვეველი წარმოშობის ფულის საშუალებით ნერგავს. დღეს "რაკიინის" ეფემერული პროექტები "საყრდენ ბოძად" მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას ევლინება. სწორედ ეს არაბული კომპანია აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს "ლაპარაკი" მომავალში გასაკეთებელ "საქმეზე", გააგრძელოს ხუთწლიანი პიარ-აქცია, რომელსაც ნათელი და დიადი მომავალი ჰქვია.
საქმეში ჩახედული ექსპერტები ეჭვობენ, რომ "რაკიინის" აქტიურობა საქართველოში უძლური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი დაინტერესებით არის გამოწვეული. ამ ეჭვის თუ ვერსიის გადამოწმება ბიზნეს-კონტრაქტების გასაიდუმლოების გამო საზოგადოებისთვის შეუძლებელია. ვინ ისაკუთრებს "რაკიინის" აბრევიატურის გამოყენებით მთელ საქართველოს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
იქნებ გაცილებით მარტივადაა საქმე და, რაც ხმლით ვერ შეძლეს მურვან ყრუმ და თბილისის ამირებმა, იმას არაბები ნავთობდოლარებით გაცილებით იოლად ახერხებენ.
რა ვიცი. ვინ იცის.

ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48