
სადაზღვევო ბაზრის ერთერთ ლიდერი „ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორს“ ყიდულობს. არაოფიციალურად ამ გარიგებას „საქართველოს ბანკს“ უკავშირებენ, რომელიც “ალდაგი ბისიაის” მფლობელია. სადაზღვევო კომპანია “პარტნიორში” ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით კი, კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა. „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში „პარტნიორთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს და განმარტავს, რომ რამდენიმე დღეში კონკრეტულ დეტალებზე შეეძლება საუბარი.
ამასთან, „ალდაგის“ ხელმძღვანელის თქმით, საუბარი „პარტნიორის“ სრულად ყიდვაზეა და არა სხვა სახის შეთანხმებაზე.