ინვესტიციების გეგმა კვლავ ვერ სრულდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინვესტიციების გეგმა კვლავ ვერ სრულდება
ნანახია: 276

EBRD და IMF: 2011 წელს ინვესტიციების მოცულობა 750-850 მილიონ დოლარს შეადგენს
ინვესტიციების გეგმა კვლავ ვერ სრულდება
ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტიციების სააგენტო: ინვესტიციები 1 მილიარდს მიაღწევს

რამდენად მოსალოდნელია 2012 წელს ინვესტიციების მოცულობის ზრდა


2008 წლიდან, როდესაც მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, დაიწყო მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ მოვლენას საქართველოზე. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის დაბალი ხარისხის გამო კრიზისი ვერ შეეხებოდა და ნეგატიური შედეგებიც, შესაბამისად, დიდი მასშტაბის ვერ იქნებოდა. უცნაურია, რა იგულისხმება კრიზისისგან თავის არიდებაში, მაგრამ ინვესტიციები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის უმთავრესი კომპონენტია ყოველწლიურად მცირდება. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა (EBRD) 2011 წლის ხელისუფლების მთავარ გამოწვევად ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სწორედ უცხოურ ინვესტიციებზე იყო დამოკიდებული.

კრიზისის დაწყების შემდეგ, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით, ინვესტიციების უმნიშვნელო ზრდა შეინიშნებოდა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მაჩვენებელი კორექტირებული იქნა და საქსტატმა ლამის ერთი წლის მერე განაცხადა, რომ ინვესტიციები თურმე გაცილებით მეტი ყოფილა და მისი მაჩვენებელი 814 მილიონ დოლარამდე გაზარდა. აღნიშნულ ფაქტამდე, ”ბ&ფ”-სთან ინტერვიუში, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ 2010 წელს ქვეყანაში 553 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი, იმავე ინტერვიუში ქ-ნი ქეთი აცხადებდა, რომ 2011 წელს ინვესტიციების მოცულობა 1 მილიარდ მიაღწევდა და ამ გეგმის მიღწევა სავსებით რეალურად მიაჩნდა. 2011 წლის საბოლოო მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ პირველი ორი კვარტლის მიხედვით შემოსული ინვესტიციების მოცულობა 377 მილიონ დოლლარს აღწევს. ალბათ, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ საქსტატის იმედადაა და ელოდება, როდის გამოაქვეყნებს სტატისტიკის სამსახური, რომ ქვეყანაში მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა. არდა, წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გაცილებით დაბალ პროგნოზს აკეთებენ.

ის, რომ ქვეყანაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა
„ინვესტიციებს პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში ველით და განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, სადაც მომავალ წელს გაცილებით მეტი ინვესტიციების შემოდინება არის მოსალოდნელი~, - განაცხადა მინისტრმა გამოცემა „ეკონომისტი" მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაცილებით დაბალ მაჩვენებელს პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წელს 850 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. უფრო დაბალია რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) პროგნოზი, ბანკის წარმომადგენლების განცხადებით ინვესტიციების ოცულობა 750 მილიონი დოლარი იქნება.

„უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელმაც ამდენი რეფორმა გაატარა, კვლავ ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის. 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია 2008 წლის მონაცემთან შედარებით”, - განაცხადა ევრობანკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჰენრი ფორესტიერმა.

ბუნებრივია, ყველა მოვლენას თავისი ახსნა აქვს და შედეგი, რომელიც სახეზეა გარკვეულმა ფაქტორებმა განაპირობა. პოლიტიკური და სოციალური გარემო, რომელიც საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოში საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიშია. 2008 წლის აგვისტოს ომს რომ თავი დავანებოთ (რომელიც ხელისუფლების პირველი პირების განცხადებით ჯერ არ დასრულებულა – ესეც ინვესტორის `მოზიდვის~ პირველი მიზეზი), 2008 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს საკმაოდ მასშტაბური აქციები ტარდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით ირბევა. დაუმთავრებელი ომის, საპროტესტო აქციების და რევოლუციის მუდმივ მოლოდინში, რომელი ინვესტორი მისცემს თავს უფლებას სახსრები საქართველოში დააბანდოს?
მართალია ამგვარი მოვლენები უცხო არაა მსოფლიოსთვის. აქციები იმართება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს არ მივეკუთვნებით. ის, რაც უმნიშვნელოა განვითარებული ქვეყნებისთვის, ჩვენნაირ ქვეყნებში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად ჩამოყალიბებული, სტაბილური ქვეყანა და, შესაბამისად, საზოგადოებაში სხვადასხვა რყევებს მოაქვს უარყოფითი მოლოდინი იმისა, რომ მოხდება ძალადობა, უსამართლობა. დღეს საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდა ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, სახელმწიფო ასეთ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეკიდოს. გასაგებია, რომ ვიღაცის დასჯაა საჭირო, მაგრამ ეკონომიკამ ეს არ იცის და ვიღაცის ემოციებს ვერ აყვება.

მიზეზები, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, განაპირობებდა ინვესტიციების შემოდინების ტენდენციას 2011 წლის ჩათვლით. ანუ 2008 წლის აგვისტოს ომი, დარბეული საპროტესტო აქციები, ფინანსური კრიზისი – ყველაფერი ეს ინვესტიციების კლების მიზეზი იყო.
რას უნდა ველოდოთ მომავალში, თუნდაც 2012 წელს?

სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მიღწევას და ეკონომიკურ სტაბილურობას გვპირდება.

პესიმიზმის საფუძვლები თითქმის იგივეა – პოლიტიკური არასტაბილურობა, კრიზისი (იმედია ომი არა).

პირველ ფაქტორს რაც შეეხება, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ ასწია, წინასწარ იმის თქმა თუ რა მოხდება ძნელია, ანუ გათვლების გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა ამ ფაქტს ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვება. ან ხელისუფლების შეცვლას ექნება ადგილი, ან, თუ ეს არ მოხდა, სავარაუდოდ, მოვლენები კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება ბიზნეს-გარემოზე. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ისედაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო დაძაბვას.

რაც შეეხება კრიზისს, ევროპა მწვავე კრიზისის პირასაა და იქ განვითარებულმა მოვლენებმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. ეს მოვლენები ევროპის ერთიანი ეკონომიკური ზონის და საერთო ვალუტის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კრიზისის დროს ინვესტორები არსებული აქტივების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და არა ახალ აქტივებში ინვესტირებაზე. ეს ფაქტი, ბუნებრივია, გავლენას იქონიებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ”ევროპას თავის თავი ჰყავს მისახედი”.

გარდა ამისა, ბიზნესის ტერორი, არაერთი განდევნილი და დაპატიმრებული უცხოელი თუ ქართველი ბიზნესმენი, საკანონმდებლო ბაზის გამუდმებული ცვლა და ა.შ. ერთობლიობაში უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, რაც ბოლო წლების ტენდენციებშიც აისახა და თუ ასე გაგრძელდა, არც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ სიტუაციის სტაბილიზაციას.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48