
საქართველოს მთავრობა ინვესტორებს თამაშის ახალ წესებს უდგენს. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ინვესტორი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ინვესტიციის 0,1%-ს გადაიხდის.
ცვლილების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობა.
ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. ნიშნავს თუ არა ეს სიახლე, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის მრავალი ფაქტი არსებობს, ამ კითხვაზე პასუხი უცნობია.