არჩევნების მოახლოება ძალუმად იგრძნობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : არჩევნების მოახლოება ძალუმად იგრძნობა
ნანახია: 252

არჩევნების მოახლოება ძალუმად იგრძნობაშემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს გადასახადების დაფარვის ახალ წესს სთავაზობს და ფიქსირებულ გადასახადს უწესებს. შესაბამისად, მათ სპეციალური ბუღალტერიის წარმოება და სალარო აპარატის მოხმარება აღარ მოუწევთ. გადასახადის ოდენობას მთავრობა რაიონების მიხედვით, ტერიტორიული პრინციპით დააწესებს. ახალი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას შევა.
როგორც ჩანს, შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი სხვა მიმართულებით აპირებს აქცენტების დასმას.
`არ მინდა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ შემოსავლების სამსახური ძირითადად, ორიენტირებულია მსხვილ მეწარმეებზე, რადგან აქამდე განხორციელებული რეფორმების ნაწილი, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს შეეხო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი~, - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე.
ებანოიძის განმარტებით, დღეს საქართველოში მცირე ბიზნესს ზედმეტი ტვირთი აწევს და აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა ამ ვითარების შესაცვლელად.
`წვრილი მეწარმეები დღეს საგადასახადო ვალდებულებებით არიან დატვირთულები, რაც მათთვის ზედმეტი ტვირთია. წარმოიდგინეთ, ინდ/მეწრმე, რომელსაც პატარა თონე აქვს, საიდანაც მის გამომცხვარ პურს ყიდის იქვე, მის გვერდით მაცხოვრებელ მობინადრეებზე. არც დისტრიბუცია აქვს, არ დადის და მაღაზიებს არ აბარებს, მაგრამ იმხელა შემოსავალი კი აქვს, რომ ოჯახი არჩინოს. ეს მეწარმე დღეს ვალდებულია, რომ აწარმოოს ბუღალტერია, უნდა დაიქირავოს ბუღალტერი, უნდა აღრიცხოს დოკუმენტაცია, უნდა ედგას სალარო აპარატი და ყოველ გაყიდულ პურზე, ქვითარი ამოარტყას. მიმაჩნია, რომ ეს ზედმეტი წნეხია, ასეთი ტიპის მეწარმეებისთვის. ამიტომ, რიგი მცირე ბიზნესებისთვის, ფიქსირებული გადასახადი შემოგვაქვს. მაგალითად, პურის საცხობის შემთხვევაში, თონეების რაოდენობის მიხედვით, თითო თონეზე დაახლოებით, 50 ლარი დაწესდება. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ სილამაზის სალონებზე, სადაც ფიქსირებულ გადასახადს სკამზე, ანუ დაქირავებული სპეციალისტების რაოდენობაზე მივაბამთ~, - განმარტავს ებანოიძე.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, ეს ინიციატივა პერიოდულად სხვა სფერობსაც შეეხება და გაიზრდება ბიზნესის იმ სახეობათა რიცხვი, რომელთაც ფიქსირებული გადასახადის გადახდის შესაძლებლობა ექნება.
ეს მექანიზმი ჩაიდება საგადასახადო კოდექსში და შემდეგ უკვე, მთავრობა დაადგენს იმ სფეროებს და კატეგორიებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება.
`მიმაჩნია, რომ ეს დაბეგვრის ბევრად უფრო მოქნილი მოდელია, რადგან ასეთ მცირე მეწარმეებს აღარ დასჭირდებათ სალარო აპარატები, თუ ბრუნვა და ხარჯი აღარ მაინტერესებს, რისთვისაც სალარო აპარატი იყო საჭირო, აღარც მისი ბუღალატერია მაინტერესებს. ერთადერთ შეზღუდვას ვუწესებ მხოლოდ, რომ მის მიერ გამოწერილ დოკუმენტს, სხვა პირი ხარჯის დოკუმენტად ვერ გამოიყენებს. აქ ერთ სერიოზულ შეღავათსაც ვაკეთებთ, თუ კომპანია ფიქსირებული გადასახადის მეთოდს აირჩევს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ წლის განმავლობაში ისე კარგად წაუვიდა საქმე, მისი ბრუნვა 100 000 ლარსაც გადასცა, მაინც არ მაინტერესებს, არავითარ შემთხვევაში არ ვაიძულებ, დღგს გადამხდელად დაფიქსირდეს. ისევ ისე გააგრძელებს ფიქსირებული გადასახადის გადახდას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ საცალო ვაჭრობას ახორციელებს. როგორც კი ისე გაიზრდება, რომ ფიზიკური პირი კი არა, უკვე იურიდიული პირები დააინტერესებს, მაშინ ბოდიში, დღგს გადამხდელად უნდა დარეგისტრირდეს, ყველა სხვა გადასახადი გადაიხადოს და ბუღალტერიაც უნდა აწარმოოს~, - აცხადებს ჯაბა ებანოიძე.


დავით ჯანაშია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48