
ეროვნული ბანკის შეფასებით, კომერციული ბანკებისადმი არსებული პრეტენზიების ნახევარი საფუძვლიანია. ივნის-სექტემბერში ბანკებში შესული 893 საჩივრიდან 454 საფუძვლიანი აღმოჩნდა. თუმცა, რომელი ბანკების მიმართ არის ყველაზე მეტი პრეტენზია ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ამოქმედებულმა ნორმებმა, რომლებიც ბანკებისგან მოქალაქეთა სავალდებულო ინფორმირებას ეხებოდა, შედეგი გამოიღო. ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსის განცხადებით, ამ ნორმების შედეგი ფინანსური სექტორის გამჭვირვალობა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება იყო. მისივე თქმით, პირველი თვეების შედეგებიდან ჩანს, რომ ეს მიზანი მიღწეულია.
შეგახსენებთ: მომხმარებელთა სავალდებულო ინფორმირების წესი 2011 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.