დაპირებული თურქული ინვესტიციები კრიზისის ფონზე საეჭვო ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დაპირებული თურქული ინვესტიციები კრიზისის ფონზე საეჭვო ხდება
ნანახია: 818

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მხოლოდ თურქეთი იხეირებს

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ცუნამივით გადაუარა ყველა განვითარებადი თუ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას. ამ მხრივ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მეზობელი თურქეთი. ბუნებრივია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - თურქეთის ეკონომიკაში არსებული ვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
მიმდინარე წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, თავად აღმოჩნდა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. უცხოური პრესა თურქეთში კრიზისის რეალურ მასშტაბებზე წერს და აღნიშნავს, რომ თურქეთიდან კაპიტალის გადინებამ გასული წლის სექტემბრის შემდეგ 9,7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტორები მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინში არიან. მრეწველობის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკვეთრად - 21,3%-ით დაეცა.
ეს ქვეყანა, მიუხედავად გლობალური ფინანსური კრიზისისა, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში პირველობას ინარჩუნებს, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2008 წელს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 122 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 43,7%-ით მეტია.
2008 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა ერთმანეთის იმპორტულ საქონელზე საბაჟო ტარიფები გააუქმეს, თუმცა ისინი შენარჩუნდა ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. დოკუმენტის მომხრეების მტკიცებით, იგი ქართველ მეწარმეებს თურქეთთან ვაჭრობაში ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ექსპერტთა ნაწილი კი შეთანხმებას ან უარყოფითად აფასებს ან მისდამი სკეპტიკურადაა განწყობილი. მათი განცხადებით, ეს დოკუმენტი საქართველოს აგრარულ სექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და გლეხებს საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას კიდევ უფრო ურთულებს; თურქეთიდან კი უხარისხო, იაფფასიანი და სუბსიდირებული პროდუქცია შემოდის. თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნისთვის მაშინ არის მომგებიანი, როცა იგი აწარმოებს კონკურენტუნარიან პროდუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სახის ხელშეკრულება მისთვის სარგებელს ვერ მოიტანს. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, - "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კარგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტას ვყიდით და ბევრს ვყიდულობთ, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, ამ შეთანხმებით თურქეთი უფრო მოგებულია."
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თურქულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა, თურქეთი ჩვენი ქვეყნის ენერეგეტიკის, ტურიზმისა თუ სხვა სფეროში დიდი ინვესტიციების წყაროა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2009 წელი იქნება. თურქული მხარის განცხადებით კი წელს საქართველოში, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. თუმცა, იგი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის ფონზე სულ უფრო საეჭვო ხდება. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი მიიჩნევს, რომ "თურქეთი ამჟამად მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის, რაც ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. ბევრი ქარხანა პერსონალს უფასო შვებულებაში უშვებს. შემცირდა წარმოება, რადგან მოთხოვნა დაეცა. ორიოდე კვირის წინ ანკარიდან სარფამდე გზა ავტომობილით გამოვიარე და გაოცებული დავრჩი: თუ ადრე იგივე მარშრუტზე მგზავრობისას მინიმუმ 300 "ტრაილერი" მხვდებოდა, ახლა 15-იც ვერ დავთვალე. სამწუხაროდ, გლობალური კრიზისი თურქი ინვესტორების განწყობაზეც აისახა და ისინი საქართველოში საინვესტიციო გეგმებს ეჭვის თვალით უყურებენ, რაც ქართული ეკონომიკისთვის არცთუ კარგ პერსპექტივას ნიშნავს."
ასე რომ, დაპირებული 1 მილიარდი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულყო, თურქეთის ეკონომიკაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, სრულად აღარ განხორციელდება, რასაც არც თავად თურქები უარყოფენ. თანაც ეკონომიკური პრობლემები ჩვენს ქვეყანასაც საკმაოდ აქვს და ამას დამატებული გაზაფხულზე საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების გააქტიურება თუ ალბათ, იქნება იმის მიზეზი, რომ ამ ეტაპზე თურქები თავს შეიკავებენ ინვესტიციების განხორციელებისაგან.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48