
საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ორგანიზაცია მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიო ბანკია.
ამ ორგანიზაციაზე მოდის მთლიანი საგარეო ვალის 34% და თანხობრივ მაჩვენებელში იგი 1 446 865 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე საფინასო ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდია. მისი წილი მთლიან საგარეო ვალში 25%-ით და 1 043 006 000 აშშ დოლარით განისაზღვრება.
მესამე ადგილი აზიის განვითარების ბანკს უკავია 355 066 000 აშშ დოლარით და მისი წილი 8,3%-ია.
რაც შეეხება კრედიტორ ქვეყნებს, საქართველოს ყველაზე დიდი ვალდებულება გერმანიის წინაშე აქვს აღებული. გერმანიის წინაშე აღებული ვალდებულება 251 448 000 აშშ დოლარია და პროცენტულად იგი მთლიან საგარეო ვალში 6%-ით განისაზღვრება.
ქვეყნებს შორის მეორე ადგილი რუსეთზე მოდის და ეს მოცულობა 112 642 000 აშშ დოლარია, წილით 2,7%; მესამე ადგილზე კი იაპონია 64 240 000 აშშ დოლარით და 1,54%-იანი წილით.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 4 162 349 000 აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,8%-ით მეტია.
2011 წლის 30 სექტემბრისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 615,291 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ქვეყანას 17 ქვეყნის წინაშე გააჩნია ვალდებულება.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 564,75 მლნ აშშ დოლარია, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი 2,978 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
зажигательная бомба2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთი 3,408 მლნ აშშ დოლარია, რაც მთლიანად გერმანიის წინაშე აღებული ვალდებულებაა.