ნანახია: 1014
სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, ახალი პროექტის შესახებ განაცხადა, "სტუდენტური ბარათის" გამოშვების შესახებ. "სტუდენტური ბარათი", "საქართველოს ბანკის" მიერ სპეციალურად სტუდნტებისთვის შემუშავებული პლასტიკური ბარათია, რომლის გამოშვებაც ხდება "საქართველოს ბანკის", თბილისის მერიის, შპს. "თბილისის მეტროს", შპს. "თბილისის ავტობუსის" და განათლების სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
"სტუდენტური ბარათი" Visa Electron-ის კლასის ერთწლიანი პლასტიკური ბარათია უკონტაქტო აპლიკაციით. ბარათი სამი განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი და მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაციის განხორციელება. ამავდორულად, "სტუდენტური ბარათი" წარმოადგენს ერთდაერთ საშულებას სტუდენტისთვის მიიღოს და ისარგებლოს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათიანი ტარიფით თბილისის მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას და გადაიხადოს ტარიფი გამარტივებული – უკონტაქტო ფორმით. ამასთან, ყოველ სამ თვეში ერთხელ, ბანკი გამოავლენს 20 გამარჯვებულ სტუდნეტს სამი ნომინაციის მიხედვით: "ყველაზე აქტიური" - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათის ყველაზე ხშირი მოხმარბისათვის; "ყველაზე ხელგაშლილი" - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე დიდი მოცულობის თანხის დახარჯვისთვის; "ყველაზე წინდახედული"~ – საბარათე ანგარიშზე განთავსებული ყველაზე დიდი დანაზოგისთვის. ნომინაციებში გამარჯვებულ სტუდენტებს ბანკი დაასაჩუქრებს 100 ლარიანი სტიპენდიით 3 თვის განმავლობაში.
"სტუდენტური ბარათის" ანგარიშზე 100 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს დაერიცხება წლიური სარგებელი– ლარში დაგროვილ თანხას წლიური 10%, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში- წლიური 7%. დამატებით, ბარათის მფლობელები უფასოდ ისარგებლებენ "საქართველოს ბანკის" დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით: ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი, ტელეფონ-ბანკი, ონლაინ-გადახდები და მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას დიჯიპასის შეძენისას.
16 მარტიდან 1 მაისამდე, "სტუდენტური ბარათის" მიღება შესაძლებელია უფასოდ, "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებში. ხსენებული პერიოდის შემდეგ ბარათის ღირებულება სამი ლარი იქნება. ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 1 ლარს შეადგენს. მხოლოდ სატრანსპორტო აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათს მომსახურების საკომისიო არ ერიცხება. სტუდენტური ბარათის მიღება, საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტირებული (ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-საიტს www.nea.ge) თბილისის უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტს შეუძლია.
"სტუდენტური ბარათის" მფლობელთათვის ასევე ჩატარდება წამახალისებელი აქციები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მნიშვნელოვან შეღავათებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მიიღებენ.
|