
საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა.
"საქსტატის" ცნობით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით დეფლაცია დაფიქირდა და იგი -0,2%-ით განისაზღვრა, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა კი 9,9% შეადგინა.
чай лида ценаაღსანიშნავია, რომ 2011 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,6%-ით განისაზღვრა.
მიმდინარე წელს საქართველოში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 14,3%, მაისში დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო თვეს იგი 10%-მდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობა წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში ვარაუდობდა. მსგავს პროგნოზს აკეთებდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენლობა. ფონდის ბოლო საპროგნოზო გათვლებით, 2011 წლის ბოლოსთვის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%-ია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ინფლაციის წლიურ პროგნოზს გადახედა და ეს მაჩვენებელი წინა, 6,35-7,69%-დან 4,3-5,5%-მდე შეამცირა.