
ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი ფეხბურთელი კახი კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის" შესყიდვას აპირებს.
чай лидаსაქართველოში ირანის საელჩოს ეკონომიკური ატაშეს მოადგილის, ალექსანდრე ჭულუხაძის ინფორმაციით, საუბარია გარიგებაზე „პროგრეს ბანკსა" და Export Development Bank of Iran-ს შორის. ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, ირანული სახელწიფო ბანკი საქართველიოში შემოსვლას რამდენიმე წელია აპირებს, რასაც სხვადასხვა დროს ხელი შეუშალა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის რუსეთთან 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა.
ჭულუხაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ირანული ბანკის ოპერირების საჭიროება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებამ განაპირობა. მისი შეფასებით, ორმხრივი პროექტები სწრაფად ხორციელდება და საბანკო პროცედურებიც უნდა დაჩქარდეს, რაც მესამე ბანკის შუამავლობით ნაკლებად ეფექტიანია. ირანული ბანკები წარმოდგენილია მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში.
დიპლომატიური მისიის თანამშრომლის ინფორმაციით, საქართველოში საქმიანობის დაწყების თაობაზე ირანულ ბანკს ქართულ მხარესთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
Export Development Bank of Iran-ი განიხილავდა საქართველოში შემოსვლის რამდენიმე ვარიანტს: ფილიალის გახსნას, ადგილობრივ ბანკთან წილობრივ თანამონაწილეობას, ან მისი 100%-ს შესყიდვას.
სს "პროგრეს ბანკი" 2008 წლიდან ოპერირებს, პირველი ოქტომბრისთვის მისი აქტივები14 115 202 ლარით (01/07/11- 14,5 მლნ ლარი) და საბაზრო წილი 0,1%-ით განისაზღვრება. ბანკის სააქციო კაპიტალი 12 994 928 ლარია (01/07/11-11 022 399 ლარი). მოგება პირველი ოქტომბრისთვის 0,116 მლნ ლარს შეადგენს.
Export Development Bank of Iran-ი 1991 წელს შეიქმნა და ბანკი ირანელ ექსპორტიორებს და იარნული წარმოების პროდუქციის და მომსახურების შეძენის მსურველებს ფინანსურ მომსახურებას უწევს.