სსფ საქართველოს ბუფერების შექმნისკენ მოუწოდებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სსფ საქართველოს ბუფერების შექმნისკენ მოუწოდებს
ნანახია: 262

სსფ საქართველოს ბუფერების შექმნისკენ მოუწოდებსსაერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოსალოდნელ რისკებთან შესახვედრად ბუფერების შექმნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია განმარტებული. ანგარიშში მითითებულია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყანაში ზრდის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია, თუმცა პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა იყვნენ ინფლაციის რისკებთან დაკავშირებით და მათი თავიდან აცილების მიზნით უნდა შექმნან ბუფერები.
бомба для сжигания жира
რეგიონალური ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდა 2011 წლისთვის 5,6%, 2012 წლისთვის 6,2% იქნება. „რეგიონის ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ეს ექსპანსია გამოწვეული იქნება ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით, რაც შეეხება ამ პროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებს, მათთვის ბენეფიტი რუსეთის ეკონომიკის აღდგენა იქნება, ვინაიდან ეს ქვეყანა მათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია," - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში 2011 წელს ზრდის მაჩვენებელი 0,2%-ს, 2012 წელს კი 7,1%-ს მიაღწევს; ყაზახეთში - 2011 წელს - 6,5%-ს, 2012 წელს - 5,6%-ს; თურქმენეთში - 2011 წელს - 9,9%-ს, 2012 წელს - 7,2%-ს; უზბეკეთში - 2011 წელს - 7,1%-ს, 2012 წელს - 7%-ს; სომხეთში - 2011 წელს - 4,6%-ს, 2012 წელს - 4,3%-ს; საქართველოში - 2011 წელს - 5,5%-ს, 2012 წელს - 5,2%-ს; ყირგიზეთში - 2011 წელს - 7%-ს, 2012 წელს - 6%-ს; რუსეთში - 2011 წელს - 4,3%-ს, 2012 წელს - 4,1%-ს; ჩინეთი - 2011 წელს - 9,5%-ს, 2012 წელს - 9%-ს.

ანგარიშში ამავდროულად აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის აღდგენის შესუსტების ფონზე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საგარეო რისკები გაიზარდა.

„კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის გლობალური ზრდის ტემპის შენელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სამომხმარებლო ფასების, ექსპორტის მაჩვენებლის, ფულადი გადარიცხვებისა და კაპიტალის შემოდინების შემცირება," - აცხადებს შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მოადგილე დევიდ ოუენი.

მისივე განმარტებით, თუ ეს საგარეო რისკები არ განხორციელდება, რეგიონში კარგ პერსპექტივას ვხედავთ.

საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის, როგორც ნავთობისა და გაზის იმპორტიორი ქვეყნებისათვის ზრდის პროგნოზი შთამბეჭდავია. ეს ზრდა აქტიურად მიმდინარეობს 2011 წლიდან, მით უმეტეს, რომ შარშან სომხეთში სოფლის მეურნეობის სექტორში მკვეთრი ვარდნა აღინიშნებოდა, ყირგიზეთში კი სამოქალაქო არეულობა იყო. გლობალურმა აღდგენამ, მათ შორის რუსეთში, დიდი როლი ითამაშა ვაჭრობისა და ფულადი გადარიცხვების გააქტიურებაში. სსფ 2012 წლისთვის ნავთობისა და გაზის იმპორტიორ ქვეყნებში ეკონომიკის 5,3%-იან ზრდას ვარაუდობს.

ანგარიშში მითითებულია, რომ კვების პროდუქტებზე მაღალი ფასების ზრდას 2010 წლის შუა პერიოდიდან ინფლაციის ზრდა მოყვა. ინფლაციის დასარეგულირებლად მთავრობებმა მთელ რეგიონში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, თუმცა ყირგიზეთსა და ტაჯიკეტში ანალოგიური ღონისძიებების გატარება კვლავ საჭიროა.

„ეკონომიკის აღდგენის პროცესში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ფისკალური კონსოლიდაცია რაც გლობალური კრიზისის დროს შემცირებული იყო. ეს მთავრობებს დაეხმარება დაიცვან ეკონომიკები მომავალი შოკისგან. ასეთი ფისკალური რეგულირება საქართველოსა და სომხეთში უკვე დაიწყო, ეს ასევე ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მოთოკვას. გაცვლითი კურსის მოქნილობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კი ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, რაც დაეხმარება საგარეო ზეგავლენის შემცირებას," - განმარტებულია ანგარიშში.

ფონდში მიაჩნიათ, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნები, როგორცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი სწრაფად იზრდება. ამ ქვეყნებში ინფლაცია 2012 წლისთვის გაიზრდება.

არსებული რისკებიდან გამომდინარე, სსფ რეკომენდაციას იძლევა მთავრობებმა გააძლიერონ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა, გააუმჯობესონ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, საბანკო სისტემაში ხელი შეუწყონ კონკურენციის ზრდას და თავი აარიდონ არასასურველ ინტერვენციას.

სსფ-ის ანგარიშში მითითებულია, რომ ინფლაციის ზეწოლის შესამცირებლად, მთავრობებმა უნდა განამტკიცონ სტაბილურობა და თავი უნდა აარიდონ არაპრიორიტეტული, ასევე ხელფასებისა და პენსიების დანახარჯების ზრდას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია. 2009 წელს აზერბაიჯანში უმუშევრობა 10%-ს აღწევდა, სომხეთში - 19%-ს, საქართველოში ოფიციალური მაჩვენებელი 17% იყო, თუმცა ალტერნატიული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 20-30% იყო. ყველა ქვეყანაში უმუშევრობა საკმაოდ მაღალია.

ანგარიშში მითითებულია, რომ რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდა მთავრობების ძირითადი პრიორიტეტია. ამისათვის საშუალოვადიანი პერიოდისთვის რეფორმები უნდა მოიცავდეს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ მომსახურებაზე თანასწორ მისაწვდომობას, გამჭირვალობას, მთავრობისა და ინსტიტუციების ხარისხის ზრდას, ასევე რეგიონული სავაჭრო ინტეგრაციას.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48