ნანახია: 382
ექსპერტ სოსო გალუმაშვილის საუბარი პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან რადიო - "კომერსანტის" ეთერშიтаблетки для похудения_ როგორც ვატყობთ გვიახლოვდება კრიზისის მეორე ტალღა. ყოველ შემთხვევაში ევროპის ბანკებში არსებული სიტუაცია, ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები,რაც მოგვდის ევროპიდან გარკვეული კრიზისის ნიშნებს შეიცავს. რა ხდება ევროპაში, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში და როგორ აისახება ეს საქართველოს რეალობაზე?უწინარეს ყოვლისა, მინდა პირდაპირ მოგახსენოთ, რომ ხმები ახალი კრიზისის თაობაზე ცოტა გადაჭაბებულია. მე, პირადად, არ ველი რაიმე კატაკლიზმების მოძალებას იმდენად, რამდენადაც ვფიქრობ, რომ მსოფლიომ გაიარა კრიზისის პიკი. ეხლა, როგორც მიწისძვრის შემდეგ ხდება ხოლმე რყევები ნაკლები სიმძლავრის მუხტების, აი, ასეთი ვითარებაა და ამას, ძირითადად, აქვს სოციალური ასპექტი, მაგრამ ეს სოციალური ასპექტიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არასწორი გზით მიჰყავთ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის პოლიტიკური სისტემების კრიზისი. ეს არის ~ლიდერშიფის” დამკვიდრებული სტერეოტიპების და პრაქტიკის კრიზისი და არც ერთ შემთხვევაში არ არის ეკონომიკური ან საფინანსო კრიზისი. _ანუ თქვენ მაინც ამტკიცებთ და ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიტიკა მართავს ეკონომიკას და არა პირიქითმოცემულ შემთხვევაში, მოდით, ნუ ვისაუბრებთ მარქსისტულ-ლენინური კატეგორიებით- რომელია მთავარი ზედნაშენი თუ ბაზისი. ჩვენ, უბრალოდ, შევხედოთ სიტუაციას მსოფლიოში. ტექნოლოგიები იმდენად არის განვითარებული მსოფლიოში, რომ ელემენტარული საკვების, საცხოვრებლისა და კომფორტის შექმნა ყველასთვის სავსებით შესაძლებელია. მაგრამ არსებობენ რეგიონები, არსებობს მიდგომები, რომლებსაც დისონანსი შეაქვს მსოფლიოს იმ წესრიგში, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. `ახალი მსოფლიო წესრიგი~ კი, რომელიც 80-90-იანი წლებიდან გვაქვს სახეზე იმდენად რთული დასამკვიდრებელი აღმოჩნდა რომ საბოლოო ჯამში მივიღეთ ანარქია და ბიძგი ხალხთა დიდი გადასახლებისთვის, რომელიც მაგონებს დაახლოებით პირველი ათასწლეულის მოვლენებს ქრისტესშობის აქეთ. რა ხდება რეგიონში? ჩანს რომ დუღილის ტემპერატურა მატულობს. თურქეთის და ისრაელის დაპირისპირება, ახლა უკვე თურქეთის და ევროკავშირის დაპირისპირება. ამ პროცესებსაც პოლიტიკური საფანელი აქვს თუ გარკვეული ეკონომიკური ინტერესების შეჯახება მოხდა? გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების საფანელი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ხდება კონკრეტულად იმ რეგიონში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება და რომლის ცენტრსაც ჩვენ წარმოვადგენთ, კარგად უნდა გვახსოვდეს რომ მსოფლიო არის განვითარების იმ სტადიაზე, როდესაც მიმდინარეობს ცივილიზაციათა ომი. როდესაც ყოველი მეექვსე მსოფლიოს მოქალაქე ჩინელია, ყოველი მეხუთე მსოფლიოს მოქალაქე ინდოელი და ყოველი მეათე პაკისტანელი და ინდოელი და ჩინელი მოითხოვს თავის ადგილს მზის ქვეშ. ამ დროს, ჩვენ იმ პატარა და წარმტაცი ქვეყნის შვილები ვართ, სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა, ყოველი მესამე შრომისუნარიანი მოქალაქე სამუშაოს საძებნელად არის ახლომახლო ქვეყნებში გადაკარგული, საქართველო კი 80-იანი წლების საქართველოს რაჭას დაემსგავსა. აქ მხოლოდ მოხუცები და პესიონერები დარჩნენ შეღებილი ფასადების მიღმა. აი, ამ სიტუაციის პრიზმაში, ჩვენი ქართული სიმაღლიდან, ჩვენ უნდა გადავხედოთ რეგიონს. ჩვენ საოცრად თავმდაბალი ხალხი ვართ. ჩვენ ყველას ვეუბნებით ჩამოდით თბილისში. მაშინ, როდესაც ღირსეული ებრაელი ერი ამბობს ამოდით ისრაელში. გაუმარჯოს ღმერთმა ისრაელს და მის ხალხს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ოსირისის საუფლოდან, ჩვენი გეოწიაღიდან ანუ მიწიდან უნდა ვიგრძნოთ თუ რა ხდება რეგიონში და რეგიონში ხდება ძალიან საინტერესო მოვლენები. გამოიღვიძა ცივილიზაციათა მიჩქმალულმა და იმპერიათა წიაღში მიმალულმა ინტერესებმა. ამბიონზე გამოდის `დიდი თურანი~, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული დემოგრაფიული მდებარება და გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელიც მოიცავს თურქეთს, ჩრდილოეთ ირანს, შუა აზიას, ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ კავკასიას, აზერბაიჯანს. სარბიელზე დიდი ხანია არის სიონის ქვეყანა, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად აქვს პრეტენზია, რომ იყოს მსოფლიო გონის არსებითი და შემადგენელი ნაწილი. სლავური სამყარო ცოცხალია და ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტოლოგი ამაოდ ელის მის დანგრევას და დაქცევას, იმიტომ რომ მას აქვს 100-200 წლის სიცოცხლისუნარიანი სივრცე. ამ გარემოში, ჩვენი გაერთიანებული ევროპა ჯერ კიდევ არ ვიცით რას უქადის მსოფლიოს. ეს არის მოდელი მომავლის- ეკონომიკური და პოლიტიკური, თუ ეს არის დასასრულის დასაწყისი. და ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვითარება-კავკასიის სუბრეგიონი, სადაც ცხოვრობს სამი ძირძველი ერი. დემოგრაფიული აქტივოჰბის ფაზაში მყოფი აზერბაიჯანელი ხალხი, თავისი მრავალმილიონიანი მოკავშირე ეთნოსით ჩრდილოეთ ირანში. აქ ცხოვროს უძლიერესი, მსოფლიო ლობის მხარდაჭერილი სომეხი ერი და აქ ცხოვრობს ქართველი ერი, რომელსაც ცდილობენ თავს მოახვიონ განცდა, რომ იგი მრავალეროვანი ქვეყნის ერთ-ერთი ერია და ამით მოხსნან რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ეს, მე ვფიქრობ, რომ არის არასწორი და აი ეს არის იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მცდარი აზროვნების შედეგი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიმკით და კიდევ ბევრი წელი მოვიმკით – როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სააკაშვილი და მისი გუნდი გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას, თუ მესიად მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო შემოკრებილნი.... ერთი ძალიან საინტერესო კითხვა გამიჩნდა თქვენი ანალიზის შედეგად. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ძალიან დიდი, მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე და გზაჯვარედინზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური მოდელებით, გარკვეული ეკონომიკური აღმასვლით დააღწიოს თავი სირთულეებს, ან თავისი ინტერესები შეუსაბამოდ გააცხადოს, ამ ძალიან დიდ რეგიონალურ მოთამაშეებთან?
მე მინდა ვთქვა, რომ ათათურქების დრო წავიდა. აღმეშენებლების დროც წავიდა. ახლა ხალხების დრო მოდის, საზოგადოებების დრო მოდის. ეს საზოგადოება უნდა იყოს არა რომელიმე თურქი ერის ლიდერის - ღირსეული ათათურქის შთამომავალი, არამედ თურქული საზოგადოება, რომელშიც ღირსეულად შეერწყმება ერთმანეთს თურქი ეთნოსი, ქურთი ეთნოსი და იქ მცხოვრები ლაზები, ქართველები, თავიანთი იდენტობის შენარჩუნებით. აქ უნდა მოვიდეს სხვა, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანული საზოგადოება, რომელიც არ იქნება მხოლოდ თავისი გაზის და ნავთობის მასშტაბების იმედად და ამის ხარჯზე არ გადაფარავს მეზობლის სასიცოცხლო სივრცეს. ვთქვათ, ჯერ ყულევში დამკვიდრდება, მერე სუფსაში და ა.შ... რატომ არ უნდა დამკვიდრდეს ყულევში და სუფსაში? ყულევი და სუფსა არ უნდა გახდეს აზერბაიჯანული პორტები. რახან უსაზღვრებო მსოფლიო გარდუვალია და გლობალიზაცია შეუქცევადი, ეს არ ნიშნავს `ბაბილონის გოდოლის~ მშენებლობას და ხალხების და ენების აღრევას. ეს ნიშნავს იდენტობის შენარჩუნებით წინააღმდეგობების მოხსნას ხალხებისა და ციივილიზაციების გადადინების პროცესში და ერთიანი მშვიდობიანი, განვითარებადი, საინტერესო მსოფლიოს შექმნას. ამიტომ, მე რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა, მოვუწოდებდი მათ, რომ ეს ფსევდო გლობალიზმი, ფსევდო პატრიოტიზმი უნდა იქნას უკუგდებული და კონკრეტული ქვეყნების, ერების, ხალხების თანამეგობრობა უნდა გახდეს ევროკავშირიც და უნდა გახდეს კავკასიის რეგიონიც. სხვათაშორის, ერთადერთი საკითხი, სადაც ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის თვალსაზრისი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, ეს არის ერთანი კავკასიის იდეა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა ახალ პოლიტიკურ რეალიაში. ძალიან საინტერესო საკითხს მივადექით. ჩვენი აზრები უნდა გაითვალისწინოს მსოფლიმ, გაეროს ტრიბუნიდან იქნება ნათქვამი ეს, თუ რადიო `კომერსანტის~ ტრიბუნიდან. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ თურქეთის, რუსეთის ინტერესები. ამ შემთხვევაში, დღევანდელ სიტუაციაში თურქეთთან ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ხილული დაძაბულობა არა გვაქვს. და რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ მოგვიწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპაც, რომ რუსეთთან დავათბოთ ურთიერთიბები, რუსეთთან ურთიერთობები დავიწყოთ. მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობები, თუ ჩვენ უნდა დაველოდოთ მის მოდერნიზაციას, დაშლას და ა.შ. არის თუ არა რუსეთთან ურთიერთობა შესაძლებელი და როგორ უნდა მივიდეთ, ან როგორ უნდა მოვიდეს ის. რა გვაქვს შესათავაზებელი ჩვენ და რა უნდა გამოგვიწოდონ იმათ შემოთავაზების სახით? ყველა საკითხზე სიამოვნებით ვისაუბრებ და ვისაუბრე რაც შემომთავაზე. ერთადერთი საკითხი, რომელზედაც არ მსიამოვნებს საუბარი ეს საკითხია. მაგრამ რადგან მკითხე გიპასუხებ, რადგან არ ვარ შეჩვეული შეკითხვებზე თავის არიდებას, ის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც საქართველოში არის დამკვიდრებული, როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ისე ექსპერტთა გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში, რომ რუსეთი არის ურჩხული, რომელიც აპირებს ჩვენს გადაყლაპვას და იძიებს სურს იმაზე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მის დაშლაში და ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმასა, რომ დაველოდოთ როდის დაიშლება ეს მონსტრი. ანდა, ვთქვათ, ჩვენ ამაში უნდა დაგვეხმაროს ამერიკა და ევროპა, თუ არა, სხვანაირად ჩვენ განწირულები ვართ. ჩვენ ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. ასეთი სულელური ლოგიკა არასოდეს არ იქნება ჩემთვის საინტერესო. რუსეთი არის მოცემული რეალობა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ისევე, როგორც უკრაინა, ბელარუსი, ისევე როგორც აზერბაიჯანი და მე მინდა ვთქვა უმარტივესი რამ. ამათგან უმრავლესობა, სხვათაშორის არასოდეს ერი არ ყოფილა და სახელმწიფო არ ქონია მანამ, ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაიშალა და საბჭოთა კავშირში ტეროტორიული წარმონაქმნებიდა ფორმალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ შეიძინეს მათ. ზოგმა ავტონომია, ზოგმა ოქრო. ეს რეალობაა, როგორც უკრაინა. აქ არის ჩვეულებრივი პროცესი საწარმოებელი, სამეზობლო პოლიტიკა. არ შეიძლება შენ მდიდარ და ძლიერ მეზობელს ყოველ მეორე Dდღეს აფურთხო, იმიტომ რომ ისიც აქლემივით მოიქცევა და შემოგაფურთხებს და ფურთხებაში გაჯობებს, ბოლოს და ბოლოს. რუსებმა ღიად გვითხრეს, თქვენ იმისთვის რომ ჩვენ დაშლაში შეიტანეთ დიდი წვლილი და ჩვენ მართლაც შევიტანეთ დიდი წვლილი, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენ სხვანაირად თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდით. ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ასე მოვქცეულიყავით და გვითხრეს, ჩვენ თქვენ დაგსჯით. და ჩვენ რა გავაკეთეთ, ნაცვლად იმისა რომ ნაცარქექიული პოლიტიკით გვესარგებლა, ქართული პოლიტიკით, დევის წინააღმდეგ-გაგვეცურებინა, მოგვეტყუებინა , დაგვემორჩილებინა, ჩვენ, უბრალოდ, ავდექით და დავუწყეთ ომი, რის შედეგადაც მივიღეთ ოცი პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიების, თავი შევაფარეთ დასავლეთს, რომელსაც ოკუპირებული არა აქვს ეს დანარჩენი ნაწილი, მაგრამ სამაგიეროდ ეს არის სივრცე სადაც სამართლინი არჩევნები არ ტარდება, სადაც არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკა, სადაც არ არის კეთილდღეობა, სადაც არის სიღატაკე და სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე მიდის ქვეყნიდან სამუშაოს საძებრად. ჩვენ ვსაუბრობდით რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ახლა საქართველოზე ვისაუბროთ. მე მინდა გავიხსენო 2008 წელი, როდესაც ჩვენთან იყო არა მარტო ფინანსური კრიზისი, არამედ ძალიან დიდი, ცუდი ამბავი საქრთველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სწორედ იმის გამო, რომ ბანკებმა არ გაითვალისწინეს ფორს-მაჟორი მოქალაქეების მხრიდან წარმოქმნილი და ძალინ ბევრი ჩვენი მოქალაქე დღეს ბანკების `შავ სიაშია~ მოხვედრილი. არა და, გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი. Eეს მოხდა უნგრეთში, როდესაც მყარ ვალუტაში გაცემული სესხები დააბრუნეს თავიაანთ ვალუტაში, ისე რომ, გაუფასურება 15-20 პროცენტი მთლიანად აანაზღაურეს ბანკებმა. გვაქვსQ ორ ძალიან საინტერესო მოვლენასთან საქმე-ერთი საქართველოს მოვლენა, როდესაც სამასი თუ ოთხასი ათასი ადამიანი შავ სიაშია და მეორე უნგრეთის მაგალითი. რა მოხდა, რატომ მოხდა ეს ჩვენს ქვეყანაში? ბანკი ბანკი არ არის?ერთხელ ლადო გურგენიძემ გააკეთა საჰრეკლამო ბუკლეტი, რომელზეც გამოსახული იყო რამოდენიმე ბანკირი, ბანკების სახელები და მათ ხელში ეჭირათ რაღაც ნივთები და ამ ნივთებს ეწერათ `ბანკა~. ჩვენი ბანკები, ხშირად არიან არა ფინანსური ინსტიტუტები, არამედ ქილები, ანუ ბანკები, მეტი არაფერი. აი ეს არის ამ პრობლემის სათავე. მე გეკითხებით თქვენ, რამდენი ბანკია დღეს საქართველოში?... მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში სულ არის ერთი ბანკი. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი აკონტროლებს საფინანსო ნაკადებს და არის ამ საფინანსო ნაკადების გამგებელი. ბანკებს შორის არ არის კონკურენცია და ბანკები წარმოადგენენ არა ფინანსურ ინსტიტუტებს, არამედ სალაროებს ცალკეული ჯგუფებისთვის. ხოლო ზოგჯერ, განსაკუთრებით, პატარა ბანკები, არიან `ჯიბის ბანკები~ და ზოგიერთი რის ვაი ვაგლახით, ძირითადად ნაპარავ ფულს ხარჯავს თავისი ჯიბიდან. ჩვენი ბანკები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ელემენტარულად არ წარმოადგენენ საფინანსო ინსტიტუტებს. ისინი არიან ფულის შენახვის, ფულის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის, ან, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფულის გათეთრების მექანიზმები და არასერიოზული ინსტიტუტები. Mმე იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ გულახდილად ნათქვამი არ გამოიწვევს გარკვეულ კრიტიკას და გაღიზიანებას ბანკების მხრიდან რადიო `კომერსანტის~ მესვეურების მიმართ. აქედან გამომდინარე საფინანსო სისტემა საქართველოში სერიოზულ რეორგანიზაციას საჭიროებს. განსაკუთრებით, ბანკებს რომ თავი დავანებოთ და ჩავხედოთ ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელსაც პროგრამული ბიუჯეტი ჰქვია ცინიკურად. სხვას ამას ვერც ერთი ფინანსისტი ვერ დაარქმევს. სადაც იმ დროს, როდესაც ღელავს საბერძნეთი, ღელავს პორტუგალი, ღელავს ესპანეთი და ქამრების შემოჭერაზეა ლაპარაკი, ამ დროს შრომის ანაზღაურება საბიუჯეტო სექტორში ასი ათას კაცზე მილიარდ ოთხმოცი მილიონით რომ იყო განსაზღვრული 2011 წელს, 2012 წლის ბიუჯეტში მილიარდ ასოცდაათი მილიონით არის განსაზღვრული - ალბათ ბიუჯეტიც იზრდება და საინტერესოა რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და გადასახადებიდან ამოღებული სახსრების გათვალისწინებული ოდენობა ხუთი მილიარდ ექვსასორმოცდაათი მილიონიდან ექვსი მილიარდ ორასოცდახუთ მილიონამდე? ჩვენთან ეკონომიკური ზრდა და ბიზნესის განვითარებაა ნავარაუდევი, თუ ისევ უნდა `გავტისკოთ~ ბიზნესი და ჩავახშოთ საბოლოო დონემდე, ის რაც გვაქვს შემორჩენილი. Aასე რომ, ერთ-ერთი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება მომავალში არის საბანკო სისტემის არამდგრადობა და ის, რომ ჩვენი ყველა ბანკი, ჩემს მიერ ბანკად, ქილად წოდებული, ლადო გურგენიძეს დავესესხები მოცემულ შემთხვევაში, მათი მეპატრონეების თაობაზე, პაქტიკულად ჩვენ არცერთი წამყვანი, სისტემაშემქმნელი ბანკი არა გვყავს...ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან მათი შემქმნელები და რომელი ოფშორული ზონიდან. მოდი ამ საფრთხეებზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ ძირითადად საფინანსო სექტორიდან გვემუქრება საფრთხე არის გარკვეული ცვლილებები პოლიტიკურ ლანდშაფტშიც. რამოდენიმე ხნის წინ ძალინ საინტერესო ფაქტი მოხდა, მილიარდელმა, ქართველმა მეცენატმა, ქველმოქმემა, ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. ბოლო ინტერვიუში ძალინ საინტერესო სამკუთხედი შემოხაზა მან თავისი ურთიერთობების. ეს არის, პირველ რიგში, რასაკვირველია, საქართველო, როგორც ღერძი ამ სამკუთხედის, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და დასავლეთთან ერთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? რატომ გადაწყვიტა მილიარდერმა დღეს ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე შემოსვლა და არ შემოვიდა, ვთქვათ, ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე?
პირველ რიგში, მინდა ვთქვა,რომ შიში ინვესტორების დაფრთხობაზე არის უკიდურესად სასაცილო, ამ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინვესტორები არც დღემდე გამორბოდნენ საქართველოსკენ და ვერავის ვერ დააფრთხობს ბატონი ბიძინა, იმიტომ რომ ინვესტიციები ფაქტობრივად აღარ შემოდის საქართველოში, განსაკუთრებით კერძო ინვესტიციებზეა საუბარი, ეს ერთი. მეორე, მოდის ბატონი ბიძინა პოლიტიკაში თუ არ მოდის? თუ მოდის, კეთილი იყოს ბატონო ბიძინა თქვენი მობრძანება ქართულ პოლიტიკაში. რაც უფრო მეტი საინტერესო პიროვნება შემოვა, იქნებ კონკურენტუნარიანი, პოლიტიკური საარჩევნო გარემო მივიღოთ და ერთხელაც საქართველოში ჩატარდეს არჩევნები, როგორც ახლახანს პოლონეთში, სადაც არცერთი ოპოზიციის წარმომედგენელი არ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი დიდებულია, ბატონებო. ასე რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თუ ეს მოხდა, თუ ის გულწრფელად მოდის სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, შეცვლის თუ არა იგი სააკაშვილს ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტი უნდა იყოს. საქართველო რომ იყოს გონიერი ადამიანების ქვეყანა, საქართველო რომ იყოს კეთილშობილი ადამიანების ქვეყანა, საქართველო, თუნდაც, რომ იყოს შერეკილების ქვეყანა და ეს არ იყოს გიჟების ქვეყანა, რა თქმა უნდა, შეიძლება თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. ისინი ხომ ისედაც დაახლოებით შვიდი წელია თანამშრომლობდნენ. ჩვენ იქნებ ვინმეს გონია, რომ მარსიდან ჩამოფრენილები ვართ, ან უცხოპლანეტელები ვართ და არ ვიცით რომელი ობიექტები აშენდა ბიძინა ივანიშვილის ფულით, ჯგუფ `ქართუს~ დაფინანსებით. უნდა ითანამშრომლონ, მარგამ როდესაც ლაპარაკი არის ძალაუფლების განაწილებაზე, ბუნებრივია, აქ კომპრომისი გამორიცხულია და იქნება სერიოზული დაპირისპირება, იქნება ბრძოლა წესების გარეშე, რადგან ორივე მხარე არის უკომპრომისო და მესამე მხარის არსებობას არცერთი არ დაუშვებს. ორივე მხარეს სულ სხვანაირი საქართველო წარმომიდგენია. სააკაშვილის საქართველოს ამ ქვეყნის მოქალაქეთა შორის ბევრი ოპონენტი ჰყავს, სააკაშვილის ხელისუფლების ფავორიტების და მის მიერ დაპურებულების გარდა, ყველა ბიძინა ივანიშვილის იმედადაა. ვნახოთ, საინტერესო პაექრობა გველის. მოამზადა გვანცა ჯანჯალაშვილმა
|