პარლამენტარი, თაღლითი, ბიზნესმენი თუ მევახშე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : პარლამენტარი, თაღლითი, ბიზნესმენი თუ მევახშე
ნანახია: 600

პარლამენტარი, თაღლითი, ბიზნესმენი თუ მევახშე გიორგი გოგუაძის ბიზნეს-ინტერესები
lusero
პარლამენტარი
`კანონდამრღვევი კანონმდებელი~, `ბანკები და ფინანსების~ ამ რუბრიკაში იმ ადამიანების შესახებ მოვუყვებით მკითხველს, რომელთა შესახებაც, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ მათ სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ.
საქართველოს მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის წევრებს და უხდის მათ ხელფასს იმისთვის, რომ ისინი დაკავდნენ კანონშემოქმედებითი საქმიანობით და გადახდილი ხელფასის ადეკვატურად მოემსახურონ ქვეყნის ინტერესებს. თავის მხრივ, პარლამენტარობის კანდიდატებს გააზრებული აქვთ, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, მათ შეეზღუდებათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და ის შემოსავალი უნდა იკმარონ, რასაც პარლამენტის წევრის ხელფასის სახით მიიღებენ.
უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეთა ქცევის ამ პრინციპებზე ცივილიზებული საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა. თუმცა, ამ კუთხით ქართულ ცნობიერებაში სერიოზული ხარვეზებია. ადამიანები, პარლამენტში საქმიანობას უყურებენ, როგორც საკუთარი პირადი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებას, ხშირად პარლამენტარის სტატუსი უკვე არსებული ბიზნესების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით გამოიყენება. ასეთი მაგალითები საქართველოს დღევანდელ პარლამენტში მრავლადაა.
ისნის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი გოგუაძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ბანკირს, სწორედ მისი მმართველობისას გახდა `სახალხო ბანკი~, ასე ვთქვათ, სახალხო. სხვა საკითხია, როგორ და რა რესურსებით შექმნა და განავითარა ეს ბანკი ბატონმა გოგუაძემ, როგორ მოიპოვა კონტროლი და წვდომა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მამუკა ჯინჭარაძის და მისი ოჯახის ფინანსურ რესურსებზე და როგორ გამოიყენა ეს უფლებები, როგორ მოახერხა სახელმწიფოსგან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტის მიღება, პენსიების ექსკლუზიურად დარიგებასთან დაკავშირებით. არც იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უცნაურ ვითარებაში მოხდა `სახალხო ბანკის~ სახელისუფლებო ჯგუფებზე გადაბარება-გაყიდვა და შემდგომ 360 მილიონ ლარიანი აქტივების მქონე ფინანსური ინსტიტუტის 14 მილიონ ლარად გაყიდვა. ამ ყველაფერზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ამ წერილში გოგუაძის, როგორც პარლამენტარის, ბიზნესსაქმიანობის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ბიზნესსაქმიანობის სრული სპექტრის წარმოდგენა შეგვიძლია, ამჯერად მხოლოდ გიორგი გოგუაძის იმ ინტერესებზე ვისაუბროთ, რაც მას საფინანსო სექტორში აქვს.

თაღლითი თუ ბიზნესმენი
`ბანკები და ფინანსების~ ინფორმაციით, პარლამენტარ გიორგი გოგუაძეს ინტერესი `ინვესტბანკში~ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `მიკროინვესტში~ აქვს. ოფიციალურად, პირადად მის მფლობელობაშია შპს `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ი, 100%-იანი წილით. სწორედ ამ კომპანიის საშუალებით მართავს გიორგი გოგუაძე როგორც ბანკს, ასევე მიკროსაფინანსო იორგანიზაციას.
რამდენიმე წლის წინ `ინვესტბანკის~ ერთ-ერთი მფლობელი `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-იც გახლდათ, თუმცა, პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ გოგუაძემ თავისი კომპანიის წილი `ინვესტბანკში~ სხვა დამფუძნებელზე გადააფორმა. დღეისთვის `ინვესტბანკის~ ოფიციალური მფლობელები, KSN Foundation-ი და Trendfor Holding–ია. საზოგადოებამ ამ კომპანიების შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იცის, ინფორმაცია `ინვესტბანკის~ ოფიციალური მფლობელების შესახებ ვერც ინტერნეტსივრცეში მოვიპოვეთ. ერთადერთი, რაც გავარკვიეთ, ისაა, რომ KSN Foundation-ი ლიხტენშტეინშია დარეგისტრირებული, ხოლო Trendfor Holding–ი დიდ ბრიტანეთში, სავარაუდოდ, ოფშორულ ზონაში. საქართველოში არსებული ბიზნესის მფლობელობის გასაბუნდოვნებლად, გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებზე ამ ბიზნესის გაფორმება, ჩვენებურ ბიზნესსივრცეში საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩანს, რეალურად, `ინვესტბანკს~ პარლამენტარი გიორგი გოგუაძე ფლობს და მართავს. არსებობს ინფორმაცია, რომ გიორგი გოგუაძე `ინვესტბანკის~ მართვაში პირადად აქტიურად მონაწილეობს და წვრილმანი საკითხებიც კი მასთან შეთანხმებით წყდება. მას ხშირად ხედავენ ბანკის სათაო ოფისში, შეხვედრებზე, თათბირებზე და ასე შემდეგ.. ამ ინფორმაციას, თავად `ინვესტბანკის~ თანამშრომლებიც ადასტურებენ, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, მათთან საუბარი მხოლოდ პრივატულ გარემოშია შესაძლებელი და ოფიციალურად, ბუნებრივია, ამ საკითხზე საუბრის უფლებას თავს არავინ აძლევს.
თუმცა, ფაქტები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვანთ, სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური მონაცემების საფუძველზე შევაგროვეთ. საუბარია იმაზე, რომ `ინვესტბანკი~ საკმაოდ დიდი მოცულობის კრედიტებს გასცემს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `მიკროინვესტზე~, როჰმელიც დღეისთვის გიორგი გოგუაძის შვილის ვახტანგ გოგუაძის სახელზეა გაფორმებული. თავად ვახტანგ გოგუაძე არასრულწლოვანია, ვინ არის მისი მეურვე, ოფიციალურად, ცნობილი არ არის. თუმცა, ისიც ცხადია, რომ არასრულწლოვანის მეურვე, ხშირ შემთხვევაში, მისი მშობელია. კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მიმდინარე წლის აგვისტომდე, ოფიციალურად ფლობდა გიორგი გოგუაძის `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ი, სწორედ აგვისტოში გადააფორმა გოგუაძემ `მიკროინვესტის~ წილი თავისი არასრულწლოვანი შვილის სახელზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, `მიკროინვესტის~ ძირითადი და ერთადერთი კრედიტორი `ინვესტბანკია~, კრედიტის უზრუნველყოფად ძირითად შემთხვევაში `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ის ქონება, ანუ საწესდებო კაპიტალია ჩადებული.
ოფიციალურად გიორგი გოგუაძის სახელი მხოლოდ `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ის მფლობელებში ჩანს. იურიდიულად თითქოს ყველაფერი სწორადაა, პარლამენტარს აქვს ბიზნესის ფლობის უფლება. მაგრამ პარლამენტარს არ აქვს ამ ბიზნესის მართვაში მონაწილეობის უფლება. თუმცა, კანონმდებლობაში იმდენად ბუნდოვანია ტერმინ სამეწარმეო საქმიანობის განმარტება, რომ თუ ადამიანი ოფიციალურად არ არის დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, მას სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას ვერ დაუმტკიცებ. ასე ხდება საქართველოში და საქმე ეხება `ნაციონალური მოძრაობის~ წევრ პარლამენტარს. რეალურად კი, ამ სამი აქტივის ძალიან ახლო თანამშრომლობიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ სამივე აქტივს გიორგი გოგუაძე აკონტროლებს და კოორდინირებულ საქმიანობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.
ზოგადად, ამგვარ დარღვევებსა თუ გადაცდომებს საჯარო სამსახურის ბიურო უნდა აკონტროლებდეს, შესაბამისი რეაგირებაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. თუმცა, კარგად ვიცით, რომ ეს ის საქართველოა, სადაც `ნაციონალური მოძრაობაა~ ხელისუფლებაში, ხოლო გიორგი გოგუაძე მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ერთი სიტყვით, რეალობა ასეთია, ახლა ჯერი საჯარო სამსახურის ბიუროზეა, დააყენებს თუ არა იგი შუამდგომლობას გიორგი გოგუაძისთვის პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევის საკითხს.
თუ ზემოთმოყვანილ ფაქტებში, ოფიციალურად კანონდარღვევის დამტკიცება რთულია და პარლამენტარ გიორგი გოგუაძის პასუხისმგებლობის დაყენება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციის გადასაწყვეტია. არის კიდევ ერთი ფაქტი, სადაც კანონდარღვევა აშკარაა და ამ კითხვას ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოფიციალურად უნდა გასცეს პასუხი.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა მიერ შევსებული დეკლარაციებია წარმოდგენილი. 2011 წლის 5 ივლისს შევსებულ დეკლარაციაში, გიორგი გოგუაძეს მითითებული არ აქვს, რომ ის ფლობს შპს `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ის 100%-იან წილს. არადა, სამეწარმეო რეესტრის 2011 წლის 12 ივლისის ამონაწერით, გიორგი გოგუაძე `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~-ის 100%-იანი წილის მფლობელია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. `ინვესტბანკის~ ერთადერთი სერვის ცენტრი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `მიკროინვესტი~ თბილისში, ერთ მისამართზე, ერთ შენობაში, კოსტავას 76 შია განთავსებული და სალარო მეურნეობაც `საზიარო~ აქვთ.
საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, დაინტერესდეს ამ წერილში წამოწეული ფაქტების სიზუსტით და გაერკვეს, რამდენად გულისხმობს ეს სიტუაცია კანონდარღვევას. თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე გიორგი გოგუაძეს ვერავინ შეეხება, არჩილ გეგენავას დასუსტების პარალელურად. ბოლო დროს საზოგადოებაში მისი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებაზეც დაიწყო საუბარი, რაც სხვა სახელისუფლებო ბიზნესების ჩაბარებაში გამოიხატა. თუმცა, მთავარი არაა, რას გადაწყვეტს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც სახელისუფლებო წნეხის ქვეშაა, მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე.

მევახშე
კიდევ ერთი საკითხია საინტერესო - რა განაპირობებს ამ ორი სტრუქტურის ცალ-ცალკე ფუნქციონირებას, როდესაც `ინვესტბანკს~ თავისუფლად შეეძლო იმ ფუნქციების შესრულება, რასაც `მიკროინვესტი~ ასრულებს?
საქმე ისაა, რომ ბანკები, რომლებიც არ გამოირჩევიან აქტიური საკრედიტო პოლიტიკით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით გასცემენ კრედიტებს. ეს ხდება იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მათ არ უღირთ საბანკო სისტემის წესებით თამაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს და არეგულირებს. ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ ეროვნული ბანკის რეგულირება არ მოქმედებს. ისინიც თამამად ატარებენ აღვირახსნილ საკრედიტო პოლიტიკას.
რეალობა კი ასეთია: გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან და შემცირებული ბიზნესაქტივობებიდან გამომდინარე, რასაც არცთუ იშვიათად თან ერთვის პოლიტიკური ნიშნით ბიზნესის შევიწროვების ფაქტებიც, ხშირად, სუბიექტები, რომლებიც რეალურად ვეღარ ახერხებენ ბანკების მიმართ არსებული დავალიანებების მომსახურებას, ამ ვალდებულებების გადასაფარად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან იღებენ ახალ სესხებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი კი მხოლოდ მსესხებლის მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფის ობიექტის სალიკვიდაციო ფასით ინტერესდება და მსესხებლის შემოსავლებისა თუ მისი ბიზნესების ანალიზით თავს არ იწუხებს. სესხი მტკიცდება და გაიცემა სწრაფად, ფაქტობრივად იმ დროში, რაც იურიდიულ პროცედურას, ანუ ქონების დაგირავებას დასჭირდება. ცხადია, ეს სესხები გაცილებით ძვირი და კაბალურია (როგორც წესი, მიკროსაფინანსო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 36%-იდან იწყება და 60%-მდეც აღწევს), ვიდრე ის კრედიტები, რომლებიც მეწარმე სუბიექტებმა თუ ფიზიკურმა პირებმა თავის დროზე ბანკებში აიღეს. ცხადია ისიც, რომ მსგავსი კრედიტების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, განწირულია `გაპრობლემურობისთვის~. რეალურად, მიკროსაფინანსო სექტორი ეკონომიკის დაფინანსების ნაცვლად, ძარცვავს ეკონომიკურ სუბიექტებს. გარდა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა, წარმოუდგენლად მაღალია ჯარიმები ვადაგადაცილებაზე. ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჯარიმაზე პროცენტსაც არიცხავენ, ზოგიერთი მათგანი ჯარიმის ჯარიმასაც (ანუ, ე.წ. პროცენტის პროცენტსაც) კი არიცხავს მსესხებელს. ასეთ პრაქტიკას საქართველოში ხალხი მევახშეობას ეძახის და ეს საქმიანობა არც ერთ დროში არ ითვლებოდა საამაყოდ და თავმოსაწონად, მით უფრო, `ხალხის რჩეულის~ სავარაუდო ფირმების.
არც საამაყოა და არც თავმოსაწონი, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთობ სარგებლიანია და შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, გიორგი გოგუაძის გადაწყვეტილება საკმაოდ პრაგმატული ჩანს. - რა საჭიროა ბანკმა გასცეს კრედიტები და იმუშაოს მოგების მცირე მარჟით, როცა შესაძლებელია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით გასცე სესხები და იმუშაო მოგების ზემაღალი მარჟით. რატომაც არა, კარგია ბევრი ფული. უფრო კარგია ბევრი ფულის შოვნა ადვილად, მით უმეტეს თუ `რაღაც~ არასწორად შევსებულ დეკლარაციაზე და `რაღაც~ სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევაზე არავინ გედავება.
მაგრამ მეორე საკითხია საინტერესო - გიორგი გოგუაძე თავს პატიოსან და კვალიფიციურ ფინანსისტობაზე დებს. ამ იმიჯით მივიდა ის ისნის რაიონის ამომრჩევლებთან და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის პირობით ისნელებმაც აირჩიეს ის უმაღლეს საჰკანონმდებლო ორგანოში თავიანთ წარმომადგენლად. რა შეიცვალა ისნელებისთვის გიორგი გოგუაძის არჩევის შემდეგ, ეს სხვა საკითხია და ამაზე პასუხს ისნელები მომავალ არჩევნებზე იტყვიან თავიანთი გადაწყვეტილებით. რეალურად კი ბევრი ისნელი თვლის, რომ პარლამენტარმა გიორგი გოგუაძემ საარჩევნო დაპირებები არ შეასრულა.
ამბობენ, რომ გიორგი გოგუაძე, როგორც ყველა სულით ბანკირი და გონებით ფინანსისტი, ძალიან აფასებს ფინანსურ დისციპლინას და ყველა საკითხს, მნიშვნელოვანს თუ ნაკლებად საგულისხმოს, სწორედ ამ პრიზმიდან განიხილავს. ეს უდაოდ კარგი თვისებაა, მაგრამ ამ თვისების ხიბლი მაშინ უფერულდება და ქრება, როცა ფაქტები მედლის მეორე მხარეზე მიგითითებენ, ანუ როცა თვალშისაცემი ხდება, თუ რა `წარმატებით~ განიცადა ტრანსფორმაცია ადამიანმა აღიარებული ბანკირობიდან მევახშე პარლამენტარობამდე.
მოცემულ მასალაში წამოწეული ყველა საკითხის შესახებ `ბანკები და ფინანსებმა~ დასვა კითხვები `ინვესტბანკის~ ხელმძღვანელობის წინაშე. თავდაპირველად, კითხვები ბანკის მარკეტინგის მენეჯერს მივაწოდეთ, რომელმაც გვიპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხებზე საუბრის კომპეტენცია მას არ გააჩნდა, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის მოქმედი სამსახური ბანკში უბრალოდ არ არსებობს.
ამის შემდეგ მარკეტინგის მენეჯერმა ჩვენს მიერ გაგზავნილი კითხვები, `ინვესტბანკის~ გენერალურ დირექტორს გიორგი გზირიშვილს გადაუგზავნა, თუმცა, ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, ბანკის მესვეურებმა კითხვებზე პასუხი არ გასცეს. ამის შემდეგ აღნიშნული კითხვები გიორგი გზირიშვილის სამდივნოში გადავგზავნეთ, თუმცა, პასუხი არც ამჯერად მიგვიღია.
რა კითხვები გვქონდა მოცემულ ბატონებთან და რას ვერ გასცეს პასუხი, თავად განსაჯეთ. ვაქვეყნებთ ამ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც კიდევ ერთი დასტურია, როგორ მდიდრდებიან ხელისუფლების დონორი ადამიანები, რომლებიც არამარტო 2003 წლის შემდეგ, არამედ `ვარდების რევოლუაციმდეც~ აქტიურად აფინანსებდნენ მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს, როგორ აღარ მიაჩნიათ ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად. ბიზნესმენი პარლამენტარების თემა საზოგადოდ და გიორგი გოგუაძის ბიზნესსაქმიანობა კონკრეტულად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ისინი ხომ საჯარო პირები არიან. ამიტომ, ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებთ.
1. ბოლო პერიოდში `ინვესტბანკში~ გარკვეული ცვლილებები მოხდა, ბანკის მთავარი აქციონერის KSN Foundation-ის, რეკომენდაციით სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა. საინტერესოა, რას წარმოადგენენ ახალი სახეები, რა გამოცდილებით და კომპეტენციით მოდიან ისინი ქართულ საბანკო სისტემაში?
2. ქართული საზოგადოებისთვის არც ბანკის აქციონერების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ბანკის ვებ-გვერდზე მითითებულია მხოლოდ ამ კომპანიების დაფუძნების ადგილი (ლიხტენშტეინი; დიდი ბრიტანეთი). ამ ფონზე, საინტერესოა, რას წარმოადგენენ ეს კომპანიები, საქართველოს გარდა სად და რა ბიზნესინტერესები აქვთ და როგორ ხედავენ ისინი ბანკის პერსპექტივას?
3. არსებობს ინფორმაცია, რომ ინვესტბანკის რეალური მფლობელი ამჟამად პარლამენტარი გიორგი გოგუაძეა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ პირადად გიორგი გოგუაძის `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~ ბანკის აქციონერი თავადაც გახლდათ. ადასტურებთ თუ არა გიორგი გოგუაძის კავშირს ბანკის აქციონერებთან?
4. არსებობს ინფორმაცია, რომ გიორგი გოგუაძე `ინვესტბანკის~ მართვაში პირადად აქტიურად მონაწილეობს და წვრილმანი საკითხებიც კი მასთან შეთანხმებით წყდება; მას ხშირად ხედავენ ბანკის სათაო ოფისში, შეხვედრებზე, ის ატარებს თათბირებს, იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ბაბანკო ოპერაციების შესრულებაზე და ასე შემდეგ. როგორია ბანკის ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით?
5. საქართველოს კანონმდებლობით, მოქმედ პარლამენტარს აქვს თუ არა უფლება ფლობდეს ბიზნესს და უშუალოდ იყოს ჩართული ამ ბიზნესის მართვაში?
6. არსებობს ინფორმაცია, რომ `ინვესტბანკი~ ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `მიკროინვესტს~. საჯარო რეესტრის ამონაწერში `მიკრო ინვესტის~ კრედიტორად უმრავლეს შემთხვევაში `ინვესტბანკია~ მოხსენიებული. ასევე, გირავნობა/ლიზინგის ოპერაციებში ფუგურირებს `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~, რომელიც დღესაც გიორგი გოგუაძის 100%-იან მფლობელობაშია. სულ რამდენიმე თვის წინ `ესეთ მენეჯმენტ გრუპ~ ინვესტბანკის 100%-იანი მფლობელი გახლდათ, შემდეგ ეს წილი მის არასრულწლოვან შვილზე - ვახტანგ გოგუაძეზე გადაფორმდა.
რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას და რა ფორმით თანამშრომლობს ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, გარდა იმისა რომ ამ ორ ორგანიზაციას საერთო სალაროები და მსგავსი სახელწოდებები აქვთ? რა განაპირობებს ამ ორი სტრუქტურის ცალ-ცალკე ფუნქციონირებას, როდესაც `ინვესტბანკს~ თავისუფლად შეეძლო იმ ფუნქციების შესრულება, რასაც `მიკრო ინვესჰტი~ ასრულებს?



ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48