"საქართველოში არამდგრადი საბანკო სექტორია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საქართველოში არამდგრადი საბანკო სექტორია"
ნანახია: 314

"საქართველოში არამდგრადი საბანკო სექტორია"გვიახლოვდება ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე?
капсулы билайт
– ვფიქრობ, საუბარი ახალი კრიზისის შესახებ,გადაჭარბებულია. მსოფლიომ უკვე გაიარა კრიზისის პიკი. ის სოციალური რყევები, რასაც ვხედავთ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს არასწორი მიმართულებით მიჰყავთ პროცესები. ეს არის პოლიტიკური სისტემების, ლიდერშიპის დამკვიდრებული სტერეოტიპების კრიზისი და არა ეკონომიკური, ან საფინანსო.

გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკა მართავს ეკონომიკას და არა პირიქით?

– ნუ მოვყვებით მარქსისტულ მსჯელობას, რომელია ზედნაშენი და რომელი – ბაზისი. დღეს ისეა განვითარებული ტექნოლოგიები, რომ მსოფლიო მოსახლეობის გამოკვება და საარსებო პირობების შექმნა არ წარმოადგენს პრობლემას. მაგრამ არსებობენ რეგიონები და სისტემები, რომლებსაც დისონანსი შეაქვთ მსოფლიო წესრიგში. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყალიბდებოდა 80-90-იან წლებში, იმდენად რთული დასამკვიდრებელი აღმოჩნდა, რომ შედეგად მივიღეთ ანარქია და ბიძგი ხალხთა დიდი გადასახლებისთვის. ეს სიტუაცია, პირადად მე, მაგონებს ქრისტეშობის აქეთ პირველი ათასწლეულის მოვლენებს.

მივუახლოვდეთ კონკრეტულად, ჩვენს რეგიონს. რა არის მთავარი განმსაზღვრელი იქ მიმდინარე პროცესებში?

– რეგიონში ძალიან საინტერესო პროცესები ხდება. გამოიღვიძა ცივილიზაციათა მიჩქმალულმა და იმპერიების წიაღში მიმალულმა ინტერესებმა. სარბიელზე გამოდის დიდი თურანი. იგულისხმება თურქეთი, ირანის ჩრდილოეთი, შუა აზია, ჩრდილო კავკასია და აზერბაიჯანი. სარბიელზეა სიონის ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს მსოფლიო გონის არსებითი ნაწილი. სლავური სამყარო ჯერ კიდევ ცოცხალია და ზოგიერთი ვითომ-პოლიტიკოსი ამაოდ ელის მის დანგრევას. რაც შეეხება გაერთიანებულ ევროპას, არ ვიცით, რა არის ეს, მსოფლიოს მომავალი, თუ დასასრულის დასაწყისი. ამ ფონზე შევხედოთ კავკასიას, სადაც ცხოვრობს სამი ძირძველი ეთნოსი: აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები, რომელსაც ცდილობენ, თავს მოახვიონ იმის განცდა, რომ იგი მრავალეროვანი ქვეყნის ერთ-ერთი ერია და ამით მოხსნან რეგიონში არსებული პრობლემები. ეს არის შეცდომა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მცდარი აზროვნების შედეგი.

ამ ანალიზის მიხედვით, ჩვენ ვიმყოფებით მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების გზაჯვარედინზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას, ეკონომიკური აღმასვლით თავი დააღწიოს ამ ინტერესებს, ან შეუსაბამოს ისინი ერთმანეთს?

– აღმაშენებლების და ათათურქების დრო წავიდა. მოდის ხალხების, საზოგადოებების დრო. ლაპარაკია, მაგალითად, ისეთ აზერბაიჯანულ საზოგადოებაზე, რომელიც გაზის და ნავთობის იმედად არ გადაფარავს მეზობლების სასიცოცხლო სივრცეს და არ დამკვიდრდება ჯერ ყულევში, მერე _ სუფსაში.

რატომ არ უნდა დამკვიდრდეს?

– იქ შეიძლება ჰქონდეთ აზერბაიჯანული ბიზნესი, მაგრამ სუფსა და ყულევი არ უნდა გახდეს აზერბაიჯანული პორტები. უსაზღვრებო მსოფლიო და გლობალიზაციის გარდაუვალობა არ ნიშნავს ბაბილონის გოდოლის მშენებლობას და ენების აღრევას. უარი უნდა ვთქვათ ფსევდო-გლობალიზმზსა და ფსევდო-პატრიოტიზმზე. ევროკავშირიც და კავკასიაც უნდა გახდეს კონკრეტული ერების, ხალხების თანამეგობრობა.

მსოფლიომ თუ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ქვეყნების ინტერესები. ყველა მოგვიწოდებს, რომ რუსეთთან დავათბოთ ურთიერთობები. რამდენად არის დღეს ეს შესაძლებელი?

– პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ზოგიერთ ექსპერტთანაც დამკვიდრებულია იდიოტური ლოგიკა: თუ არ დაიშალა რუსეთი, ჩვენ ისე ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი ურჩხულია, რომელიც გადაგვყლაპავს. დაველოდოთ, როდის დაიშლება. რუსეთი არის მოცემული რეალობა. გასაკეთებელია სამეზობლო პოლიტიკა. არ შეიძლება, ძლიერ მეზობელს ყოველ მეორე დღეს აფურთხო. ისიც აქლემივით მოიქცევა, შემოგაფურთხებს და გაჯობებს. რუსებმა პირდაპირ გვითხრეს, იმიტომ, რომ თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ სსრკ-ს დაშლაში, ამისთვის დაგსჯით. იმის მაგივრად, რომ დევის წინააღმდეგ ნაცარქექიას როლი გვეთამაშა, დავუწყეთ ომი, დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი და თავი შევაფარეთ დასავლეთს. დაგვრჩა ტერიტორია, სადაც არ ტარდება თავისუფალი არჩევნები, არ არის კეთილდღეობა, სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე მიდის ქვეყნიდან.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა არ გაითვალისწინეს ფორს-მაჟორული სიტუაცია და 300 ათასამდე მოქალაქე მოხვდა შავ სიაში. გვაქვს უნგრეთის მაგალითიც. იქ მყარ ვალუტაში გაცემული სესხები მოქალაქეებმა დააბრუნეს ეროვნული ვალუტით და გაუფასურების პროცენტი ბანკებმა აანაზღაურეს. რატომ არ მოხდა ჩვენთანაც ასე?

– ჩვენი ბანკები, არის არა ფინანსური ინსტიტუტები, არამედ, ქილები, „ბანკები“. ეს არის პრობლემის სათავე. როგორ გგონიათ, რამდენი ბანკია საქართველოში?

– ცხრამეტი.

– მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში ერთი ბანკია. ჩვენს ქვეყანაში ერთი ჯგუფი აკონტროლებს მთლიან საფინანსო ნაკადებს და არის მათი გამგებელი. ეს არის არა ფინანსური ინსტიტუტები, არამედ, სალაროები.

ძალიან მკვეთრი შეფასებაა.

– მე ვარ გაზეთის `ბანკები დაფინანსები~ გამომცემელი. ინფორმაცია საკმაოდ ბევრი მაქვს. საქართველოში საფინანსო სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს. ჩახედეთ ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ცინიკურად პროგრამული ბიუჯეტი ჰქვია. მთელი ევროპა ღელავს, ქამრების შემოჭერაზეა გადასული. ჩვენთან საბიუჯეტო სექტორში შრომის ანაზღაურება, 100 ათას კაცზე, 2011 წელს განისაზღვრა მილიარდ 80 ათასი ლარით. 2012 წელს გაზრდილია მილიარდ 130 მილიონამდე. საინტერესოა, რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი. ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდა, თუ ისევ ბიზნესი უნდა `გავტისკოთ~?! ასე რომ, ერთ-ერთი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება, არის საბანკო სექტორის არამდგრადობა.

ცნობილმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. რატომ გადაწყვიტა მან პოლიტიკურ ბაზარზე შემოსვლა?

– რაც უფრო მეტი საინტერესო პიროვნება შემოვა ბაზარზე, მით უფრო კონკურენტული გახდება პოლიტიკური გარემო. წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია ერთხელ მაინც ჩატარდეს საქართველოში ისეთი არჩევნები, როცა არცერთი ოპოზიციონერი არ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. მივესალმოთ ბატონ ბიძინას გამოჩენას, თუ ის მართლა მოდის სააკაშვილის ხელისუფლების შესაცვლელად.

რატომ შესაცვლელად? ხომ შეიძლება პარტნიორობა?

– ისინი შვიდი წლის განმავლობაში ისედაც თანამშრომლობდნენ. მაგრამ როცა ლაპარაკია ხელისუფლების გაზიარებაზე, განაწილებაზე, მაშინ კომპრომისი გამორიცხულია. ორივე მხარე არის უკომპრომისო და ბრძოლა იქნება წესების გარეშე. მესამის არსებობას არც ერთი მხარე არ დაუშვებს.


commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48