
ქართული ლარი, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან, გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება.
სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. თუმცა, უნდა ჰქონდეს თუ არა ამ ფაქტს ეროვნული სიმბოლიკის ხასიათი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა დგას საფრთხის წინაშე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერსა და მთავრობას უწევთ არჩევანის გაკეთება?!
საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ლარია, ყველა დანარჩენი ვალუტის გამოყენება უკანონო ოპერაციას წარმოადგენს. კანონს ეწინააღმდეგება ასევე ის, რომ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ რომელ სფეროში იქნება ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება.
დღეს ბევრს საუბრობენ ვალუტების ურთიერთშენაცვლებაზე. სახელმწიფოს სავალუტო პოლიტიკის მოქნილობაზე, რაც ქვეყანაში დომინანტური ეროვნული ვალუტის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. უფრო მარტივად, ექსპერტთა დიდი ნაწილი და ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, თვლის, რომ მოქალაქეს, ბიზნესმენს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი გადაწყვიტოს რომელ ვალუტაში (ლარში, დოლარში თუ ევროში) სურს დანაზოგის გაკეთება, ვაჭრობა თუ ანგარიშსწორება.
ბევრი კი პირიქით _ თვლის, რომ ვალუტა არის სახელმწიფოს ძირითადი სიმბოლო და ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს იგი.
თუმცა, თუ გადავხედავთ საქართველოს ორგანული კანონს "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", 34-ე მუხლში წავიკითხავთ, რომ "ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა". მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში მრავალი წელია უკვე არსებობს, უცხოური ვალუტის გამოყენებისთვის ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუნდაც ის, რომ საქართველოში ბინების, მანქანების, მსხვილი კომპანიების მიერ პროდუქტის რეალიზება, სასტუმროებში ფასების განსაზღვრა უცხოური ვალუტით ხდება და ხდებოდა. რატომ გახდა ახლა კანონის გამკაცრება საჭირო?
მართლაც, რა არის ეროვნული ვალუტა – დამოუკიდებლობის სიმბოლური ატრიბუტი თუ სასიცოცხლო აუცილებლობა? ანუ რა უფრო გონივრული იქნებოდა საღი აზრის თვალსაზრისით - ლარის ყოფნა თუ არყოფნა?
გავავლოთ პარალელი ჩინეთთან. ეს ქვეყანა ყველანაირად ცდილობს განავითაროს ეროვნული მრეწველობა და ააწყოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი. ამით ხელს უწყობენ ქვეყანაში ვალუტის აქტიურ შემოდინებას.
дикоросыჩვენი კანონმდებლობა მეორე მოსაზრებას ეფუძნება და ქვეყანაში სხვა ვალუტით ვაჭრობა ოფიციალურად აკრძალულია. არაოფიციალურად კი სავაჭრო ურთიერთობები სხვაგვარად რეგულირდება.
საქართველოში მოსახლეობის 80% მეტს დანაზოგი დოლარში აქვს გაკეთებული. ამას გარდა, ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონების შეფასება და ანგარისწორება დოლარში ხდება.
მულტისავალუტო პოლიტიკის შემოღებას, ექსპერტების აზრით ,რა თქმა უნდა,აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე,თუმცა თავს იჩენს უაროყოფითი მხარეებიც.არსებობს იმის რეალური საშიშროება,რომ შემცირდება ეროვნული ვალუტის გამოყენება,რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურება.შესაბამისად, ქვეყანა ვეღარ აწარმოებს მონეტარულ პოლიტიკას და გახდება დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე.თუმცა რაოდენ დიდ საშიშროებას წარმოედგენს აღნიშნული ფაქტები, მაშინ როდესაც დადებით მხარეებათ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება,ეს უკვე მეორე და მეტად საყურადღებო საკითხია.თუ როგორ მოხდება ეს,ამას მომავალი გვიჩვენებს
მთავრობაში არაოფიციალურად განიხილებოდა წინადადება, მოხდეს მრავალი ვალუტის გამოყენების უფლების დაშვება, სადაც ლარი ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც სხვა ვალუტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხმარებიდან ლარი ამოვიღოთ. თუ ის საჭიროა და საზოგადოება ამ ფულს ენდობა, მაშინ ის ისევე იფუნქციონირებს, როგორც აქამდე. სხვა ვალუტებით ვაჭრობის უფლებით კი ჩვენ ბევრ ინვესტორს, ქვეყანაში მომუშავე ბიზნესმენებს და მოქალაქეებს საშუალებას მივცემთ განსაზღვრონ, რომელ ვალუტას ენდონ, რა ფულის ერთეული დააგროვონ ან დახარჯონ.
მულტისავალუტო სისტემაში მოქალაქეებს მეტი არჩევანი აქვთ ივაჭრონ იმ ვალუტით, რომელსაც ენდობიან. არჩევანის თავისუფლება კი ისაა, რაც ყველასთვის სასიკეთოა. მეორეს მხრივ, მულტისავალუტო სისტემაში თავად ვალუტებს შორის ყალიბდება კონკურენცია და არასტაბილურ ვალუტას თავად ბაზარი აძევებს ასპარეზიდან.
მონოსავალუტო სისტემაში წინ იწევს ისეთი ფასეულობები, როგორიცაა: "ეროვნული სიმბოლიკა", "ეროვნული ვალუტა", "ფინანსური დამოუკიდებლობა", "საქართველოს ეკონომიკა". არ გაქვს ეროვნული ვალუტა, აღარ გჭირდება ეროვნული ბანკი, ანუ აღარ გაქვს ეროვნული მონეტარისტული პოლიტიკა, როგორ უნდა დაგეგმო საქართველოს ბიუჯეტი?! რამდენად სასიკეთოა ეს მოსაზრება საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი რეალობისათვის, სწორედ ეს არის ის მთავარი შეკითხვა, რომელზედაც პასუხმა უნდა განსაზღვროს, თუ რატომ უნდა განვიხილოთ მულტისავალუტო პოლიტიკის საქართველოში შემოღებისა და დამკვიდრების საკითხი!
ლარში ფულს თითქმის არავინ აგროვებს, იმიტომ რომ არ ენდობა. მაშ, რატომ არსებობს ინსტიტუციონალური შეზღუდვა ამ საკითხში, თუ ის რეალობისგან შორსაა?
საქართველოში უძრავ ქონებასა და 2000-სა და 3000-ს ზემოთ მნიშვნელოვანი გარიგებები ისედაც დოლარში ხორციელდება და მიუხედავად აღნიშნული პოლიტიკის შემოღება არ შემოღებისა,ასეთი ტიპის გარიგებები მაინც მოხდება,ვინაიდან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,საანგარიშგებო ვალუტა ისევ და ისევ დოლარია.გარდა ამ ყველაფრისა,მულტისავალუტო პოლიტიკა არის ერთგვარი გზამკლევი ინვესტორების მოზიდვისა და ტურიზმის განივითარებისაკენ,ვინაიდან საკუთარ ვალუტაში ვაჭრობა და ვალუტის ცვალებადობის საშიშროების არარსებობა,წარმოადგენს ძალიან დიდ მოტივაციას ინვესტოებისა და ტურისტებისთვის.თუმაცა,ეს ყოველივე იწვევს კითხვას:გამოიწვევს თუ არა სქაონლის გაძვირებას სავალუტო ანექსიის საშიშროება?! ამ კითხვაზე ექსპერტები აღნიშნავენ,რომ უცხოური ვალუტის შემთხვევაში,მოხდება პროცენტული გადაანგარიშება,თუმცა პირველადი მოხმარების საგნები გაიყიდება ისევ ლარში,რაც ნიშნავს იმას,რომ შიდაანგარიშსწორების ვალუტად ისევ ეროვნული ვალუტა დარჩება. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც,თუ როგორ მოხდება ქვეყანაში რამდენიმე ვალუტის გაკონტროლება,ადმინისტრირება და გართულება თუ არა აღნიშნული მულტისავალუტო პოლიტიკის შემოღებით?აღნიშნული პოლიტიკა და ის ფაქტი,რომ ანგარიშსწორება მოხდება ერთდროულად როგრც ლარში,ისე ევროსა და დოლარში,რა თქმა უნდა, გაართულებს ბუღალტერიის წარმოებას და ზოგადად ადმინისტრირებას,აღნიშნავენ ექსპერტები.
თუმცა, ერთი რამ ნათლად ჩანს, აქ არ არის საუბარი ეროვნული ვალუტის არარსებობაზე, პირიქით - ძალიან კარგია, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს თავისი ვალუტა, უბრალოდ, ეროვნულ ვალუტასთან ერთად თავისუფლად უნდა მიმოიქცეოდეს სხვა ქვეყნის ვალუტებიც, რათა ქვეყანაში არსებული ინფლაციური შედეგები იქნეს აცილებული მარტივად და, რაც მთავარია, ლეგალურად.
ნატალია ვართანოვა