
აზიის უმეტესი ცენტრალური ბანკები სწრაფად ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, რადგან შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ინფლაციით, რაც მონეტარულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს. ამ კვირაში სინგაპურის მონეტარული მმართველობა იყო მეოთხე აზიურ ცენტრალურ ბანკებს შორის, რომელიც შეამსუბუქებს ან ისევ ძველ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. სწორედ ეს მოჰყვა პაკისტანსა და ინდონეზიაში განაკვეთების შემცირებას და სამხრეთ კორეაში აღმავლობის შენელებას.
дикоросыცენტრალური ბანკები მალაიზიაში, ფილიპინებსა და ტაილანდში გაატარებენ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ევროპასა და აშშ-ში ეკონომიკურ შეფერხებებს შეესაბამება. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს არის აზიაზე სწრაფი ეფექტის მოხდენის მსგავსი, ვაჭრობის შენელებასთან ერთად. ამასთან, არც ერთი ცენტრალური ბანკი არ დააჩქარებს შემამსუბუქებელი პოლიტიკის გატარებას. ტაილანდის ბანკი იძლევა სიგნალს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მან უგულებელყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებით ზეწოლა Yingluck Shinawatra-ს პოპულისტური მმართველობის მხრიდან. ეკონომისტები ამბობენ, რომ ინდოეთი და ჩინეთი ინფლაციის შიშით, ალბათ, სიფრთხილეს შეინარჩუნებენ. პარასკევს გამოქვეყნებულმა ციფრებმა აჩვენა, რომ ინდოეთის ფასების ინდექსი სექტემბერში 9.72 პროცენტამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ის 9.78%-ს შეადგენდა. მაგრამ ინდოეთის სარეზერვო ბანკი ვარაუდობს საპროცენტო განაკვეთის, მარტის შემდეგ, მეცამეტეჯერ გაზრდას.
ჩინეთში ინფლაციის მაჩვენებელი სექტემბრის მონაცემებით 6.1 %-ია, მაგრამ ის არაკომფორტულად ახლოსაა ივლისის 6.5%-იან მაჩვენებელთან. ეკონომისტთა უმეტესობა მოელის, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი შემამსუბუქებელი პოლიტიკის გატარებამდე მოიცდის, რათა სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ისევ ზრდა დაიწყოს.
ცენტრალური ბანკების შეხედულებებში ცვლილება ბევრი ეკონომისტისთვის სიურპრიზი იყო, გამომდინარე Bloomberg-ის გამოკვლევებიდან, რომლის მიხედვითაც პროგნოზირებდნენ, რომ ინდონეზია არსებულზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს შეინარჩუნებდა, ასევე შეცდნენ სინგაპურის ეკონომიკის წინასწარ განჭვრეტაში, რადგან გათვლებით პროგნოზირებული იყო, რომ სინგაპური პოლიტიკას შეამსუბუქებდა.
"ჩვენ გავთვალეთ, რომ აზიის ცენტრალური ბანკების უმეტესობა დაიცდიდა 2012 წლამდე, რათა თავიანთი პოლიტიკური შესაძლებლობები გაეფართოვებინათ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ჩვენ ვიხილავთ უპირატესად განაკვეთების შემცირებას რეგიონის მასშტაბით, ამ წლის განმავლობაში~
- განაცხადა ლონდონში Capital Economics-ის აზიის ეკონომისტმა Sukhy Ubhi-მა.