2012 წლის ბიუჯეტი – პროგრამული ბლეფი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : 2012 წლის ბიუჯეტი – პროგრამული ბლეფი
ნანახია: 435

2012 წლის ბიუჯეტი – პროგრამული ბლეფი”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაცია ასოციაციამ” ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა მოამზადა

2012 წლის 3 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დარეგისტრირდა. რეგლამენტის თანახმად, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განსახილველად პარლამენტში ოქტომბერში აგზავნის. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან 20 ოქტომბერს გადაეგზავნება.
დოკუმენტის მიხედვით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მლრდ 673 მლნ ლარი იქნება. მთავრობის წარმომადგენელთა გათვლებით, იზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი და იგი დაახლოებით 26 მლრდ ლარი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს აღიარებული, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მისი დაფინანსება წინა წელთან შედარებით 10 104.0 ათასი ლარით მცირდება, ასევე მცირდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის 204 717.0 ათასი ლარის ნაცვლად 11 732.8 ათასი ლარით განისაზღვრება. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი კი 4 989.9 ათასი ლარით გაიზრდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს სახელმწიფო წინა წლის 879 145.9 განსხვავებით 914 771.5 ათასი ლარით დააფინანსებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 26 023.2 ათასი ლარით შემცირდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეკონომიკის ზრდა 5,5 პროცენტით მოხდება, ხოლო ინფლაცია 6 პროცენტი იქნება. რაც შეეხება საბიუჯეტო დეფიციტს, მთავრობა 2012 წელს მის შემცირებას გეგმავს.
ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანისთანავე სახელისუფლებო წრეები და მმართველი პარტიის წევრები აქტიურად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო უპრეცედენტო პროგრამაზე გადადის და ისტორიაში პირველად, ქვეყნის ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმარება მოხდება. თუმცა, საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს, როგორც გასული, ისე წინა წლების ბიუჯეტის პროექტი მთავრობის მხრიდან პროგრამულ ბიუჯეტად იქნა მონათლული და ამის იდეის აქტიურ ტირაჟირებასაც ახდენდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დავუშვათ, რომ 2012 წლიდან მართლაც პროგრამულ და კონკრეტულად გაწერილ ბიუჯეტზე გადავდივართ. თუმცა, ამის დაშვებაც და, მითუმეტეს, დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, თუ ჩავხედავთ ბიუჯეტის ახალ პროექტს. იგი არაფრით განსხვავდება მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან. თუ არ ჩავთვლით განსხვავებას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ანუ ცალკეული მუხლების დაფინანსების ცვლილებას, 2012 და 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტები თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან და აბსოლუტურად იდენტურებია.
ზოგადი მიმოხილვის შემდეგ საინტერესო იქნება იმ დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციების გამოვლენა, რომლებიც 2012 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეინიშნება.


პროგრამულია თუ არა 2012 წლის ბიუჯეტი - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2012-2015 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები, წინა წელთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია. ეს იმიტომ, რომ პრიორიტეტების ქვეშ ჩამოთვლილია ფუნქციები, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს ჩვეულებრივ, კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას წარმოადგენს.
სინამდვილეში კი პრიორიტეტი ისეთი ამოცანაა, რომელიც ემყარება ქვეყნის განვითარების სუსტი მხარეების და რისკ ფაქტორების გამოვლენას. მასზე უნდა იყოს კონცენტრირებული მთელი ძალისხმევა, რადგანაც დაგეგმილი პრიორიტეტები მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება და მას სტრატეგიული დანიშნულება არ გააჩნია.
მაგალითისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტებია: NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაცია, ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია და ა.შ. დიასპორას საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის პრიორიტეტებია: ქართული დიასპორას სამშობლოსთან ინტეგრაცია, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებია: ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების კოორდინაცია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ეგრეთწოდებული ,,პრიორიტეტები” მათი ჩვეულებრივი ფუნქციებია, რომლებსაც ისედაც უნდა ახორციელებდეს შესაბამისი სტრუქტურა.
მიუხედავად არაერთგზის განცხადებისა, რომ პროგრამული ბიუჯეტი გვაქვს, რეალურად 2012 წლის ბიუჯეტი, როგორც მისი წინამორბედნი, პროგრამული ბიუჯეტის იმიტაციას წარმოადგენს, მასში სხვადასხვა ღონისძიებას ჰქვია პროგრამა და ბიუჯეტის პროგრამულობაც ამით მთავრდება.
საქართველოს ,,საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად ,,პროგრამული ბიუჯეტი არის მხარჯავი დაწესებულების მიერ დასახული პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამების, პროექტების, ღონისძიებებისა და მათი ბიუჯეტების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასებების ინდიკატორთა ერთობლიობა~, ანუ პროგრამას უნდა ჰქონდეს მიზანი და ის უნდა იყოს გამოხატული ინდიკატორებში (მაჩვენებლებში) ეს იმიტომ, რომ პროგრამული ბიუჯეტი ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ეფექტიანობის გაზომვის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ მიზნები მითითებულია, ისინი იმდენად ზოგადია, რომ მათი შესრულებისთვის საჭირო ხარჯების ეკონომიკურად დასაბუთება და კონკრეტულ ინდიკატორებში გამოხატვა შეუძლებელია.
მაგალითისთვის: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიზნებია: სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სსიპ სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობა, ასევე სახელოვნებო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტებით ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ტრადიციების დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და ასე შემდეგ.
საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის ხარჯვით ნაწილში, რასაც თავად პროგრამას უწოდებენ, გაერთიანებულია რამდენიმე მუხლი და არ არის ცალ-ცალკე ჩაშლილი ეკონომიკური კოდებით, რაც ერთი პროგრამის შიგნით ერთი ქვეპროგრამიდან მეორე ქვეპროგრამაში თანხის გადატანის შესაძლებლობას იძლევა. ამის საილუსტრაციოდD შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი: ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების კოორდინაცია, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის სფეროების განვითარებისთვის 8,500.0 მილიონი ლარია გამოყოფილი და არ არის მითითებული ამ თანხის რა ნაწილი უნდა იყოს მიმართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რა ნაწილი კავშირგაბმულობაში, რა ნაწილი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციაში და რა ნაწილი მშენებლობაში. მსგავსი პრობლემა არის თითქმის ყველა მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.
მოკლედ რომ შევაფასოთ, 2012 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც გასული წლის საბიუჯეტო კანონებში, მრავლად არის ისეთი ზოგადი მუხლი, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება და მისი ფუნქციონალური გამიჯვნა, დიფერენციაცია თითქმის შეუძლებელია.
ბიუჯეტის არაპროგრამულობაზე მიუთითებს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უკვე მერამდენე წელია წარმოადგენს დავის საგანს. საქმე ეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მუხლს - `სხვა ხარჯები~. მართალია მიმდინარე წელთან შედარებით 2012 წელს ამ კატეგორიაში შემავალი ხარჯების აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა უმნიშვნელოდ. თუ 2011 წელს სხვა ხარჯებისთვის გამოყოფილი იყო 887 004.1 მილიონი ლარი, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 836 482.4 მილიონი ლარი იქნება, რაც მთლიანი ხარჯების 12,8%-ია. ეს ნიშნავს, რომ ხარჯების დიდი ნაწილის მიზნობრიობა გაურკვეველია, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და არაეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.

ბიუჯეტი კი არ იზრდება, მცირდება – 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსავლების ზრდა 4.7%-ით არის გათვალისწინებული და აბსოლუტურ მაჩვენებელში 6 606 025.8 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ მაჩვენებელში 6 100 000.0 მილიონი ლარი გადასახადებზე მოდის. 2012 წელს საგადასახადო შემოსავლები 7.9%-ით იზრდება. გრანტების მოცულობა 354 657.9 მილიონი ლარიდან 206 025.8 მილიონ ლარამდე მცირდება, სხვა შემოსავლების მოცულობა მიმდინარე წლის ანალოგიურია და 300 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა სწორედ საგადასახადო შემოსავლების 450 მილიონიანი ზრდით არის გამოწვეული.
მართალია, ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება (თუმცა, როგორია რეალური ზრდა, ამის შესახებ სხვა ქვეთავში უფრო ვრცლად იქნება საუბარი), მაგრამ 2012 წელს ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები მცირდება. აქ იგულისხმება, რომ ყველა ის შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, მცირდება. 2011 წელს ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები განსაზღვრული იყო 8 360 962.3 მილიონი ლარით, 2012 წელს კი ეს ციფრი 7 673 700.0 მილიონი ლარი იქნება, ანუ შემოსულობების მოცულობა 687 262.3 მილიონი ლარით მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ გადასახდელისთვის, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს 2012 წელს, თითქმის 700 მილიონი ლარით ნაკლები იქნება გამოყოფილი.
ქამრების მოშვების პოლიტიკა - საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის საომარი მოქმედებების და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, თუ რა აქტუალური გახდა, ეგრეთ წოდებული, `ქამრების შემოჭერის პოლიტიკა~. მაშინ და დღესაც მთავრობა გამუდმებით გაიძახის, რომ საბიუჯეტო დეფიციტის და ფისკალური ზეწოლის შემსუბუქების მიზნით აუცილებელი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს პროცესი, პირველ რიგში, სახელისუფლებო უწყებების ზედა რგოლებს უნდა შეხებოდა (იგულისხმება ხელფასების შემცირება, ახალ ავტომობილებზე უარის თქმა, ავტოპარკის შემცირება, პრემიების შეზღუდვა და ა.შ.). თუმცა რეალობა სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება.
სანამ 2012 წლის ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, საინტერესოა თვალი გადავავლოთ ბოლო რამდენიმე წლის, მაგალითად 2010-2011 წლის ტენდენციას ამ მიმართულებით. `ქამრების შემოჭერის~ პოლიტიკის გატარების მიუხედავად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებისთვის 2011 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 1 085 282.8 ათასი ლარი, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 1 043 118.0 ათასი ლარის ტოლი იყო, ე.ი. 2011 წელს გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 42 მილიონი ლარით მეტი იყო გამოყოფილი. მაშინ ამ ზრდის მიზეზად არა ხელფასების ზრდა, არამედ დასაქმებულთა რიცხვის ზრდა სახელდებოდა. თუმცა `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ~ ბიუჯეტის შესწავლის შემდეგ ეს ფაქტიც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.
ახლა კი ვნახოთ, რა ვითარებაა 2012 წლის საბიუჯეტო კანონის მიხედვით. მიმდინარე წელთან შედარებით 2012 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი 100 130 კაციდან 99 538 კაცამდე მცირდება. ამის ფონზე შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 47 მილიონ 930 ათასი ლარით იზრდება და 1 080 143.0 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალ წელს იგი 1 128 073.0 მილიონი ლარი იქნება.
მოცემულ ციფრებზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვთვალოთ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მაჩვენებელი. 2011 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 10 787 ლარს, 2012 წელს კი ეს ციფრი 11 333 ლარი იქნება.

შემოსავლების ზრდის მიზეზი - ინფლაცია – როგორც აღინიშნა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსავლების ზრდა 4.7%-ით არის გათვალისწინებული და აბსოლუტურ მაჩვენებელში 6 606 025.8 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ მაჩვენებელში 6 100 000.0 მილიონი ლარი გადასახადებზე მოდის, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინფლაცია ბიუჯეტის შემოსავლებს ზრდის. შესაბამისად, შემოსავლების 4.7%-იანი ნომინალური ზრდა მიზნობრივი 6%-იანი ინფლაციის ფონზე რეალურად არა ზრდას, არამედ 1.3%-იან კლებას ნიშნავს. საკითხს უფრო დეტალურად და კონკრეტულად რომ მივუდგეთ, განვიხილოთ სიტუაცია საგადასახადო შემოსავლების კუთხით, ვინაიდან შემოსავლების ზრდა სწორედ საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე ხდება. ამისათვის უპრიანი იქნება თუ მოვიყვანთ იმ რამდენიმე ძირითადი გადასახადის მაჩვენებელს, რომელიც საგადასახადო შემოსავლების უდიდეს ნაწილს უზრუნველყოფენ. ესენია: დამატებითი ღირებულების გადასახადი – 2,9 მილიარდი ლარი (2012 წლის გეგმა), საშემოსავლო გადასახადი – 1,5 მილიარდი ლარი, იმპორტის გადასახადი 0.1 მილიარდი ლარი, აქციზი – 0.8 მილიარდი ლარი და ა.შ.
ჩამოთვლილი გადასახადებიდან თითოეული პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების დონის ცვლილებასთან. აქედან გამომდინარე, მათი ნომინალური ზრდა ინფლაციის დონის მიხედვით უნდა დავაკორექტიროთ, რათა რეალური ზრდის მაჩვენებელი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, საუკეთესო შემთხვევაში, ანუ თუ ეროვნული ბანკი მიზნობრივ ინფლაციას 6%-ის ფარგლებში შეინარჩუნებს, საგადასახადო შემოსავლების რეალური ზრდა 1.9% იქნება.
გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საგადასახადო შემოსავლების უდიდეს ნაწილს (დაახლოებით 85%-ს) უზრუნველყოფენ ფიზიკური პირები, ანუ ბიუჯეტის, ფაქტობრივად, თითოეული მოქალაქე ავსებს საკუთარი ჯიბიდან და კორპორაციები და იურიდიული პირები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 15%-ს უზრუნველყოფენ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48