კრედიტების გაძვირებას ეკონომიკის არასტაბილურობა განაპირობებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კრედიტების გაძვირებას ეკონომიკის არასტაბილურობა განაპირობებს
ნანახია: 382

კრედიტების გაძვირებას ეკონომიკის არასტაბილურობა განაპირობებს"საქართველოში კრიზისის ჩანასახი უკვე არსებობს, იზრდება კრედიტების გაცემა, საპროცენტო განაკვეთები და ეს აუცილებლად მიიყვანს ეკონომიკას კრიზისამდე"

საქართველოში საბანკო კრედიტების გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყო. ბოლო პერიოდში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 1.5% პუნქტით გაიზარდა და წლიური 18.4% შეადგინა. საინტერესოა, რომ ზრდა ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე კი ცვლილებები თითქმის არ დაფიქსირებულა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, საპროცენტო განაკვეთის ზრდა ყველა სახის მოკლევადიან სესხზე ფიქსირდება, მაგრამ გაძვირებამ განსაკუთრებით ერთ წლამდე ვადიანობის იპოთეკურ და ავტოსესხებზე მასშტაბური ხასიათი მიიღო. 2011 წლის ივლისში ერთ წლამდე ვადიანობის იპოთეკური სესხი თუ წლიურ 27,3%-ად გაიცემოდა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41,4%-მდე გაიზარდა. ხოლო ერთ წლამდე ვადიანობის ავტოსესხებზე ივლისში დაფიქსირებული 26%-ის ნაცვლად, ახლა უკვე 45%-ია.
არადა, გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში კომერციულმა ბანკებმა კლიენტების მოსაზიდად კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს. მაგალითად, გასული წლის ბოლოს საშუალო საბაზრო პროცენტი 13-15%-მდე შემცირდა. ქართველი ბანკირების განცხადებით, კრედიტების გაიაფების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა. თუმცა ამ განცხადებების გაკეთებიდან მოკლე პერიოდში საბანკო ბაზარზე სულ სხვა ტენდენცია გამოიკვეთა, კრედიტები გაიაფების ნაცვლად გაძვირდა.
კომერციულმა ბანკებმა წლის დასაწყისში კრედიტების გაძვირება ეროვნული ბანკის მიერ სარეზერვო მოთხოვნებისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდით ახსნეს. კრედიტების გაძვირება დეპოზიტებზე დარიცხულ მაღალ სარგებელსა და მზარდ ინფლაციასაც უკავშირდებოდა. ახლა კი, როდესაც ივლისის თვეში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციაც 7.2%-მდე შემცირდა და ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა, კრედიტების გაიაფების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მეტიც, კომერციული ბანკები კრედიტების გაიაფებას ბოლო პერიოდში სესხებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის პირობებში არც გეგმავენ.
მომავალში სესხების გაძვირების გაგრძელებას გამორიცხავს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. იგი განმარტავს, რომ საქართველოში სესხების გაძვირება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ყოველთვიური პროცენტის მატება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, ერთ თვეში საპროცენტო განაკვეთის ასეთი მკვეთრი მატება ქვეყანაში ბიზნესის აქტივობამ განაპირობა. შესაბამისად, სესხებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა, რაც გვასალიას ინფორმაციით, პირდაპირ პროცენტის მატებასთანაა დაკავშირებული.
ივლისის თვეში, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას სხვაგვარ ახსნას უძებნის საბანკო ექსპერტი ლია ელიავა. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში კრედიტების გაძვირება რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ექსპერტი ერთ-ერთ მიზეზად ინფლაციას ასახელებს და თვლის, რომ ქვეყანაში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი არასანდოა. `ფაქტობრივი ინფლაცია იმაზე მაღალი რომაა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა აფიქსირებს, ამაზე კრედიტების გაძვირებაც მიუთითებს. ინფლაციის დათვლა კომერციულ ბანკებს უკეთესად შეუძლიათ და ამიტომ ძვირდება კრედიტები. ბანკებმა იციან, რომ ინფლაცია არის არა 7.2%, არამედ თითქმის ორჯერ მეტი”, - აღნიშნავს ექსპერტი.
გარდა ინფლაციისა, ლია ელიავა კრედიტების გაძვირებას ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურობით, მომრავლებული რისკ-ფაქტორებითა და კომერციული ბანკების დიდი მადით ხსნის. `კრედიტების გაძვირების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზს რისკ-ფაქტორების მომრავლება წარმოადგენს. საქართველოს ეკონომიკა არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და პრაქტიკულად უმართავია. ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად შეიძლება ძალიან ნეგატიური ეკონომიკური პროცესები განვითარდეს. ამიტომ რისკ-ფაქტორი, როდესაც ბანკი აძლევს სესხს მეწარმეს, და არა მარტო მას, არის ძალიან მაღალი.
გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, რისკ-ფაქტორები სოციალურ ხასიათსაც ატარებენ. ადამიანი სამსახურის დაკარგვისგან დაცული არაა, კომერციული ბანკი სესხის გაცემისას, რა თქმა უნდა, ამასაც ითვალისწინებს და, როცა რისკ-ფაქტორებს აჯამებს, უზარმაზარი პროცენტი გამოსდის. ინფლაციისა და რისკ-ფაქოტორის გარდა, კრედიტების საპროცენტო განაკვეთებში კომერციული ბანკების დიდი მადაცაა ჩადებული”, - საუბრობს ელიავა.
ექსპერტის თქმით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა ქართული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს. `დამოკიდებულება ეკონომიკურ ზრდასა და საპროცენტო განაკვეთებს შორის ცალსახაა. მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ეკონომიკურ ერთეულებს რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელების სურვილი უქრებათ, ეს კი ბიზნესსაქმიანობის აქატივობას ამცირებს, რაც შესაბამისად ქვეყანაში პროდუქტის გამოშვებაზე აისახება. შემცირებული ბიზნესაქტივობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტს ამცირებს და, თავისთავად, ეკონომიკა იწყებს უკან სვლას”, - ამბობს ლია ელიავა და იქვე დასძენს, რომ შესაბამისი რეგულირების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა 1-1.5 წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება.E`საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა იყოს ის მარეგულირებელი ძალა, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს და კომერციულ ბანკებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაყვლიფონ ხალხი, დააზარალონ ეკონომიკა და მიიღონ უზარმაზარი შემოსავალი, რომელიც ქვეყნის შემოსავლების დონის პროპორციული არაა. სებ-ს ეს პროცესები მიშვებული აქვს, იგი საბანკო სექტორს ძალიან რბილად და ზედაპირულად მართავს. საქართველოში კრიზისის ჩანასახი უკვე არსებობს, იზრდება კრედიტების გაცემა, საპროცენტო განაკვეთები და ეს აუცილებლად მიგვიყვანს ეკონომიკას მორიგ კრიზისულ შედეგამდე”, - საუბრობს ექსპერტი.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48