
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილების და აქციების უცხო ქვეყნის საფონდო ბირჟებზე გატანა უკვე შესაძლებელია.სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილების და აქციების უცხო ქვეყნის საფონდო ბირჟებზე გატანა უკვე შესაძლებელია. კანონში ცვლილება პარლამენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა.
თუმცა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობდა. უმრავლესობამ ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. კერძოდ, კანონში არ ჩაიდო გარანტია, რომ სახელმწიფო საწარმოები მთლიანად არ გასხვისდება და საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. მსგავსი დათქმა მხოლოდ მაგისტრალური გაზსადენის მფლობელ ნავთობის და გაზის ეროვნულ კომპანიასთან მიმართებაში არსებობს.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა საფონდო ბირჟებზე რკინიგზის, ელექტროსისტემისა და ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციების გატანას გეგმავს.