„სოსიეტე ჟენერალის“ ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდება? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : „სოსიეტე ჟენერალის“ ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდება?
ნანახია: 192

„სოსიეტე ჟენერალის“ ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდება?შეცვლის თუ არა ახალი ინვესტიცია ყველაზე ზარალიანი ბანკის მდგომარეობას

ბანკ „რესპუბლიკას“ ინფორმაციით, „სოსიეტე ჟენერალი“ ქართულ ბანკში განხორციელებულ ინვესტიციას მომგებიანად აფასებს. ფრანგული საბანკო გიგანტი „რესპუბლიკას“ აქციების 84%–ს ფლობს. „რესპუბლიკას“ წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ფრანგულმა ბანკმა მათთან დასავლური სტანდარტები და ეფექტური საკრედიტო მექანიზმები, მომსახურების მაღალი ხარისხი და მოქნილი პროდუქტები დანერგა.

საინტერესოა რას შეცვლის ახალი ფრანგული ინვესტიცია. შეგახსენებთ, 2008 წლიდან მოყოლებული ბანკი ვერა და ვერ გამოვიდა კრიზისიდან. ყველაზე მასშტაბური ზარალიანობა ”რესპუბლიკამ” 2010 წლის 1 ივლისისთვის აჩვენა (- 30 079 643 ლარი). ამ მაჩვენებელთან შედარებით ერთი წლის შემდგომი პერიოდისთვის, ანუ 2011 წლის 1 ივლისისთვის დამდგარი შედეგი ბანკისთვის შვებაა (- 11 863 000 ლარი), მაგრამ აქ საგულისხმო ისაა, რომ ზარალის შემცირების ტენდენცია ”ბანკი რესპუბლიკასთვის” უმაღლეს მენეჯმენტში ცვლილების მიუხედავად (გენერალური დირექტორის პოსტზე ჟილბერ ი კრისტიან კარმანიოლმა შეცვალა), შეუქცევადი ვერ გახდა და ბოლო ერთი კვარტლის განმავლობაში მისი ზარალი 3 313 ათასი ლარით გაიზარდა (2011 წლის 1 აპრილი: -8 551 000 ლარი).
”რესპუბლიკას” მენეჯმენტი ბოლო წლების მანძილზე დამჯერებლად ცდილობდა ბანკის ზარალიანობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს. კერძოდ, აცხადებდნენ, რომ კრიზისის შემდეგ, ბანკის უპირველესი საზრუნავი მისი კლიენტი იყო. მოქმედებდნენ `სოსიეტე ჟენერალის~ მიერ განსაზღვრული კულტურისა და წესების მიხედვით და მთავარი აქცენტი სწორედ იმაზე კეთდებოდა, რომ პრობლემურ კლიენტებთან ერთად დასახულიყო ისეთი სამოქმედო სქემა, რომელიც მათზე არ იმოქმედებდა უარყოფითად. ამავე დროს, მაქსიმალურად ფართვდებოდა ქსელი და ბანკში ინერგებოდა ახალი სისტემები. ~რესპუბლიკას” ახალი საცალო პორტფელი უფრო მოკლევადიანი სესხებისგან შედგებოდა (სამომხმარებლო დაფინანსება, ავტო სესხები) და სწორედ ამით იყო განპირობებული 2009 და 2010 წელს პორტფელის ბუნებრივი ამორტიზაცია. ბანკი ~რესპუბლიკა” სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობით ხსნიდა იმას, რომ მომხმარებელთა დასაცავად გართულდა დაკრედიტების პირობები, რაც მათ დაიცავდა დამატებითი გადახდისუუნარობისაგან. ამის გამო შედარებით შენელდა ახალი პორტფელის განვითარების ტემპიც. სწორედ ამით ხსნიდა ბოლო პერიოდში ~რესპუბლიკა” საკრედიტო პორფელის უარყოფით ევოლუციას და შედეგად მზარდ ზარალიანობას. თუმცა, ფაქტია, დღემდე ამ უარყოფითი ტენდენციის სასიკეთოდ შემობრუნება ვერ მოხერხდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48