ნანახია: 265
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელს, სს „ქართული ფოლადს" ახალი მენეჯმენტი ჰყავს. კომპანიის დირექტორად ირაკლი მეძმარიაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე დავით ვეფხვაძე შეცვალა.
სამეწარმეო რეესტრის ცნობით, ცვლილება 26 სექტემბერს განხორციელდა. დავით ვეფხვაძე „ქართული ფოლადის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
28 სექტემბრის სამეწარეო რეესტრის მონაცემებით, სს „ქართული ფოლადს" 100% წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული „კოლხის ბიზნეს კორპორაციაა". კომპანიის საწესდებო კაპიტალი კი, 100 087 421 ლარს შეადგენს, რაც 1 ლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ აქციად არის დაყოფლი.
სს „ქართული ფოლადში" მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებები 2011 წლის ივლისში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმო პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა.
ცვლილებების შესახებ, „ქართულ ფოლადში" კომენტარს არ აკეთებენ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და კომპანიაზე „თუჯი XXI" პრეტენზიას ბრიტანული კომპანია Thames steel UK Limited აცხადებდა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელი სს „ქართული ფოლადის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო.
კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიუროა დანიშნული, რომლის თანხმობის გარეშეც კომპანიას გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.
კომპანია „ქართული ფოლადის" ახალმა დირექტორმა ირაკლი მეძმარიაშვილმა ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნოემბრის დასაწყისამდე უნდა წარუდგონოს.
„ქართული ფოლადის" კრედიტორთა პირველი კრება 7 ნოემბერსაა დანიშნული.
კომპანიის გაკოტრების საქმის დაწყება და მისი ვალებისგან გათავისუფლება, სავარაუდოდ, მფლობელის შეცვლას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა.
6 ივლისს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც პატარკაციშვილები ტელეკომპანია „იმედსა" და მთაწმინდის პარკზე უარს აცხადებენ, რის სანაცვლოდაც ბიზნესმენის ოჯახი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე მის საკუთრებაში არსებულ ქონებას დაიბრუნებდა.
28 სექტემბრის სამეწარეო რეესტრის მონაცემებით, სს „ქართული ფოლადს" 100% წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული „კოლხის ბიზნეს კორპორაციაა". კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 087 421 ლარს შეადგენს, რაც 1 ლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ აქციადა არის დაყოფლი.
სს „ქართული ფოლადში" მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებები 2011 წლის 7 ივლისის დაიწყო. მანამდე კომპანიის მფლობელი ჯოზეფ კეი იყო.
|