ნანახია: 250
სახელმწიფო ,,მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ჯანმრთელი თაობის" 100%-იან წილს ყიდის.
სამედიცინო ცენტრის საწყისი გასაყიდი ფასი 530 000 ლარით განისაზღვრა, „ბიჯის" ოდებობა კი, 10 000 ლარია.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 30 სექტემბრისთვის, ცენტრს 113 299 ლარის დებიტორული და 41 358 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. ცენტრის კაპიტალის მოცულობა კი, 527 164 ლარია.
სამედიცინო ცენტრის ახალი მფლობელი 10 ოქტომბერს, 17:00 საათისთვის გამოვლინება. მყიდველი ვალდებულია სამედიცინო ცენტრის პროფილი 7 წლის მანძილზე შეინარჩუნოს.
|