ნანახია: 184
საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 1 722 275 400 ლარით არის განსაზღვრული . ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
სამინისტროს მთლიანი ასიგნებებიდან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1 313 272 500 ლარია გათვალისწინებული, მათგან 1 076 170 000 ლარი საპენსიო უზრუნველყოფაზე, ხოლო 224 700 000 ლარი – სოციალურ დახმარებაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ჯანდაცვის პროგრამებისთვის 360 151 800 ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაზღვევაზე - 142 227 500 ლარი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალურ რეაბილიტაციასა და ბავშვთა ზრუნვაზე 12 402 500 ლარია გაწერილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე - 17 253 400 ლარი. სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვაზე სამინისტროს ასიგნებებიდან 10 000 000 ლარია გამოყოფილი.
|