
სს „საქართველოს ბანკმა" საერთაშორისო ფულად გზავნილებზე მუდმივ მომხმარებელს ახალი აქცია შესთავაზა.
Western Union -ის მეშვეობით 300 ლარის/აშშ დოლარის, ან მეტი მოცულობის 5 ტრანზაქციაზე ბანკის კლიენტი კედლის ციფრული საათით დასაჩუქრდება.
აქცია 31 დეკემბრამდეა. საჩუქრების მიღება პირველი ნოემბრიდან დაიწყება.
Western Union-ი გადარიცხვების მოცულობით 38%-იანი წილით ბაზრის ლიდერია.
ჩარიცხვების მიხედვით კი 18,7%-იანი საბაზრო წილით, Unistream-ის შემდეგ, მეორე პოზიციაზე.