ნანახია: 216
ფიზიკური პირების დაკრედიტების ბაზარზე სასესხო განაკვეთები აგვისტოში 1,3 -2,3%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური პირისთვის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული კრედიტის საშუალო წლიური განაკვეთი 25,9%-დან 27,5%-მდეა მომატებული, უცხოურ ვალუტაში 18,3%-დან 19,2%-მდე.
საანგარიშო პერიოდში იურიდიული პირისთვის განკუთვნილი, ლარში დენომინირებული სესხის განაკვეთი 0,2%-ით, 14,6%-მდეა შემცირებული, უცხოურ ვალუტაში კი უმნიშვნელოდ, 0,1%-ით, 13,2%-მდეა გაზრდილი.
აგვისტოში ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი 85 მლნ ლარით (3,1%) არის გაზრდილი და 2,8 მლრდ ლარს აღემატება, იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხების მოცულობა კი მომატებულია 65,9 მლნ ლარით (9,8%), 4,040 მლრდ ლარამდე, რომლის 81,7% უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მოდის
|