
ამერიკელმა მილიარდელმა და ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ნიუ-იორკის საქმიან ქუჩაზე, უოლ სტრიტზე დაიწყო და შემდეგ სხვა ქალაქებზე გავრცელდა.
როგორც BBC-ი სოროსზე დაყრდნობით წერს, მას ესმის გადასახადის გადამხდელების, რომელთა ფული კრიზისისგან დაზარალებული ბანკების დასახმარებლად იხარჯება.
„საჭიროა არა ფულის ჩადება ბანკების კეთილდღეობაში, არამედ მათი ცუდი აქტივებისგან გათავისუფლება და მათთვის მოგების დამოუკიდებლად მიღების საშუალების მიცემა. კრიზისიდან საკუთარი ძლებით გამოსული ბანკები უხვ შემოსავლებს მიიღებენ, საიდანაც ასევე უხვ ბონუსებს გადაუხდიან თანამშრომლებს ", - განაცხადა სოროსმა.
მიმდინარე წლის 2 ქოტომბერს, ნიუ-იორკის პოლიციამ ბრუკლინის ხიდზე მოძრაობის შეწყვეტისთვის „ფინანსური ტერორიზმის" წინააღმდეგ მიმართული აქციის 700 მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები სოციალური უთანასწორობის ზრდას, მაღალ უმუშავრობას და ასევე იმას აპროტესტებენ, რომ აშშ-ის მთავრობა ძირითადად მსხვილ კორპორაციებს ეხმარება. დემონსტრანტები 5 ოქტომბერს უფრო მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ