"საქართველოს ბანკი" 2008 წლის შედეგებს აცხადებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ბანკი" 2008 წლის შედეგებს აცხადებს
ნანახია: 697

სს "საქართველოს ბანკმა" საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების მიხედვით მისი საქართველოში საბანკო საქმიანობის 2008 წლის შედეგები გამოაცხადა. 2008 წლის წმინდა მოგებამ 22.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2008 წელს წმინდა საპროცენტო მოგება 2007 წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და 197.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა არა-საპროცენტო მოგება 37.9%-ით გაიზარდა და 80.4 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, მთლიანმა საოპერაციო მოგებამ 277.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2007 წელთან შედარებით50.6%-იანი ზრდაა. მთლიანმა საოპერაციო ხარჯებმა 121.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკის მთლიანმა აქტივებმა 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.0 მილიარდი ლარი შეადგინა და 2007 წელთან შედარებით 18.8%-ით გაიზარდა. წმინდა სესხებმა 1.9 მილიარდი ლარი შეადგინა და 2007 წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. 2008 წლის მეოთხე კვარტალში ბანკის დეპოზიტები 95.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის სააქციო კაპიტალი 2007 წელთან შედარებით 33.1%-ით გაიზარდა და 688.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. სააქციო კაპიტალის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო 2008 წლის თებერვალში დამატებითი სააქციო კაპიტალის მოზიდვით (100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით).
2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საშუალო ლიკვიდურობის მაჩვენებელი 27.3%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-ს. 2009 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, პირველადი კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელმა 15.8% შეადგინა, ხოლო მთლიანმა კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელმა 16%.

2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით "საქართველოს ბანკის" საბაზრო წილი შემდეგნაირად გამოიყურება - მთლიანი აქტივების 33%, მთლიანი სესხების 33% და დეპოზიტების მიხედვით 29%.

"მოხარული ვართ, რომ გლობალური ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, "საქართველოს ბანკს" ძლიერი მაჩვენებლები აქვს, მათ შორის მომგებიანობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მეოთხე კვარტალში "საქართველოს ბანკმა" წარმატებით განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რამაც ბანკის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. დეკემბერში ბანკმა EBRD, IFC და OPIC-ისგან 239 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო. 2009 წლის 5 მარტის მდგომარეობით, ამ თანხიდან 189 მილიონი აშშ დოლარი ათვისებულია. 50 მლნ აშშ დოლარის ათვისება კი მარტის ბოლოს მოხდება. მოზიდული თანხები საქართველოს საბანკო ბაზარზე "საქართველოს ბანკის" პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს", განაცხადა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა ენუქიძემ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48