
სასაქონლო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება, რაც საქართველოს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა. საცალო ქსელში ყველა სახის საწვავზე ფასი ლიტრზე 5 თეთრით შემცირდა.
”ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადგილობრივი ბაზარი პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებასთან და იქ მიმდინარე ტენდენციები დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ, ჩვენს ადგილობრივ ბაზარზეც აისახება”, - აცხადებენ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
დღეის მონაცემებით, "სუპერის" ტიპის ბენზინი - 2.25 - 2.30 ლარი ღირს, "პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 2.18 - 2.25 ლარი, "ევრო რეგულარი" - 2.05 - 2.10 ლარი,
"რეგულარი" - 2.05 ლარი, ევრო დიზელი - 2.30 ლარი, ხოლო დიზელი (ლ-62) - 2.10 - 2.15 ლარი.