საქართველოს მაჩვენებელი "ჯინის“ კოეფიციენტის მიხედვით 40.8 პროცენტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს მაჩვენებელი "ჯინის“ კოეფიციენტის მიხედვით 40.8 პროცენტია
ნანახია: 269

საქართველოს მაჩვენებელი "ჯინის“ კოეფიციენტის მიხედვით 40.8 პროცენტია "საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია ეკონომიურად ძალიან კარგ მდგომარეობაში, ხოლო უდიდესი ნაწილი ღარიბია“

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი გამოაქვეყნა. ასე ჰქვია სტატისტიკურ ინდიკატორს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობას ასახავს. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი 40 ქულით ფასდება და ის თურქეთისა და რუსეთის მაჩვენებელს უახლოვდება.
საქართველოს კოეფიციენტი 40.8 პროცენტი გახლავთ და ეს, კიდევ ერთხელ, იმაზე მიუთითებს, რომ საშუალო ფენა არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული.
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ოფიციალური სტატისტიკის გაანალიზება სცადა და ის გასულ კვირაში ერთ-ერთ გამოცემაში გამოაქვეყნა სახელწოდებით – „საქართველოს ეკონომიკური პრესპექტივა“. კვლევაში ძირითადი ყურადღება ეთმობა შემოსავლების უთანასწორობას და „ჯინის“ კოეფიციენტს. თუ რას ნიშნავს „ჯინის“ კოეფიციენტი, ამის შესახებ ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვლადიმერ უგულავა განმარტავს:
„ჯინის კოეფიციენტი არის ქვეყანაში შემოსავლების თანაბრად გადანაწილების საზომი. იგი იზომება 0-დან 100-მდე ან 0-დან 1-მდე. რაც უფრო ახლოს არის მონაცემი 0-თან, ე. ი. არის აბსოლუტურად თანასწორი გადანაწილება. რაც უფრო უახლოვდება 1-ს, ანუ 100 პროცენტს, არის აბსოლუტურად უთანასწორო გადანაწილება“.
საქართველოსთვის „ჯინის“ კოეფიციენტის დასადგენად ვლადიმერ უგულავას ორგანიზაციამ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გამოიყენა და გაირკვა, რომ საქართველოში შემოსავლების გადანაწილების მაჩვენებელმა 40.8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ციფრი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს და შემოსავლების დიდ ნაწილს მხოლოდ მდიდრების ფენა იღებს. საინტერესოა ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას კომენტარი:
„სიტუაცია ასეთია, ჩვენ გვყავს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც ეკონომიურად არის ძალიან კარგ მდგომარეობაში და უდიდესი ნაწილი ღარიბია. განსაკუთრებით დაზარალდა მოსახლეობის საშუალო ფენა, ბოლო პერიოდის ინფლაციასთან დაკავშირებით, როდესაც მათი შემოსავლები არ იზრდება, ხოლო ფასების მატების პერიოდში მათი რეალური შემოსავლები აშკარად მცირდება. შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს, საშუალო ფენის პრობლემა“.
კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი..
ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლების მდგომარეობის დასადგენად, საქართველოს სტატისტიკის სამსახური სხვა მეთოდოლოგიას იყენებს. „საქსტატის“ ხელმძღვანელის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, მისი სამსახური მოსახლეობის საშუალო მოხმარების მედიანას იკვლევს, რომელიც მოსახლეობის უთანაბრობას აჩვენებს:
„მედიანა არის, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე სტრატად, ვიღებთ საშუალო მოხმარებას და ვიღებთ იმის 60 პროცენტის და 40 პროცენტის ქვევით მყოფ მოსახლეობას, რომელიც გვაჩვენებს უთანაბრობას. კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი“.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48