
გერმანიის ორმა ფინანსურმა ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის გამოყენებაზე, რათა ევროზონის გადასარჩენად კრედიტის აღებით ფონდი გაეზარდათ. ამით, მათ უარყვეს აშშ-ს სახაზინო მდივანის ტიმოთი გეითნერის შემოთავაზება.
ევროპის წამყვანმა ფინანსისტებმა პოლონეთში მოაწყვეს ორდღიანი შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო ბატონი გეითნერი, სადაც განაცხადეს, რომ 18-თვიანი ვალის კრიზისი არ იძლევა საშუალებას გადასახადები შემცირდეს ან დამატებითი ხარჯები გაიწიოს, რათა ეკონომიკა სტაგნაციისგან იხსნან.
გერმანიის პოზიცია იწვევს რისკს, რადგან ამ პოზიციის წყალობით ევროზონა რჩება ესპანეთსა და იტალიაში კრიზისის აღსაკვეთად საჭირო ბერკეტების გარეშე. გეიტნერმა შესთავაზა 2008 წელს მის მიერ ნიუ იორკში გამოყენებული პოლიტიკა, რომლის მიხედვით ევროპის ცენტრალური ბანკთან პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა 440 მილიარდი ევროს მიღება – განაცხადა ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა მაიკლ ნონანმა.
"ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის ერთადერთი მიზანია შტატების დაფინანსება. დღემდე ეს კაპიტალის ბაზრის დახმარებით ხორციელდება", – განუცხადა რეპორტიორებს ბუნდესბანკის პრეზიდენტმა. "ამ ქმედების ცენტრალური ბანკის საშუალებით განხორციელება წარმოადგენს სახელმწიფო დაფინასნებას", – რაც ევროკავშირის წესების მიხედვით აკრძალულია.
"არაწევრი ქვეყნები"ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას ხელმძღვანელობს, განაცხადა: "ჩვენ არ განვიხილავთ ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის გაზრდას ევროზონის არაწევრი ქვეყნებისთვის”. ამის ნაცვლად, მინისტრები სთავაზობენ იყიდონ აქციები მეორად ბაზარზე, სთავაზობენ პრევენციულ საკრედიტო ხაზებით სარგებლობასა და ბანკის რეკაპიტალიზაციის საშუალებების შექმნას. "ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რეალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მონეტარული პოლიტიკის საშუალებებით გადაიჭრება", – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა შეკრების შემდეგ, `ეს არასდროს ყოფილა ევროპული მოდელი, და არც არასდროს იქნება”. გერმანელი პოლიტიკოსებიც სრულად გამორიცხავენ დაკრედიტების იდეას, ამბობენ რა, იდეის რეალიზება მის განხორციელებაზეა დამოკიდებული. მიუღებელია ევროპის ცენტრალური ბანკის მსგავსი ოპრეაციებით რისკების ქვეშ დაყენება – აცხადებენ გერმანელები.
ევროპა წარმოგვიდგენს მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკს შორის მიმდინარე კონფლიქტების სურათს, არ იშურებენ რა ძალისხმევას ეკონომიკის უფრო მყარ საფუძველზე დასამყარებლად.
დიდი კითხვის ნიშნები2011 წლის მეორე ნახევარში ევროპის ეკონომიკა ძლივს იზრდება, საბერძნეთისთვის, ირლანდიისა და პორტუგალიისთვის გამოყოფილმა 256 მილიარდმა ევრომ სავალო "ხანძარი" ვერ ჩააქრო.
ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის დახმარებით გერმანიის საკრედიტო რისკმა შესაძლოა 465 მილიარდ ევროს მიაღწიოს.
გერმანელები აცხადებენ, რომ ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის ბანკის ლიცენზიას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ, რაც შესაძლებელია ევროპის ცენტრალური ბანკისთვის რეფინანსირების საშუალება გახდეს.
ევროპის ცენტრალური ბანკი სხვა წამყვან ცენტრალურ ბანკებს სესხებს სთავაზობდა დოლარში, რათა ლიკვიდურობის კრიზისი დაეძლია. ევროპული ბანკებს სამი წლის განმავლობაში მაღალი დანახარჯების გაწევა მოუწიათ აშშ დოლარის შესაძენად.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წინა თვეში დაიწყო იტალიური და ესპანური სახელმწიფო ბონდების ყიდვა, მას შემდეგ რაც კრიზისმა ევროზონის ისტორიაში რეკორდებს მიაღწია. სწორედ 10 მაისიდან (2011) მოყოლებული ფრანკფურტში არსებულმა ცენტრალურმა ბანკმა ბონდების შესაძენად 143 მილიარდი ევრო დახარჯა მიმდინარე წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.