PASHA Bank-ი: საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესზე ვიქნებით ორიენტირებული » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : PASHA Bank-ი: საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესზე ვიქნებით ორიენტირებული
ნანახია: 332

"ქართული საბანკო სექტორი იმდენადაა განვითარებული, რომ სიახლეების დანერგვა შეზღუდულია"
PASHA Bank-ი: საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესზე ვიქნებით ორიენტირებული
PASHA Bank-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი commersant.ge-სთან საუბარში ბანკის მიერ ქართული ბაზრით დაინტერესების მიზეზებსა და გეგმებს განმარტავს.

აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი PASHA Bank-ი საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნას გეგმავს. ბანკის ამოქმედება 2012 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. საუბარია PASHA Bank-ის შვილობილი ბანკის PASHA Bank Georgia-ს შექმნის შესახებ.

გთავაზობთ ინტერვიუს ბანკის სათაო ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან ალია მამედოვასთან.

- რით არის საინტერესო ქართული ბაზარი ისეთი მსხვილი აზერბაიჯანული ბანკისთვის, როგორიც PASHA Bank-ია?

- საქართველო ერთ-ერთია იმ ბაზრებს შორის, რომელთა მიმართულებითაც აზერბაიჯანის კერძო სექტორის მსხვილი მოთამაშეები თავიანთ საქმიანობას აქტიურად ავითარებენ. არსებობს მთელი რიგი ერთობლივი პროექტებისა ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კულტურის და სხვა სფეროებში. შედეგად, კაპიტალდაბანდებების მოცულობით აზერბაიჯანელი ინვესტორები საქართველოში დასავლეთის ქვეყნებთან ერთად ლიდერის პოზიციებზე გადიან. ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მეზობელ ქვეყანაში უკვე არიან PASHA Bank-ის კლიენტები. ჩვენ ვიზიარებთ მათ რწმენას და დაინტერესებას საქართველოს ჰიდროენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროების დიდი კომერციული პოტენციალის მიმართ. არ შეიძლებოდა, ამ ფაქტორებს გავლენა არ მოეხდინა ჩვენი ბანკის ხელმძღვანელობის გეგმებზე ბიზნესის გაფართოების შესახებ. სწორედ ამის შედეგია საქართველოში ბანკის წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება.

- კონკრეტულად, რა გეგმებით მოდის „ფაშა ბანკი“ ქართულ ბაზარზე?

- საშუალოვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ შვილობილი ბანკის შექმნას. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი წარმომადგენლობის საშუალებით ქართული ბაზრისა და საბანკო სექტორის შესწავლას ვგეგმავთ. ვაპირებთ კონკურენტების ანალიზსა და პოტენციური კლიენტების ბაზის შესწავლას. გვსურს, შევქმნათ წარმატებული ბიზნეს-სტრატეგია და ბაზა, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი საბანკო ოფისის შექმნისთვის.

- რა სეგმენტზე იმუშავებს თქვენი ბანკი?

- მიუხედავად PASHA Bank-ის არცთუ დიდი ხნის არსებობისა, მან აზერბაიჯანში კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო ფინანსური პარტნიორის იმიჯი მოიპოვა. ამიტომ კორპორატიული სექტორი ქართულ ბაზარზეც პრიორიტეტად დარჩება. დღეს ჩვენ მკვეთრად ვართ ორიენტირებულნი მსხვილ და საშუალო ბიზნესზე იმ სეგმენტებში, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე. თუმცა ვფიქრობთ, რომ კლიენტების უფრო დეტალური პროფაილი თავად ბაზრის პოტენციალის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება.

- რა პროდუქტებს შესთავაზებთ ქართველ კლიენტებს?

- საბანკო სფეროს ახალი პროდუქტები, ძირითადად, ტრადიციული პროდუქტების ირგვლივ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას გულისხმობს. საქართველოს საბანკო სექტორი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წინ წასული პოსტსაბჭოთა სივრცეში საბანკო პროდუქტების ტექნოლოგიურობის თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, ვაცნობიერებთ, რომ თქვენს ბაზარზე პროდუქტების ხაზში სრული სიახლეების შექმნაში შეზღუდულები ვართ. თუმცა ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს განზრახული, მომავალშიც დავიმკვიდროთ ადგილი, როგორც ინოვაციების ერთგულმა ბანკმა, რაც საბოლოო ჯამში კლიენტების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ბანკს საშუალებას მისცემს, იყოს ეფექტური შუამავალი ორ მეზობელ ბაზარს შორის სასარგებლო გამოცდილების გაზიარებაში.

commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48