საქართველოს ბანკმა წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები შეაჯამა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს ბანკმა წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები შეაჯამა
ნანახია: 288

ბანკის მთლიანი აქტივები მიმდინარე წლის დასაწყისიდან 4%-ით გაიზარდა და 4 მილიარდი ლარი შეადგინა

ბანკის წმინდა მოგება 135,5%-ით გაიზარდა


2011 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 87.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა საქართველოს ბანკის 2011 წლის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
2011 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ბანკის მთლიანმა საოპერაციო შემოსავალმა 164.6 მილიონი ლარიშეადგინა, ხოლო მთლიანმა საოპერაციო ხარჯმა 71,4 მილიონი ლარი. აღასანიშნავია, რომ ხარჯების მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13% %-ით გაიზარდა, რაც გამოიწვია თანამშრომელთა რაოდენობისა და ბანკის საკრედიტო აქტივობის ზრდამ. ბანკის წმინდა სარეზერვო ხარჯმა საანგარიშო პერიოდისთვის 3.6 მლნ ლარი შეადგინა.
ირაკლი გილაურის ინფორმაციით, გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და ბანკის საკრედიტო აქტივობაც. ბანკის მთლიანი აქტივები, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 4%-ით გაიზარდა და 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 4 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება, ბანკის წმინდა სესხებს, ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 32.4%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან 11%-იანი ზრდაა. კორპორატიული საბანკო საქმიანობის წმინდა სესხები კი წლის დასაწყისიდან 13.7%-ით გაიზარდა და 1.356.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.1%-იანი ზრდაა. შედეგად, ?აქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის საბაზრო წილმა 50% შეადგინა.
2011 წლის მეორე კვარტალში, ?აქართველოს ბანკის კლიენტთა დეპოზიტებმა 2,070.4 მილიონ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 54.2%-ით მეტია. აქედან, საცალო საბანკო საქმიანობის წმინდა სესხებმა შეადგინა 1,061.2 მილიონი ლარი, რაც 9,4 %-იანი ზრდაა წლის დასაწყისისდან, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 25%-იანი ზრდა. კორპორატიული საბანკო საქმიანობის წმინდა სესხები კი წლის დასაწყისიდან 13.7%-ით გაიზარდა და 1.356,6 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება დაგროვილი ქონების მართვის კლიენთა დეპოზიტებს, 2011 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი ამ წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა და 304.4 მილიონი ლარი შეადგინა. უცხოელი კლიენტებისაგან შემოსულმა დეპოზიტები, დაგროვილი ქონების მართვის მთლიან კლიენტთა დეპოზიტების 66%-ზე მეტია.
’საქართველოს ბანკის ბანკის გენარელური დირექტორის ინფორმაციით, გაზრდილია ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ბარათების რაოდენობაც და მათი რიცხვი 109.706-ს შეადგენს. აქედან American Express საკრედიტო ბარათების რაოდენობა, მათი გამოშვების დღიდან , უკვე 78.024 შეადგენს. ბანკმა ასევე გაზარდა მომენტალური განვადების მომსახურების პუნქტების რაოდენობა და ახლა მომსახურება 242 მერჩანტს მოიცავს. მომენტალური განვადების მომსახურების ფარგლებში გაცემულმა დაკრედიტებამ 10.5 მილიონ ლარს მიაღწია.
2011 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ბანკმა გასცა 43 მილიონი ლარის მოცულობის იპოთეკური სესხი, რაც ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის 55%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ მიკრო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და 2011 წლის მეორე კვარტალში გავეცით 114.1 მილიონი ლარის მოცულობის მიკროსესხი, რაც ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით 22.1%-იანი ზრდაა. ჩვენ თითქმის 20 მილიონი ლარის მოცულობით დავაფინანსეთ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში ბანკის მუშაობის კარგი შედეგები და პოზიტიური მაკროეკონომიკური პერსპექტივა იძლევა საფუძველს, რომ წლის მეორე ნახევარში, ბანკმა ძლიერი შედეგები აჩვენოს, როგორც საბალანსო უწყისის ზრდის, ისე შემოსავლიანობის თვალსაზრისით, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მაგდა ლორთქიფანიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48