ნანახია: 209
პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ბანკი ისვ ზარალიანი ბანკების სიაშია””სს ~ინვესტბანკის” აქტივები აგვისტოში 7,8 მლნ ლარით, 23,5 მლნ ლარამდე გაიზარდა (01/08/11-15 675 425 ლარი). საანგარიშო პერიოდისთვის კლიენტების დეპოზიტები 4,3 მლნ ლარით (01/08/11- 2,9 მლნ ლარი), საკრედიტო პორტფელი 4,764 მლნ ლარით განისაზღვრება (01/08/11-3,8 მლნ ლარი). პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკის ზარალი 509 146 ლარია (01/08/11-383 504 ლარი). აგვისტოს ბოლოდან ბანკს მართავს განახლებული სამეთვალყურეო საბჭო, პოურია ნაიების ხელმძღვანელობით. საკადრო ცვლილებები ბანკის მსხვილი აქციონერის KSN Foundation -ის (70%) მიერ ახლადდანიშნული მმართველი ჯგუფის რეკომენდაციით განხორციელდა. KSN Foundation -ი `ინვესტბანკის” აქციებს 2008 წლის ოქტომბრიდან ფლობს (ბანკი ბაზარზეა 2003 წლიდან). 30% TRENDFOR HOLDING LTD-ის საკუთრებაა.
|