ნანახია: 718
საბანკო სექტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ (არარეზიდენტ ბანკებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 5,9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25,5%-ით აღემატება, აქედან, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 1,6 მლრდ. ლარს უტოლდება, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები - 4,3 მლრდ. ლარია. საანგარიშო პერიოდში, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე კომერციულ ბანკებს გაცემული ჰქონდათ 649,2 მლნ. ლარის სესხები, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18,2%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით - 2,6 მლრდ. ლარის სესხები და შესაბამისად, 24,7%-ით მეტი.
ენერგეტიკის სექტორი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (ევრობანკი) საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტების დაფინანსების მიზნით, "ბანკ რესპუბლიკა" -ზე 5 მლნ. აშშ დოლარის სესხს გასცემს. "ბანკი რესპუბლიკას" ინფორმაციით, ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება კერძო სექტორში მოქმედი სამრეწველო სუბიექტებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების დასაკრედიტებლად, ენერგიის რაციონალური მოხმარების მხარდაჭერის მიზნით. "ბანკი რესპუბლიკას" ცნობით, აღნიშნული კრედიტი ადგილობრივი მეწარმეებისა და ფიზიკური პირების მიერ ქვეყნის ენერგორესურსებით უკეთესი სარგებლობის სტიმულირების მიზნით იქნა შემუშავებული. ქვესესხების ზედა ზღვარი 2,5 მლნ. აშშ დოლარია.
ინდექსები 2_6 მარტის ინდექსების ცვლილება ასეთია _ G&თ Iნდეხ (Gელ)-ის მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 129,31-ს შეადგენდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 7,25%-ით ნაკლებია. კვირის განმავლობაში მაჩვენებლის ცვლილება არ დაფიქსირებულა და კვირის ბოლოს ის კვლავ 129,31 იყო. NASDAQ-ის დაS&P 500-ის შემთხვევაში, ცვლილებები მთელი კვირის განმავლობაში არ ყოფილა. Dოწ ჟონეს ინდექსმა ორშაბათს 7,062.92-ს შეადგენდა, ხოლო შემდგომ 0,55%-ით შემცირდა, კვირის ბოლოს კი 6,875.84 დაფიქსირდა.
ეროვნული ვალუტის კურსები გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის ღირებულება უცხოურ ვალუტასთან შედარებით მკვეთრად არ შეცვლილა. კვირის დასაწყისში ლარის კურსი 1 აშშ დოლარის მიმართ 1,6840 იყო, მომდევნო დღეებში პროცენტულმა ზრდამ ჯერ 0,4%, ხოლო შემდეგ 0,1% შეადგინა, საბოლოოდ კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6950 ლარი გახდა. რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილებას ევროსთან, აქაც დაფიქსირდა გაცვლითი კურსის მერყეობა, თუმცა უმნიშვნელოდ, თუ კვირის დასაწყისში ცვლილებამ 0,4%-იანი შემცირება გამოიწვია და 1 ევროს ფასი 2,1308-დან 2,1213-მდე შემცირდა, კვირის ბოლოს 0,8%-იანმა ზრდამ ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 2,1374 გახადა.
მსოფლიო ფასები წინა კვირის მაჩვენებლების მიხედვით ნავთობის ფასის ცვლილება არ მომხდარა და ის ისევე როგორც კვირის დასაწყისში, კვირის ბოლოსაც 45,40 აშშ დოლარი იყო (1 ბარელი 158,987 ლიტრი). რაც შეეხება ოქროს ფასს, თავდაპირველად იგი 0,6%-ით გაიზარდა, შემდეგ 2,7%-ით, საბოლოოდ 1 უნცია ოქროს ფასი 913,25 აშშ დოლარი გახდა (1 უნცია 28,3 გრამი). ვერცხლის ფასი წინა კვირის დასაწყისში 4,1%-ით შემცირდა, საბოლოოდ მისი ღირებულება 2,2%-ით გაიზარდა, თუ ორშაბათს 1 უნცია ვერცხლი 13,14 აშშ დოლარი ღირდა, კვირის ბოლოს მისი ფასი 13,15 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სპილენძის ფასი კვირის დასაწყისში 1,5%-ით, შემდეგ 2,1%-ით შემცირდა, თუმცა საბოლოოდ 1,9%-ით გაიზარდა და 1 კგ. სპილენძის ფასმა 3,545 აშშ დოლარს მიაღწია.
ნინო თამაზაშვილი
|