"ფაშა ბანკის" ორიენტირი კოორპორატიული მიმართულება იქნება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ფაშა ბანკის" ორიენტირი კოორპორატიული მიმართულება იქნება
ნანახია: 548

"ფაშა ბანკის" ორიენტირი კოორპორატიული მიმართულება იქნება "HSBC ბანკის გადაწყვეტილება ქართული ბაზრის დატოვების შესახებ, კონკურენციის საკითხი იყო"

ქართულ საბანკო სივრცეში ბოლო დროს ორი სერიოზული მოვლენა მოხდა. ქვეყნიდან გადის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი HSBC. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანკი საქართველოში პრაქტიკულად არ აქტიურობდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ კოორპორატიულ კლიენტებს ემსახურებოდა, მისი გასვლა საფინანსო ბაზრიდან, ბანკის საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე, სერიოზული დანაკარგია. ბოლო დროის კიდევ ერთი სიახლე ქართულ საბანკო სისტემაში ისაა, რომ აქ შემოსვლით დაინტერესდა აზერბაიჯანული "ფაშა ბანკი". ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანმა მსოფლიო საფინანსო კრიზისი მსუბუქად გადაიტანა და როგორც ვხედავთ, დღეს აზერბაიჯანული საფინანსო ინსტიტუტები ქართული ბაზრითაც დაინტერესდნენ. ამ მოვლენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და ვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით "ბანკები და ფინანსები" ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელს ზურაბ გვასალიას ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, დავიწყოთ HSBC ბანკის ქართული საბანკო სისტემიდან გასვლით. თქვენი პოზიციით, რატომ ვერ შევიდა ის სხვა ბანკებთან რეალურ კონკურენციაში, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ქართული საბანკო სისტემის თამაშის წესები მისთვის მიუღებელი იყო, ვგულისხმობ საკრედიტო პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის ზოგად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მაგალითად ინფლაციას.
- მიმაჩნია, რომ აქ არც მაკროპარამეტრები და, მით უმეტეს, ინფლაცია არაფერ შუაშია. ორივე ეს მაჩვენებელი ნორმალურ ფარგლებშია, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპები. აღნიშნული ფაქტორები, რომ მიუღებელი იყოს, ანალოგიური პრობლემები უცხოური კაპიტალით შექმნილ სხვა ბანკებსაც შეექმნებოდათ და ამ ბანკების რიცხვი არც თუ მცირეა.
უფრო მეტიც, მაშინ არც ახალ მოთამაშეებს მოუნდებოდათ აქ შემოსვლა, მოგეხსენებათ საქართველოში შემოსვლას აპირებს ერთ-ერთი წამყვანი აზერბაიჯანული ბანკი.
რაც შეეხება გასვლის მიზეზებს, ეს, ჩემი ღრმა რწმენით, HSBC ბანკის გადაწყვეტილება, ქართული საბანკო სისტემის დატოვების შესახებ, წმინდა კონკურენციის საკითხებს ეხება. მოგეხსენებათ, "ეიჩ ეს ბი სი ბანკი" კორპორატიული კლიენტურის მომსახურებაზე იყო ორიენტირებული და ძირითადად სავაჭრო ოპერაციებს აფინანსებდა. ასეთ შემთხვევაში ამ ტიპის კლიენტურა საკმაოდ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს და რაც დრო გადის და ბიზნესი მსხვილდება, დაფინანსების ალტერნატივაც მატულობს. ბანკს რომ ბაზარზე დარჩენა არ სდომოდა, იგი ბოლო ერთი წლის მანძილზე საკრედიტო პორთფელს თითქმის ორჯერ არ გაზრდიდა. შესაბამისად, მისი მოგება არ იყო მცირე. 2 მლნ ლარამდე მოგების მაჩვენებელი აქტივებთან მიმართებაში 6, 5 %–ს შეადგენს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
საქმეც იმაშია, რომ თუ ბანკს სურდა შემდგომი წარმატებული ფუნქციონირება და წამყვანი ქართული ბანკებისთვის კონკურენციის გაწევა, მას აუცილებლად მოუწევდა საფინანსო რესურსების კიდევ უფრო გაზრდა, რაც, ჩემი აზრით, იყო კიდეც მთავარი მიზეზი ბანკის საქართველოს ბაზრიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას.
ნებისმიერი ბანკი, მით უმეტეს წარმატებული ევროპული საბანკო ინსტიტუტი, როდესაც ტრანსფორმირებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ბაზარზე შედის, ინვესტიციებს აბანდებს გრძელვადიანი გათვლებით, მათ შორის, პირველ რიგში, რისკების გათვლის კუთხითაც და შესაბამისი პერიოდის ბიზნესგეგმით. ბუნებრივია, საკრედიტო პოლიტიკაც და საპროგნოზო საპროცენტო განაკვეთებიც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია და ბანკს ეს უნდა გაეთვალისწინებინა, მით უმეტეს ქართული ბიზნესიც ვითარდება და ის აღარ არის, რაც თუნდაც ხუთი ან ორი წლის წინ იყო. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, არც თუ მცირეა იმ მსხვილი საბანკო და არასაბანკო კორპორაციების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ფილიალები დახურეს. აქედან გამომდინარე, არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანიის თავდაპირველი გეგმები და საპროგნოზო გათვლები ნაკლებ თავსდება არსებულ რეალობასთან ან მის კორექციას საჭიროებს.

- საქართველოში შემოსვლას აპირებს აზერბაიჯანული ბანკი, ზოგადად როგორი პრინციპით მუშაობს აზერბაიჯანის საბანკო სისტემა, რა მიმართებაა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის და როგორ გადაიტანა აზერბაიჯანულმა საბანკო სისტემამ საფინანსო კრიზისი?
- უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის საბანკო სისტემა ბევრი ნიშნით ჰგავს ჩვენსას, რადგან მის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) რეკომენდაციებმა. მართალია, აზერბაიჯანის საბანკო სისტემა ქართული საბანკო სისტემის იდენტური არ არის, მაგრამ ესეც ბუნებრივია. არც ჩვენი საბანკო სისტემა არ არის ევროპული საბანკო სისტემის იდენტური, მაგრამ ბევრი რამ აქვს საერთო. მაგალითისთვის, საქართველოში ყველა საბანკო დაწესებულებისთვის სავალდებულოა იურიდიულ სამართლებრივი ფორმით იყოს სააქციო საზოგადოება, საკუთრების ფორმით კი კერძო, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, და იგივე აზერბაიჯანში, საკითხი ასე არ დგას და კერძო ბანკებთან ერთად არიან შერეული საკუთრების ან სულაც სახელმწიფო კაპიტალით შექმნილი სპეციალიზებული ბანკები. იგივე შეიძლება ითქვას ლიცენზირების წესებზეც, რომელიც ჩვენთან უნივერსალურ პრინციპზეა აგებული, ხოლო ევროპაში უმეტესწილად დიფერენცირებულია. მაგალითად. აზერბაიჯანში ამ სახის ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი – "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი".
ეს თანაბრად ეხება როგორც საბანკო კანონმდებლობას, ასევე ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ ნორმატივებს, რომლებიც ეყრდნობა ბაზელის საერთაშორისო საბანკო კომიტეტის რეკომენდაციებს კაპიტალის ადეკვატურობაზე და რისკების დეფინიციებზე.
აზერბაიჯანის საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი პოზიტივია დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის არსებობაც, რაც მის განვითარების ხასიათზე მიუთითებს.

- როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანში არსებობს წარმოების განვითარების ხელშეწყობის ნაციონალური ფონდი, რომლის საშუალებით, ბანკები ბიზნესს კრედიტებს 4-6%-ად გასცემენ. თუ ასეთი დაბალი პროცენტით არის კრედიტის გაცემა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შესაძლებელი, რატომ არ ვითარდება მსგავსი ფონდები ჩვენთან?
- საკრედიტო რესურსების ფასს ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, განსაზღვრავს პასივების ღირებულება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ 4%-იან ან თუნდაც 6%-იან კრედიტზე, უნდა ვიცოდეთ, რომ დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შედარებით დაბალია აზერბაიჯანში, ვიდრე ჩვენთან. დასამალი არ არის, რომ ფინანსური რესურსების ფასს დიდწილად განსაზღვრავს ენერგეტიკა, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. სხვა მხრივ აზერბაიჯანული ბანკების საკრედიტო პორთფელი ეკონომიკის სექტორული დაფინანსების თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება ქართული ბანკების საკრედიტო პორთფელისგან, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი ვაჭრობის დაფინანსებაზე მოდის. ძირითადად ამის შედეგია, რომ ხშირად ამ საკითხში გაუთვითცნობიერებუი ადამიანი ვერ იგებს და სვამს კითხვას – როგორ შეიძლება ბანკი დეპოზიტებს იღებდეს 15 %-ში და სესხებს გასცემდეს უფრო იაფად 12 %-ში? მართალია, ბანკები იზიდავენ შედარებით იაფ რესურსებს საერთაშორისო ბაზრებიდან `ლიბორ~–ის განაკვეთით, ან იღებენ საკრედიტო ხაზებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მაგ: `იბიარდის~ კრედიტებს, მაგრამ კრედიტის თვითღირებულებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, მოზიდული სახსრების საშუალო ფასი, რასაც ემატება სხვა არასაპროცენტო ხარჯები, მათ შორის ხელფასები, რეკლამა თუ საოპერაციო ხარჯები. ამასთან, ამ სახის პასივები, როგორც წესი, მიზნობრივია და იპოთეკური ბაზრის ან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ხმარდება და ბანკმა რომც მოინდომოს, მას სამომხმარებლო კრედიტად ვერ გასცემს.
რაც შეეხება წარმოების განვითარების ხელშეწყობის ნაციონალურ ფონდს, ამ სახის საკრედიტო პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობდა და არსებობს, ზოგან გაამართლა, ზოგან ნაკლებად. მაგალითისათვის. მსოფლიოს საბანკო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ექსიმ ბანკების პრაქტიკა, რომლებიც სახელმწიფო ბანკები არიან და იაფი კრედიტებით ექსპორტ–იმპორტის ოპერაციებს აფინანსებენ. ამ სახის პრაქტიკა საქართველოშიც იყო ოღონდ იგი იაფი კრედიტის სახელით არის ცნობილი.

ზოგიერთი ექსპერტისაგან განსხვავებით მიმაჩნია, რომ ამ პროგრამამ თავისი მისია შეასრულა და დღეს ის საწარმოები, რომლებმაც იგი მიიღეს, წარმატებით ვითარდებიან.
- როგორ პერსპექტივას ხედავთ ფაშა ბანკისთვის საქართველოს რეალობაში. ქართული საბანკო სისტემა და აზერბაიჯანული განსხვავებული პრინციპით მუშაობს. ბუნებრივია, ფაშა ბანკი ვერ შეძლებს 4-6 %-იანი კრედიტების გაცემას ჩვენთან. ხომ არ ელის მასაც HSBC -ის ბედი?
- ეს საპროცენტო განაკვეთებიც ცოტა არ იყოს გაზვიადებულია. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ აზერბაიჯანული ბანკების საიტებზე და ნახავთ, რომ 4–6%-იან ბიზნესსესხებს კერძო კომერციული ბანკები, სახელმწიფო ბანკისაგან, იგივე აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ გასცემენ და 14%-იან ან თუნდაც 12%-იან ბიზნესსეხებს წამყვანი ქართული ბანკებიც გასცემენ "პრაიმ რეიტის" პრინციპით თავიანთ კლიენტურაზე, ხოლო ინსაიდერული კრედიტები კიდევ უფრო დაბალ პროცენტში გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ "ფაშა ბანკი' აზერბაიჯანში ერთ-ერთი წარმატებული ბანკია, რომელიც წამყვანი ბანკების ხუთეულში შედის და გარდა წმინდა საბანკო მომსახურებისა, მრავალ სოციალურ და კულტურულ ღინისძიებას აფინანსებს. ცნობისათვის, მიმდინარე წლის მაისში, 20 წლიანი პაუზის შემდეგ, გრიბოედოევის თეატრის მცირე დარბაზში, აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული თეატრის დასი სარეპერტუარო სპექტაკლს - `მინდა ვიყიდო ქმარი” (მიხაილ ზადორნოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით) წარმოადგინა, რომლის რეჟისორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, დიდების ორდენის კავალერი ალექსანდრე შაროვსკი იყო.
საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული თეატრის სტუმრობა თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და "თიბისი ბანკისა” და სწორედ აზერბაიჯანული ბანკის "ფაშა ბანკის" დაფინანსებით განხორციელდა.
სააქციო საზოგადოება "ფაშა ბანკი" (Pasha Bank) რომელიც შედის "ფაშას" კომპანიების ჯგუფში, დაფუძნდა 2007 წელს და საბანკო ოპერაციებს აწარმოებს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ 2007 წლის 28 ნოემბერს გაცემული # 250 ლიცენზიის საფუძველზე,
ბანკი საკმაოდ ტრანსფარანტულ პოლიტიკას აწარმოებს, მათ შორის საერთაშორისო აუდიტის კუთხით. ბანკის ოფიციალური აუდიტორია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია – Erst & Yong, ხოლო კონსულტანტი საგადასახადო და ფინანსურ საკითხებში - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია – PriceWater house Coopers;
მიუხედავად მისი არსებობის შედარებით ხანმოკლე პერიოდისა, ბანკი აზერბაიჯანული ბანკების ლიდერებში შედის, ხოლო საწესდებო კაპიტალის მოცულობით 123 000 000 აზერბაიჯანული მანათია (დაახლოებით 158 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) ბანკი მეორეა ადგილობრივ ბაზარზე;
ბანკის აქციონერები არიან ორი ბიზნესინსტიტუტი და ერთი კერძო პირი, ბანკს აქვს ცენტრალური ოფისი და ორი სერვის ცენტრი, სულ ბანკში მუშაობს 134 თანამშრომელი;
მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, "ფაშა ბანკის" საკრედიტო პორთფელი შეადგენდა 215 მლნ აზ. მანათს (275 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო საკრედიტო პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია კორპორატიული კლიენტურის მომსახურებაზე, სასესხებო პორთფელის 95 % სწორედ ბიზნესსესხებზე მოდის.
ბიზნესის დაფინანსების მიმართულებებიდან შედარებით მაღალი ხვედრითი წილი ვაჭრობაზე (41 %), მრეწველობაზე (24 %), სამშენებლო სექტორზე(18 %) და სასტუმრო ბიზნესზე (9 %) მოდის ;
ბანკის გასული წლის მოგება 8 მლნ აზ. მანათს(10 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა, ხოლო მიმდინარე მოგება 1 ივლისის მდგომარეობით 5 მლნ. აზ. მანათია (6.5 მლნ აშშ დოლარი).
მაგდა ლორთქიფანიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48