ნანახია: 301
ეროვნულ ბანკს ფინანსური სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის უფლება ენიჭება. ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა "ეროვნული ბანკის” შესახებ კანონში იგეგმება.”ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი კომპანიების, არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიებისა და ანგარიშვალდებული საწარმოების საქმიანობას. ”პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ფინანსური სექტორის აღნიშნული წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური, საკუთარი კოპეტენციის ფარგლებში.”ასევე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის, ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლება, რომ ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი არიან.
|